გუბაზ II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: en:Gubazes II of Lazica is a good article; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 1:
'''გუბაზ II''' (გ. [[554]]) — [[ეგრისის სამეფო|ეგრისის]] [[მეფე]] [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] 40-50-იან წლებში. მისი მეფობის დროს დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა [[ირანი|ირანსა]] და [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიას]] შორის ([[დიდი ომიანობა ეგრისში]]). ირანელების მიერ [[ქართლის სამეფო|ქართლის]] დაკავებისა და მეფობის გაუქმების შემდეგ ბიზანტიელებმა ეგრისის გამაგრებისა და ირანელების შემოსევის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში ჯარების შემოყვანა დაიწყეს, მაგრამ ბიზანტიელების თავხედობამ, მეფის საქმეებში ჩარევამ, ხალხის ყვლეფამ იმდენად განარისხა ეგრისელები, რომ 541 წელს გუბაზმა ელჩები გაუგზავნა ირანის [[შაჰი|შაჰს]] [[ხოსრო I|ხოსრო I-ს]], რათა იგი დახმარებოდა მას ბიზანტიელთა ძალმომრეობისაგან ქვეყნის დახსნაში. ხოსრომ სიხარულით მიიღო გუბაზის ელჩები და მალე, 542 წელს, დიდი ჯარით შეიჭრა ეგრისში. გუბაზმა დახმარება გაუწია ირანელებს და ბიზანტიელები დამარცხდნენ, მაგრამ ხოსროს ვერაგული გეგმა ჰქონდა გუბაზისა და ეგრისელების გასანადგურებლად. მას სურდა, რომ გუბაზი მოეკლა, ეგრისელები მშობლიური მიწა-წყლიდან აეყარა და იქ ირანელები და თავისი ერთგული ტომები ჩაესახლებინა. შაჰმა გუბაზის მოკვლა ლაზ დიდებულ ფარსანს დაავალა, რომელსაც დიდი ხნის მტრობა ჰქონდა გუბაზთან, მაგრამ ფარსანმა დაივიწყა პირადი დამოკიდებულება მეფესთან და გუბაზს ყველაფერი აცნობა. ხოსროს ნამდვილი ზრახვები გამომჟღავნდა და გუბაზი ბიზანტიელების მხარეს გადავიდა. ომი ახალი სისასტიკით განახლდა. ეგრისელები მეფესთან ერთად გმირულად იბრძოდნენ სამშობლოსათვის, მაგრამ არც ბიზანტიელები აღმოჩნდნენ სანდონი. მათი უგულობისა და ღალატის წყალობით ირანელებმა რამდენჯერმე გაიმარჯვეს. ამ დამარცხებაში გუბაზი ბიზანტიელთა სარდლებს მარტინეს, ბესასა და რუსტიკეს სდებდა ბრალს. მათ კი ვითომ სათათბიროდ 554 წელს მდინარე [[ხობისწყალი|ხობისწყალთან]] მიიწვიეს მეფე და ვერაგულად მოკლეს. ამ ამბავმა სასტიკად აღაშფოთა ეგრისელები. მათ კრება მოიწვიეს და ბიზანტიის იმპერატორს მოსთხოვეს დაესაჯა მკვლელები, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანის მხარეზე გადასვლით იმუქრებოდნენ. იმპერატორმა კარგად იცოდა თუ რა მოჰყვებოდა მისთვის ეგრისელების ირანელთა მხარეს გადასვლას, ამიტომ 555 წელს გუბაზის მკვლელები გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.
'''გუბაზ II''' (გ. [[554]]) — [[ეგრისის სამეფო|ეგრისის]] [[მეფე]] [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] 40-50-იან წლებში, [[ბიზანტია|ბიზანტიის]] ვასალი. იგი მოხერხებულად იყენებდა ბიზანტიასა და [[ირანი|ირანს]] შორის გამართულ ბრძოლას და ცდილობდა ეგრისის სამეფოსათვის დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. [[541]] წელს კავშირი შეკრა ირანის მეფე [[ხოსრო I|ხოსრო I-თან]] და აუჯანყდა ბიზანტიას. მაგრამ, როდესაც [[548]] წელს ირანელთა ნამდვილი ზრახვები გამომჟღავნდა (გუბაზის მოკვლის განზრახვა, ეგრისელების აყრა თავიანთი მიწა-წყლიდან და იქ ირანელების ჩასახლება), აუჯანყდა მათ და ისევ ბიზანტიის მხარეზე გადავიდა. [[553]] ირანელებმა შეძლეს ბიზანტიისა და ეგრისის ჯარის დამარცხება, რასაც გუბაზ II ბიზანტიის სარდლების [[მარტინე]]ს, [[ბესა]]სა და [[რუსტიკე]]ს უნიჭობასა და ანგარებას აბრალებდა. განაწყენებულმა ბიზანტიელმა სარდლებმა გუბაზ II მოკლეს.
 
== ლიტერატურა ==
* ''ლომოური ნ''., ქსე, ტ. 3, გვ. 287, თბ., 1978
* მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი - „საქართველოს მეფეები“, 2007 წ.
 
[[კატეგორია:ეგრისის სამეფოს მეფეები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 554]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გუბაზ_II“-დან