პაპის პრიმატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9:
რომის კათოლიკური ეკლესიის გარდა, ყველა ეკლესია [[მათეს სახარება|მათეს სახარების]] მე-16 თავის მე-18 მუხლს უკავშირებს ან მხოლოდ პეტრეს, ანდა — მათეს სახარებისავე მე-18 თავის მე-18 მუხლთან ერთად — ყველა [[მოციქული|მოციქულს]], ყველა სასულიერო პირს ანდა ყველა ქრისტიანს. სწავლება, რომლის მიხედვითაც რომის პაპი ერთადერთი სამართლებრივი მემკვიდრეა [[წმინდა პეტრე]]სი და ამიტომ ერგო მას მემკვიდრეობით სრულიად ეკლესიის მეთაურობის ფუნქცია, მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიაშია აღიარებული<ref>Manfred Kock: [http://www.ekd.de/vortraege/kock/6213.html Das Papstamt aus evangelischer Perspektive]; Vortrag in der Karl-Rahner-Akademie zu Köln am 4. September 2001.</ref>.
 
ერთმმართველობას, რაც ეკლესიის ერთიანობას უწყობს ხელს, ზოგიერთი არაკათოლიკე თეოლოგიც მისაღებად მიიჩნევს. იურისდიქციული პრიმატი და სრული სამოძღვრო ძალაუფლება კი ([[პაპის უცდომელობა|უცდომელობა]]), რაშიც რომის პაპის პრიმატი ძირითადად პრაქტიკულად გამოიხატება, ერთმნიშვნელოვნადაა დაგმობილი არაკათოლიკური ეკლესიების მიერ და ეკლესიის გაერთიანების დამაბრკოლებლადაა მიჩნეული.
 
ზოგიერთმა კათოლიკემ უარყო ვატიკანის პირველ კრებაზე დოგმის ხარისხში აყვანილი პაპის პრიმატი. ისინი, თავიანთი კათოლიკური მოძღვრებითა და პაპის პრიმატის უარყოფით გაერთიანდნენ და ჩამოაყალიბეს უტრეხტის საეპისკოპოსო ძველკათოლიკური ეკლესიის უტრეხტის გაერთიანების შემადგენლობაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პაპის_პრიმატი“-დან