ბულონის ალყა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
'''ბულონის ალყა''' პირველად განახორციელა [[ინგლისი]]ს მეფე [[ჰენრი VIII]]-მ 1544 წლის 19 ივლისსა და 18 სექტემბერს შორის მისი მესამე შემოსვლისას [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. ჰენრი მოტივირებული იყო ბულონის ციხესიმაგრის ასაღებად, რათა ფრანგებს ვეღარ გაეწიათ დახმარება ინგლისის მტრისთვის, [[შოტლანდია|შოტლანდიისთვის]]. 1543 ჰენრი შეეკრა [[კარლ V]]-ს — [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერატორსა]] და [[ესპანეთი]]ს [[მეფე]]ს, რომლის რომაულ-კათოლიკური ერთგულება, გარკვეული დროის განმავლობაში, გადაძალული იყო პოლიტიკური უპირატესობებით, რომელსაც იგი საფრანგეთის წინააღმდეგ ინგლისთან ალიანსში ხედავდა.
 
ადრეულ 1544 წელს ინგლისელთა დიდძალი ლაშქარი დაიძრა. მოგვიანებით იგი ორ ნაწილად გაიყო, ერთ-ერთი მათგანი საფოლკის ჰერცოგის ხელმძღვანელობით წავიდა სანაპირო ქალაქ [[ბულონი-სიურ-მერი|ბულონისკენ]] და 19 ივლისს ალყა შემოარტყა მას. რამდენიმე კვირის შემდეგ ჰენრი ჩავიდა ბულონში და ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღო. ქალაქის ქვედა ნაწილი მსუბუქად იყო გამაგრებული და მძიმე ბომბარდირების შედეგად, რომელიც აგვისტომდე გრძელდებოდა, ადვილად დაეცა. სექტემბრისთვის ქალაქის ზედა ნაწილიც დაინგრა და აღებულ იქნა, მაგრამ ცენტრალური ციხესიმაგრე კვლავ განაგრძობდა წინააღმდეგობას. ფრანგული გარნიზონების მიერ გახსნილი ცეცხლი შეუძლებელს ხდიდა ციხესიმაგრესთან მიდგომას ფეხით, ამგვარად ინგლისელები იძულებულნი გახდნენ, გაეთხარათ გვირაბები ციხესიმაგრის ქვეშ, რის შემდეგაც, 13 სექტემბერს, ფრანგები დანებდნენ.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბულონის_ალყა“-დან