პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: მუსულმანების → მუსლიმების (3) using AWB
clean up, replaced: მუსულმანებ → მუსლიმებ (3) using AWB
ხაზი 4:
== მიზეზები ==
[[ფაილი:Age of Caliphs.png|მინი|left|350პქ|მდგომარეობა [[შუა აღმოსავლეთი|შუა აღმოსავლეთში]]]]
1095 წელს [[ბიზანტია|ბიზანტიის]] იმპერატორმა [[ალექსი I (ტრაპიზონი)|ალექსი I]]-მა რომის პაპს თხოვნით მიმართა. იმპერატორი ამბობდა, რომ [[თურქ-სელჩუკები|თურქ-სელჩუკთა იმპერია]] ძალიან გაძლიერდა. მუსულმანებიმუსლიმები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ქრისტიანული სამყაროსათვის. მათი ბოლო დაპყრობილი ქალაქი [[ნიკეა]] იყო, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობდა [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლთან]], ბიზანტიის დედაქალაქთან. [[თურქები]] ასევე ერთპიროვნულად აკონტროლებდნენ, [[ანატოლია]]ს (თანამედროვე [[თურქეთი]]ს ტერიტორია). ალექსი I მუსლიმების წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. იმპერატორის დესპანი ზემოთ აღნიშნული თხოვნით რომის პაპ ურბან II - თან 1095 წლის მარტში ჩავიდა. რომის პაპი ხედავდა [[ევროპა]]ში შექმნილ მდგომარეობას. იმ დროისათვის იქ უმარავი ღარიბი რაინდი იყო. მათმა ნაწილმა თავის გადასარჩენად ძარცვასაც მიჰყო ხელი. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი გლეხობა. ახალი ლაშქრობა ბიზანტიის დასახმარებლად და მუსლიმების წინააღმდეგ მათთვის იდეალური იქნებოდა, რადგან იმ დროისათვის ომები ძლიერი არმიისათვის და მისი ჯარისკაცებისათვის თითქმის ერთადერთი შანსი იყო ქონების დაგროვებისა. აგრეთვე, პერსპექტივაში ისახებოდა პაპის ძალაუფლების და [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]] შემოსავლების საგრძნობი ზრდა.
 
== მზადება ლაშქრობისათვის ==
[[ფაილი:CouncilofClermont.jpg|მინი|300პქ|პაპი [[ურბან II]]-ე, [[კლერმონის კრება]]ზე]]
პაპმა [[ურბან II]]-ემ ლაშქრობის დასაწყებად დიდებულების მიმხრობა დაიწყო. მის გადამწყვეტ ნაბიჯად [[1095]] წლის ნოემბერში სამშობლოში - [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ჩასვლა და პატარა ქალაქ [[კლერმონი|კლერმონში]] საეკლესიო კრების მოწვევა მიიჩნევა. მართლაც, კლერმონში უამრავმა რელიგიურმა პირმა მოიყარა თავი. [[კლერმონის საბჭო|ამ შეკრებაზე]] პაპმა ურბან II-მ ისტორიული სიტყვა წარმოთქვა. მან ისაუბრა [[ევროპა|ევროპის]] იმ დროინდელ მძიმე მდგომარეობაზე და დაასკვნა, რომ საჭირო იყო დამყარებულიყო ღვთაებრივი მშვიდობა, თუმცა არა ისეთი, როგორიც უკვე ჰქონდათ. პაპი შეეხო [[ბერძნები|ბერძენთა]] საკითხს, რომლებიც დახმარებას ითხოვნდნენ [[მუსლიმი|მუსლიმების]] წინააღმდეგ, აგრეთვე შეეხო აღმოსავლელი ქრისტიანების დაჩაგვრის ფაქტებს და მთავარზე გადავიდა: საჭირო იყო სრულიად ახალი ომის დაწყება, სადაც ჯარისკაცი იქნებოდა პილიგრიმი (მომლოცველი), ბრძოლის მიზანი - ქრისტეს საფლავი, შედეგი - გარდაცვლილთათვის ზეციური სამოთხე, ცოცხლად გადარჩენილთათვის კი მიწიერი [[იერუსალიმი]]. ასევე აღნიშნა, რომ ქრისტეს საფლავის გათავისუფლება არ იქნებოდა ერთადერთი შედეგი ჯვაროსნული ლაშქრობისა. ამ ომის შემდგომ მთლიანად [[ანატოლია]]ს, ანუ [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სამხრეთ ნაწილს არა მუსულმანებიმუსლიმები, არამედ ერთმორწმუნე [[ქრისტიანობა|ქრისტიანები]] გააკონტროლებდნენ. კლერმონის კრების ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად პაპის გამოსვლის დასასრულს, დარბაზში შეძახილები გაისმა: "ღმერთი არს ჩვენთან!"
 
მან მალე აიყოლია საფრანგეთის სახელმწიფო ლიდერები. რაც შეეხება მეომრებს, ხალხს, რომელსაც უნდა ებრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, მათი რიცხვი თავიდან ძალიან მცირე იყო. [[რაინდები]] თითქოს თავს იკავებდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისგან, თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე სახელოვანი რაინდი შეუერთდა ჯვაროსნებს, მათმა რიცხვმა გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ზრდა. საბოლოოდ ექვსი დიდი არმია შეიკრიბა. ორი არმია განლაგებული იყო საფრანგეთის ჩრდილოეთში. ერთს მეთაურობდა [[ჰერცოგი ნორმანდიელი]], [[ინგლისი]]ს მეფის [[უილიამ II]]-ის ძმა, ხოლო მეორეს [[გოტფრიდ ბულიონელი]]. [[იტალია]]ში და [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]] კი – [[ტარანტელი]]ს მეთაურობით. სწორედ [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] დედაქალაქში უნდა მომხდარიყო ჯვაროსანთა შეკრება და შემდეგ უნდა განხორციელებულიყო შეტევა [[თურქეთი|თურქთა]] ქალაქებზე. ლაშქრობის მეთაური, ანუ მთავარსარდალი კი ბიზანტიის იმპერატორი [[ალექსი I]] უნდა ყოფილიყო. პაპმა ლაშქრობის დაწყების დღედ [[15 აგვისტო]] გამოაცხადა, თუმცა ამ თარიღამდე ერთი თვით ადრე მცირე რაოდენობის "წარჩინებულთა" არმიამ თავისი გზით დაიწყო სვლა. მათი ლიდერი ქარიზმატული რაინდი პიტერი იყო. ის იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ჯვაროსნად ითვლებოდა. თავის არმიაში მან უდიდესი ენთუზიაზმი ჩანერგა და იერუსალიმისკენ დაიძრა მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდა სად მდებარეობდა ეს ქალაქი. თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლამდე მან ადგილობრივ ქრისტიანებთანაც მოასწრო დაპირისპირება. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი საკვები იყო, თუმცა საქმე არ გართულებულა. რამდენიმე დღის შემდეგ "წარჩინებულთა" არმია [[თურქ-სელჩუკები|თურქ-სელჩუკთა]] უზარმაზარი და გამოცდილი ჯარის პირისპირ დადგა. აგვისტოს ბოლოსთვის პიტერის არმიის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებული იყო. თავად პიტერი და 50 რჩეული რაინდი თურქულ ქალაქ [[სოვეტოტი|სოვეტოტთან]] დამარცხდნენ მუსლიმი მშვილდოსნების მიერ.
ხაზი 19:
=== ნიკეას ალყა ===
 
1097 წლის პირველ ნახევარში ჯვაროსნები სალაშქროდ დაიძრნენ. პირველი სამიზნე [[ნიკეა]] იყო, ძველად ბიზანტიელთა ქალაქი, იმ დროისათვის კი [[რუმის სასულთნო]]ს დედაქალაქი, რომელსაც [[არსლან I]] მართავდა. არსლანი იმ დროისათვის არ იმყოფებოდა ნიკეაში, იგი ოჯახთან ერთად ცენტრალური ანატოლიის ერთ-ერთ ქალაქში იყო. ჯვაროსნებმა ნიკეას ალყა შემოარტყეს. როგორც კი ეს ამბავი არსლან I-მა გაიგო, მაშინვე დაბრუნდა ნიკეაში და თავისი ჯარით შეუტია ევროპელებს. მუსულმანებიმუსლიმები დამარცხდნენ, ისინი გაოცებულნი იყვნენ მტრის სიმრავლით. არსლან I ნიკეის ციხესიმაგრეში ჩაიკეტა. ზუსტად ერთ თვეში ჯვაროსნებმა იმპერატორის გეგმის დახმარებით შეძლეს ქალაქში შესვლა. ნიკეა ბიზანტიას დაუბრუნდა, ჯვარონსებმა კი სვლა განაგრძეს.
 
=== ანტიოქიის ალყა ===