ჭაქვინჯის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
clean up, replaced: ფაქტიურად → ფაქტობრივად (2) using AWB
ხაზი 41:
ციხეზე გზა ამჟამად ადის სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით და ციტადელს აღმოსავლეთიდან უვლის. მაგრამ ადრე, გზა, როგორც ჩანს, ციტადელს დასავლეთით ადგებოდა. იქვე იყო მცირე კარი, ხოლო ქვედა ციხის ეზოში შესასვლელი ჭიშკარი უფრო ზემოთ, წყაროს მიდამოებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა აქ და არც მოპირდაპირე მხარეს ქვედა ციხეში ჭიშკრის კვალი კი არა, გალავნის კვალიც არ ჩანს. ციტადელს კი მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთით აქვს.
 
ციხის თავდაპირველი სახის, მისი ზრდისა და შემდეგი ცვლილებების სრული სახით წარმოდგენა შეუძლებელია, რადგან არავითარი გრაფიკული მასალა არ შემოგვრჩენია, ხოლო ისტ. წყაროებში იგი ფაქტიურადფაქტობრივად [[XVII საუკუნე]]მდე არ იხსენიება.
[[ფაილი:Vakhtang VI (European clothes).jpg|thumb|120px|ვახტანგ VI]]
[[ვახუშტი ბაგრატიონი]] მეფე [[ვახტანგ V]]-ის ცხოვრების აღწერისას საკმაოდ ვრცლად წერს ლევან II-ის (დადიანის) მოღვაწეობაზე და სიკვდილზე. შემდეგ ვამეხის გადადიანებაზე. ამას მოსდევს აღწერა, თუ როგორ დამორჩილდა სკანდას მდგომი [[თეიმურაზ I]] მეფე [[ვახტანგ VI]]-ეს. აქდან დაბრუნებულმა ვახტანგმა [[ქუთაისი]] აიღო, იმერეთი დაიპყრო და ოდიშს გადავიდა: {{ციტატა|ვერ წინააღუდგა დადიანი, არამედ ილტვოდა სვანეთს, ხოლო ბრძანებითა მეფისათა შეუჩინა დისშვილმა სოსიამ კაცი და მოკლეს დადიანი მუნ. მაშინ მეფემან მოსტყუენა [[ოდიში]] და აღიხუნა ციხენი. მერმე მოადგა ჭაქვინჯის ციხესა შინა მყოფს ცოლ-შვილსა დადიანისასა. მცირედ ხანსა შინა გამოიყვანა იგინი და გამოიხუნა საჭურჭლენი მრავალნი დადიანისანი და ჰპოვა მუნ ხატი ოჯონისა, რომელი დაშთა მეფესა სვიმონს.}}
ხაზი 55:
 
ციხე ძლიერ დაზიანებულია. ნანგრევებში არამცთუ თავდაპირველი სახის დადგენა, არამედ ზოგჯერ კედლების მიმართულების გარკვევაც შეუძლებელია.
[[1968]]-[[1969]] წლებში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ციხე ძირითადად შედგება ორი ნაწილისაგან - ერთია ციტადელი და მეორე მასთან დაკავშირებული ქვედა ციხე დიდი ფართობით. ციტადელი მაღლობზე დგას, ხოლო მასზე მობმული ციხის დიდი ეზო მდებარეობს ჩრდილოეთით, რთულ რელიეფზე, მეორე ნაწილიდან თითქმის აღდგა გალავნის მოხაზულობა, ხოლო ფაქტიურადფაქტობრივად დარჩენილია ბოლო კოშკის ნაშთი, ჩრდილო განაპირას და ჩრდილო-აღმოსავლეთით, საიდანაც გამოდიოდა გვირაბი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილო-დასავლეთის მონაკვეთში მდებარე წყარო ჩართული იყო გალავანში.
 
ციხის განხილვამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ აქ ძირითადად სამი ქრონოლოგიური ფენაა - ადრეშუასაუკუნეების, განვითარებული შუასაუკუნეებისა და გვიანშუასაუკუნეებისა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭაქვინჯის_ციხე“-დან