ვიმარა პერეში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 14 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q452111
clean up, replaced: მუსულმანების → მუსლიმების using AWB
ხაზი 32:
'''ვიმარა პერეში''' ({{lang-pt|Vímara Peres}}, {{lang-es|Vímara Pérez}}) (დაახლ. [[820]]—[[873]]) — [[პორტუგალიის საგრაფო]]ს დამაარსებელი და მისი პირველი მმართველი (868–873).
 
გრაფი ვიმარა იყო ვინმე პედროს (ან პეროს) შვილი, რომლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ შემონახულა<ref>ზოგიერთი გვიანდელი გენეალოგების მიხედვით ვიმარა პერეშის მამად ითვლება პედრო ტეხონი, ასტურიის მეფის [[ალფონსო I (ასტურია)|ალფონსო I-ის]] შვილთაშვილი, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცნობები ჯერ არ მოიძებნება</ref>. როგორც ვარაუდობენ მისი ოჯახის სამფლობელოები მდებარეობდა სამხრეთ [[გალისია]]ში. ვიმარა პერეში იყო [[ასტურიის სამეფო|ასტურიის]] მეფის [[ალფონსო III (ასტურია)|ალფონსო III დიდის]] ვასალი, რომელმაც გრაფს გადასცა სამეფოს სამხრეთი ტერიტორია, რათა დაეცვა თავი [[მავრები]]ს შემოსევისაგან და დაეწყო [[ბრაგა|ბრაგის]] ხელახალი დასახლება. 868 წელს ვიმარა პერეში თავისი ჯარით შეიჭრა [[კორდოვის საემირო]]ში და მუსულმანებისმუსლიმების ბატონობისაგან გაათავისუფლა მდინარე [[მინიუ (მდინარე)|მინიუსა]] და [[დუერო]]ს შორის მოქცეული ტერიტორია. აიღო ქალაქი პორტუს კალე. მიწების დაბრუნების შემდეგ, ალფონსო დიდის თანხმობით ჩამოყალიბდა [[პორტუგალიის საგრაფო|საგრაფო]], რომლის მმართველიც ვიმარა პერეში გახდა. საგრაფოს ეწოდა ''Condado de Portucale'' საიდანაც წარმოიშვა ქვეყნის დღევანდელი სახელწოდებაც. ოდნავ მოგვიანებით ვიმარამ დააარსა გამაგრებული დასახლება Vimaranis (ვიმარას ქალაქი; თანამედროვე [[გიმარაინში]]), რომელსაც პორტუგალიურ ლიტერატურაში "პორტუგალიის აკვანი" ეწოდება.
 
ვიმარა პერეში გარდაიცვალა [[ლა-კორუნია]]ში [[873]] წელს. მისი მემკვიდრე გახდა ერთადერთი შვილი [[ლუსიდიუ ვიმარანეში]]. გრაფ პერეშის შთამომავლები ([[ვიმარა პერეშის დინასტია]]) საგრაფოს მართავდა [[1071]] წლამდე.
 
[[1968]] წელს პორტუში ქალაქის მავრებიდან გამოხსნის 1000 წლისთავის პატივსაცემად საკათედრო ტაძრის წინ აღიმართა ვიმარა პერეშის ძეგლი. პორტუს და გიმარაინშის რამდენიმე ქუჩა ატარებს ვიმარა პერეშის სახელს.
 
==იხილეთ აგრეთვე==
ხაზი 48:
{{სქოლიოს სია}}
 
{{DEFAULTSORT:პერეში, ვიმარა}}
{{პორტუგალიის გრაფები}}
 
{{DEFAULTSORT:პერეში, ვიმარა}}
[[კატეგორია:პორტუგალიის გრაფები]]
[[კატეგორია:დაბადებული 820]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიმარა_პერეში“-დან