პაპის პრიმატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 2:
 
== სხვა ეკლესიების შეხედულება ==
ძველ, განხეთქილებამდელ ეკლესიაში რომის ეპისკოპოსის უპირატესობა საყოველთაოდ იყო აღიარებული; ამის შესახებ საუბარია, მაგალითად, [[ნიკეის პირველი საეკლესიო კრება|ნიკეის პირველი საეკლესიო კრების]] III ანდა [[ტრულის საეკლესიო კრების]] XXXVI კანონში. მიუხედავად ამისა, უპირატესობა გაგებული იყო როგორც საპატიო ადგილი „პირველისა„[[primus inter pares|პირველისა თანასწორთა შორის“შორის]]“ (primus inter pares), რაც რომის პაპის უფლებრივ უპირატესობასა და სხვა საპატრიარქოებზე იურისდიქციას არ გულისხმობდა. ასეთ დამოკიდებულებას დღემდე ინარჩუნებს [[მართლმადიდებელი ეკლესია]]. მაგალითად, [[ნიკომედია|ნიკომედიის]] მთავარეპისკოპოსი ნიკიტა 1154 წელს კათოლიკე [[ანსელმ ჰავენბერგელი|ანსელმ ჰავენბერგელთან]] კამათისას ამბობდა:
 
{{ციტატა|ჩვენ არ უარვყოფთ რომის ეკლესიის პრიმატს ხუთ დობილ საპატრიარქოს შორის, ჩვენ ვაღიარებთ მის საპატიო ადგილს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. მაგრამ იგი განგვიდგა ჩვენ თავისი ქმედებებით, როდესაც მან ამაყად თავი მონარქად გამოაცხადა, რაც მის ხელისუფლებას არ განეკუთვნება. [...] როგორ მივიღოთ ჩვენ მისი ბრძანებები, რომლებიც ჩვენთან მოთათბირების გარეშეა მიღებული და როცა მათ შესახებ ჩვენ არც კი ვიცით? როდესაც რომის მღვდელმთავარს, თავისი დიდების მაღალ ტახტზე მჯდომარეს, ჩვენზე მძვინვარება და ზემოდან ქვემოთ, ჩვენკენ თავისი ბრძანებების გამოტყორცნა სურს, როდესაც მას ჩვენი განსჯა, ჩვენსა და ჩვენს ეკლესიებზე გაბატონება სურს, არა ჩვენდამი რჩევებით, არამედ თვითნებური შეხედულებებით, როგორ შეიძლება ეს იყოს ძმობა ან, მითუმეტეს, მამობა? ჩვენ ასეთი ეკლესიის შვილები კი არა, მონები ვიქნებოდით, ხოლო რომის ეკლესია არა კეთილმსახური დედა შვილებისა, არამედ — მკაცრი, ამპარტავანი ქალბატონი მისი მონებისა.|[http://www.ctlibrary.com/ch/1997/issue54/54h016.html Christian History: Imperious Mistress?]}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პაპის_პრიმატი“-დან