კახეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
კახეთის სამთავრო ეკონომიკურად დაწინაურებული მხარე იყო. აქ შერწყმული იყო მთისა და ბარის მეურნეობის დარგები: ინტენსიური მიწათმოქმედება, მევენახეობა, მებაღეობა და სახნავი მიწათმოქმედება ბარისა და ალპურ მესაქონლეობასთან, რის საფუძველსაც საზაფხულო და საზამთრო საძოვრების სიუხვე ქმნიდა. მდინარეები [[იორი]] და [[ალაზანი]] კარგად იყო გამოყენებული ფართო სარწყავი სისტემის შესაქმნელად, რაც ქმნიდა პირობას მიწის ფართო მასშტაბით გამოსაყენებლად სოფლის მეურნეობის ინტენსიური დარგების განვითარებისათვის. მდინარეების - ივრისა და ალაზნის ზემო წელზე, მთიან ზოლში წამყვანი დარგი მესაქონლეობა იყო. დიდი რაოდენობით ცხენებისა და ცხვრის არსებობაზე საინტერესო მითითებას იძლევა X საუკუნის არაბი ისტორიკოსი იაკუთი. 828/30 წ. არაბთა წინააღმდეგ დამარცხებული სანარები (კახეთის სამთავრო) 3 000 ცხენითა და 20 000 ცხვრით იხდიან კონტრიბუციას, ესაა მათი მეურნეობის ძირითადი და საუკეთესო ნაყოფი. ალბათ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ის გარემოება, რომ განთქმული ცხენის ჯიშის მფლობელ არაბთათვის 3 000 კახურ ცხენს მნიშვნელოვანი ფასი ჰქონდა. კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთების მოსახლეობა, მათ შორის თუშები, მეჯოგე ტომები იყვნენ, რომელთაც კავკასიონზე ალპური საძოვრები ჰქონდათ, ხოლო ივრისა და ალაზნის ველებს, აგრეთვე მტკვრის მარცხენა სანაპიროს საზამთრო საძოვრებად იყენებდნენ. ამდენად, კავკასიონის მთელი მოსახლეობა ეკონომიკურად კახათთან იყო დაკავშირებული, რაც განაპირობებდა კახეთისადმი პოლიტიკურ დაქვემდებარებას.
 
== სტრატეგიული ობიექტები და კულტურა ==
კახეთის ეკონომიკური აღმავლობისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კახეთზე გამავალ სავაჭრო მაგისტრალის არსებობას, [[ფაილი:DSC07340 1gj9m238.jpg|მინიატიურა|უჯარმის ნანგრევები]] [[ფაილი:Dsc 0292.jpg|მინიატიურა|კვეტერა]] რომელზედაც აღმოცენდნენ კახეთის უძველესი ქალაქები: [[უჯარმა]], [[ბოჭორმა]]; მნიშვნელოვანი ქალაქები იყო აგრეთვე [[ჩელეთი]], [[ნეკრესი]], რუსთავი, თიანეთი; ციხე-ქალაქები: ვერონა, [[კვეტერა]], რომელიც იცავდა ივრის ხეობიდან გომბორის უღელტეხილით [[ალაზნის ვაკე|ალაზნის ველზე]] გამავალ გზას, [[ზედაზენი]] - ქალაქური ტიპის დასახლება არაგვის ნაპირზე, VIII საუკუნის ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკით, თავის დროზე ერთ-ერთი სირიელი მამის მიერ დაარსებული მონასტრის ადგილას, უჯარმა - საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, კახეთის სამეფოს ცენტრი ხდება, როდესაც კახეთი გამოეყო ქართლის საერისმთავროს. კახეთის სამთავრო მდიდარია საკულტო ძეგლებით, საეპისკოპოსოებით, კახეთში დამკვიდრდა რამდენიმე [[13 ასურელი მამა|ცამეტ ასურელ მამათაგანი]], რომელთაც აქ თავიანთი მონასტრები დააარსეს, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე აგრძელებდნენ არსებობას, მნიშვნელოვან კულტურულ კერებს წარმოადგენდნენ და გავლენას ახდენდნენ ქვეყნის სულიერ ცხოვრებაზე. მაგ.: [[დავით გარეჯელი|დავით გარეჯელის]] ერთ-ერთი მოწაფის, დოდოს მიერ დაარსებული დოდორქის მონასტერი, რომლის კონქშიც შემორჩენილია VIII-IX საუკუნის დოდოს ფრესკა, მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუშია საქართველოში - ტახტზე მჯდომი ქრისტე მაკურთხებელი მარჯვენით, მარცხენა გადაშლილი წიგნით, ქართული წარწერის შემორჩენილი კვალით, ნეკრესის, შუამთის, გიშის საეპისკოპოსოები, იყალთოს VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია, თავის დროზე სირიელი მამის დაარსებული მონასტრის ადგილას და მრავალი სხვა. დონაურების დროს (837-881) აქ მოღვაწეობდა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ტომით კახელი, [[ილარიონ ქართველი]], რომელმაც დააარსა დედათა მონასტერი, სოფელ აკურას „მამადავითის“ ეკლესია და სხვა მონასტრები. IX-X საუკუნეთა მიჯნაზე ხევში აგებულია გარბანის ეკლესია, უაღრესად საინტერესო ბარელიეფით, სამშენებლო სამუშაოებს რომ ასახავს.
 
== საგარეო პოლიტიკა ==