მოტეხილობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც (5) using AWB
ხაზი 64:
კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს დაჭიმვას (ხალხში გირების დაკიდებას რომ უწოდებენ) ან ჩასწორებას და შემდგომ [[თაბაშირი]]ს დადებას. თაბაშირის დადებისას აუცილებელია, თაბაშირში სამი სეგმენტი მაინც იყოს მოქცეული - მხოლოდ ასე მოხერხდება ტრავმირებული კიდურის უძრაობის შენარჩუნება. მაგალითად, თუ სახსარია დაზიანებული, თაბაშირი უნდა დაედოს ამ სახსარსა და მეზობელ ორ ძვალს, თუ ძვალი - ამ ძვალსა და მის მიმდებარე ორ სახსარს. თუ ეს პრინციპი არ იქნა დაცული, საიმობილიზაციო საშუალების გამოყენებას აზრი ეკარგება, რადგან უძრაობას ვერ შეინარჩუნებს, მხოლოდ ზედმეტ ტვირთად დააწვება ავადმყოფს.
 
ოპერაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მოტეხილი ძვლის კონსერვატიულად ჩასწორება ვერ ხერხდება ან ფიქსაციის დროს მოსალოდნელია ძვლის ფრაგმენტების მეორეული შეცილება - ხელახალი ცდომა თაბაშირის ნახვევში.:)))
 
ოპერაციული მკურნალობის დროს მოტეხილ ძვლებს ამაგრებენ სპეციალური მეტალის ფიქსატორებით, რომლებიც იმდენად სრულყოფილია, რომ გარეგანი საიმობილიზაციო საშუალებების დამატება აღარ სჭირდება. ასეთი ფიქსაცია იძლევა საშუალებას, პაციენტმა მალევე დაიწყოს მოძრაობა და თავიდან აიცილოს სახსრის ჩაკეტვა, კუნთების ატროფია და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოტეხილობა“-დან