ევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
ვიკიფიცირება, დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 25:
ზუსტი მექანიზმი ახალი თვისებებისა და სახეობების წარმოქმნისა საიდუმლოდ რჩებოდა. [[გრეგორ მენდელმა]] 1865 წელს გამოთქვა მოსაზრება, რომ ნიშან-თვისებები მემკვიდრდებოდა ისე, რომ მათი წინასწარი გათვლა შესაძლებელი იყო. [[ავგუს ვაისმანმა]] გაარჩია სასქესო და სომატური უჯრედები, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მან აგრეთვე დაამტკიცა, რომ თვისებები გადაეცემოდა მხოლოდ სასქესო უჯრედების გზით. [[ჰიუგო დე ვრისმა]] დააკავშირა დარვინისა და ვაისმანის თეორიები და გაავრცელა მენდელის ნაშრომები. ვარიაციების წარმოქმნის მიზეზად იგი მიიჩნევდა მუტაციას, რამაც დროებითი განხეთქილება წარმოშვა დე ვრისის და დარვინის მომხრეებს შორის. მე-20 საუკუნის დასაწყისში გენეტიკოსებმა დაამტკიცეს, რომ მენდელის მოსაზრებებს, მუტაციურ თეორიასა და დარვინის თეორიას შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს.
 
==მემკვიდრეობითობა==
 
ევოლუცია ორგანიზმებში ხდება მემკვიდრული ნიშან-თვისებების ცვლილებით. მაგალითად, ადამიანებში შესაძლოა ყავისფერი თვალის ფერი შვილს გადაეცეს მშობლისგან. მემკვიდრული ნიშან-თვისებები კონტროლდება გენებით, ორგანიზმში ყველა გენის ერთობლიობას კი [[გენოტიპი]] ეწოდება.
 
იმ ნიშან-თვისებების ერთობლიობას, რომელიც გამომჟღავნდება ინდივიდში, [[ფენოტიპი]] ეწოდება. იგი ყალიბდება გენოტიპისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგად. შესაბამისად, ბევრი ფენოტიპური ნიშან-თვისება არ არის მემკვიდრული. მაგალითად, გარუჯული კანი არის ადამიანის გენოტიპისა და მზის სხივების ურთიერთქმედებით მიღებული ნიშანი. იგი არ გადადის მემკვიდრეობით, თუმცა გენოტიპი განსაზღვრავს იმას, რომ ზოგი უფრო ადვილად ირუჯება, ზოგი კი - საერთოდ ვერა (ალბინოსები).
 
მემკვიდრული ნიშან-თვისებები გადაეცემა დნმ-ის საშუალებით, რომელიც აკოდირებს მემკვიდრულ ინფორმაციას. დმნ გრძელი პოლიმერული ჯაჭვია, რომელიც ოთხი სახის ნუკეოტიდისგან არის შედგენილი. მათი მიმდევრობა განსაზღვრავს გენეტიკურ ინფორმაციას, ისევე როგორც სიტყვებში ასოების მიმდევრობა. დნმ-ის მონაკვეთი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ცილის პირველადი სტრუქტურის შესახებ, [[გენი]] ეწოდება. უჯრედებში დნმ-ის ჯაჭვები ქმნიან სტრუქტურებს - ქრომოსომებს. დნმ-ის მონაკვეთის კონკრეტულ, სპეციფიკურ ადგილს ქრომოსომაში [[ლოკუსი]] ეწოდება. თუ დნმ-ის მონაკვეთი კონკრეტულ ლოკუსში სხვადასხვა შეიძლება იყოს, მაშინ მათ [[ალელებს]] უწოდებენ. დნმ-ის მონაკვეთი შეიძლება შეიცვალოს [[მუტაციის]] შედეგად, რაც გამოიწვევს ნიშან-თვისების ცვლასაც, ეს კი თავის მხრივ - მის ფენოტიპურ გამოვლენას. ბევრი ნიშან-თვისება რამდენიმე გენის ურთიერთქმედებით მემკვიდრდება ორგანიზმებში.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევოლუცია“-დან