უფრო პოპულარული ვიდრე იესო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 3 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q1266028
No edit summary
ხაზი 5:
== ისტორია ==
 
1966 წლის აგვისტოში აგორდა სკანდალი მას შემდეგ, რაც [[ჯონ ლენონი]]ს მიერ წარმოთქმულმა ფრაზამ "ქრისტიანობა მალე გაქრება. ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო" გაიჟღერა ახალგაზრდულ ჟურნალში Datebook. ეს ფრაზა ლენონმა წარმოთქვა ჟურნალისტ მორინ კლივთან ინტერვიუს დროს, როდესაც საუბარი შეეხო [[ბითლზი]]ს წევრთა პირად ცხოვრებას. როდესაც 1966 წლის მარტში ეს ინტერვიუ დაიბეჭდა ბრიტანეთში, რეაქცია მასზე არ ყოფილა.
 
1966 წლის აგვისტოში, ინტერვიუს დაბეჭდვიდან ხუთი თვის შემდეგ Datebook-მა ციტირების სახით ახსენა ლენონის ფრაზა და [[აშშ]]-ში ნამდვილი საპროტესტო ტალღა აგორდა. ბითლზის ჩანაწერებს საჯაროდ წვავდნენ, კონცერტები უქმდებოდა, ხოლო ჯგუფს ურეკავდნენ სხვადასხვა პირები, რომლებიც ღიად ემუქრებოდნენ მის წევრებს. პროტესტი შეეხო სხვა ქვეყნებს, რომელთა შორის იყვნენ [[მექსიკა]], [[სამხრეთ აფრიკა]] და [[ესპანეთი]]. ადგილი ჰქონდა ანტი-ბითლურ დემონსტრაციებს, ხოლო ადგილობრივი რადიოსადგურების ეთერიდან ქრებოდა მათი ჩანაწერები.