ბირთვული რეაქტორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ერთერთმა → ერთ-ერთმა using AWB
→‎ისტორია: clean up, replaced: ფაქტიურად → ფაქტობრივად using AWB
ხაზი 5:
== ისტორია ==
[[ფაილი:Haigerloch-nuclear-reactor ArM.JPG|250px|მინიატიურა|ჰაიბერლოხის რეაქტორი, გერმანიის თანამედროვე მუზეუმში]]
[[ნაცისტური გერმანია|ნაცისტური გერმანიის]] თეორიულ ჯგუფს [[გერმანიის ბირთვული ენერგიის პროექტი|«ურანის პროექტს»]], რომელიც [[კაიზერ ვილჰელმის საზოგადოება|კაიზერ ვილჰელმის საზოგადოებაში]] მუშაობდა, ფორმალურად [[კარლ ფრიდრიხ ფონ ვაიცზეკერი|ვეიცზეკერი]] ხელმძრვანელობდა. ფაქტიურადფაქტობრივად კი ჯგუფის ხელმძღვანელი [[ვერნერ ჰაიზენბერგი]], რომელიც ბირთვული ჯაჭვური რეაქციის თეორიულ საფუძვლებს ამუშავებდა. კარლ ფრიდრიხ ფონ ვაიცზეკერი კი ჯგუფის წევრებთან ერთად კონცენტრირება მოახდინა «ურანის მანქანის» შექმნაზე —პირველ რეაქტორზე. 1940 წლის გაზაფხულზე ჯგუფის ერთ-ერთმა მეცნიერმა, პოლ ჰარტეკმა, სცადა პირველი ჯაჭვური რეაქციის შექმნა ურანის ოქსიდის და მყარი გრაფიტის შემაჩერებლის გამოყენებით. მაგრამ, გახლეჩის უნარის მქონე მასალის უკმარისობის გამო მიზანს ვერ მიეღწია. 1941 წელს ჰაიზენბერგის ჯგუფის წევრმა, დოპელმა, ლაიფციგის უნივერსიტეტში აიგო სტენდი მძიმეწყლიანი შემაჩერებლით, რომელზეც 1942 წლის მაისში ჩატარებული ცდებისას მიაღწიეს იმ რაოდენობით ნეიტრონების გამომუშავებას, რომელიც აჭარბებდა შთანთქმული ნეიტრონებს. სრულფასოვანი ჯაჭვური რეაქციის წარმართვა გერმანელმა მეცნიერებმა 1945 წლის თებერვალში, ქალაქ ჰაიდერლოხთან მდებარე სამთო საწარმოში ცდებისას მოახერხეს. ცდიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გერმანულმა ბირთვულმა პროგრამამ არსებობა შეწყვიტა.
[[ფაილი:Stagg Field reactor.jpg|250px|მინიატიურა|ჩიკაგოს რეაქტორის ნახატი]]
პირველად ჟაჭვური რეაქცია განხორციელდა 1942 წლის დეკემბერში, ჩიკაგოს უნივერსიტეტში. ენრიკო ფერმის ხელმძვანელობით ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფიზიკოსებისგან შემდგარმა ჯგუფმა, შექმნა პირველი ბირთვული რეაქტორი, რომელსაც «[[ჩიკაგოს ხორა-1|ჩიკაგოს ხორა]]» დაარქვეს (Chicago Pile-1, CP-1). რეაქტორი შედგებოდა გრაფიტის ბლოკებისგან, რომელთა შორის მოთავსებული იყო ბუნებრივი ურანის ბურთები და მისი ორჟანგი. [[ურან-235|<sup>235</sup>U]]-ის ბირთვების გახლეჩისას გაჩენილი სწრაფი ნეიტრონები გრაფიტით სითბურ ენერგიებამდე ნელდებოდნენ და ისევ იწვევდნენ ბირთვების გახლეჩას. CP-1-ის მსგავს რეაქტორებს, რომლებშიც გახლეჩის ძირითადი წილი მიმდინარეობს სითბური ნეიტრონების ზემოქმედებით, [[თერმო-ნეიტრონული რეაქტორი|თერმო-ნეიტრონულ რეაქტორს]] უწოდებენ. თერმო-ნეიტრონული რეაქტორები გამოირჩევიან შემაჩერებლების გაცილებით მეტი რაოდენობით, ვიდრე ეს ბირთვული სათბობის შემთხვევაშია.