კირილ ზდანევიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 19:
==სამშობლოში მოღვაწეობა==
===ფერწერა===
[[სურათი:zdan_kolau.jpg|thumb|left|180px|კოლაუ ჩერნიავსკის პორტრეტი]] 1917 წლიდან მანიგი შემოქმედებით ცხოვრებას უბრუნდება. ის გახდა “ფუტურისტების სინდიკატის” და “41°”-ის წევრი. ამ გაერთიანებების მუშაობაში წამყვანი ადგილი ეკავა მის ძმას ილიას. წლის ბოლოს ჩატარდა მისი ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც დადებითი გამოხმაურება მიიღო. ცნობილი ლიტერატურული და სამხატვრო კრიტიკოსი ს. გოროდეცკი წერდა: "კ. ზდანევიჩის ფერწერის ტალანტი ეჭვგარეშეა, მის მიერ გავლილი ნოვატორული სკოლა სერიოზულია, მისი ძიება საფუძვლიანი და მტკიცეა, და თუ მის შემოქმედებაში არის გარკვეული ნაკლოვანებები, როგორც მაგალითად ზოგიერთი ფუტურისტული ხერხის ზედმეტად წარმოჩენა ან ჩავარდნები გემოვნებაში ან ზედმეტი ეკლექტიკურობა, მათ შეიძლება დავუპირისპიროთ ფერის და ფორმის კარგი გრძნობა. სიმპატიური უშუალობა და თავის ძალებში დარწმუნებულობის შეგრძნება და ტემპერამენტულობა". ს. გოროდეცკი თვლიდა, რომ ზდანევიჩის ზოგიერთ ნაწარმოებში "ფორმების ჰიპერტროფიულობას აქვს თავისი აზრი", ის აღნიშნავდა, რომ "ფერადოვნება, როცა შენარჩუნებულია ფორმა, გვაძლევს ლამაზ შედეგს" და ასახელებს '''კ. ჩერნიავსკის პორტრეტს''', როგორც მხატვრის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს. თანამედროვენი მის ფერწერას “ორკესტრულს” უწოდებდნენ.
 
კირილს ბევრი სხვადასხვა გატაცება ჰქონდა ხელოვნებაში: [[აკადემიზმი]], [[ფუტურიზმი]], [[კუბიზმი]], [[სეზანიზმი]], [[იმპრესიონიზმი]], [[პრიმიტივიზმი]], მაგრამ ამასთან ერთად რჩებოდა თვითმყოფად მხატვრად. პარიზშიც კი, სადაც ის მოხვდა როგორც უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი, მან შეძლო “შეევსო ის ხარვეზები, რომლებიც მას გააჩნდა, და რაც მთავარია გარკვეულიყო იმ არეულ-დარეულობაში, უწესრიგობაში, რომელიც სუფევდა იმჟამად სხვადასხვა სამხატვრო სკოლებსა, სტილებსა და მიმდინარეობებში” _ წერდა იუ. დეგენი. პარიზი დაეხმარა მას მოეძებნა თავისი ადგილი ხელოვნებაში. ის ხატავდა სურათებს სიკაშკაშით, “მატისისებური” ფერადოვნებით და ტონების დისონანსებით. ამ სტილშია დახატულია “ნატურმორტი დოქით”.