თეიმურაზ II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ფაქტიურად → ფაქტობრივად (2) using AWB
ხაზი 28:
}}
 
'''თეიმურაზ II''' (დ. [[1700]], [[თბილისი]] — გ. [[8 იანვარი]] [[1762]], [[სანქტ-პეტერბურგი]]) — [[კახეთის სამეფო|კახეთის]] მეფე [[1709]]-[[1715]], გამგებელი [[1733]]-[[1744]], [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[1744]]-[[1762]]. პოეტი.
 
== ბიოგრაფია ==
ხაზი 36:
=== კახეთში გამეფება ===
[[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] დასაწყისში, აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში [[სპარსელები]] იყვნენ გაბატონებული. [[1703]] წელს, თეიმურაზის მამას, ერეკლე პირველს, [[ირანი]]ს შაჰმა [[კახეთი]]ს მეფობა უბოძა, მაგრამ ირანში დაიტოვა და მის მაგივრად, 1703 წლიდან, კახეთში მისი ვაჟი, [[დავით II (კახეთის მეფე)|დავითი]] (იმამყული–ხანი) გაამეფეს. [[1709]] წელს ერეკლე პირველი გარდაიცვალა და ახლა დავითი გაიწვიეს ირანში. მეფობა მის უმცროს ძმას, მცირეწლოვან თეიმურაზ მეორეს გადაეცა,
თუმცა ფაქტიურადფაქტობრივად კახეთს თეიმურაზის დედა და ეპისკოპოსი,ნიკოლოზ ალავერდელი მართავდნენ.
 
კახეთში თეიმურაზი [[1715]] წლამდე მეფობდა. [[1710]] წელს, თეიმურაზის ძმამ, დავით II-მ, თბილისში [[ვახტანგ VI]] მოინახულა და თხოვა, რომ მისი ქალიშვილი თამარი, თეიმურაზის მეუღლე გამხდარიყო. რამდენიმე წელიწადში ეს ქორწინებაც მოხდა, თეიმურაზმა ვახტანგ მეექვსის ქალიშვილი, თამარი შეირთო ცოლად. ამ ქორწინებით ბაგრატიონთა ორი შტო, ქართლისა და კახეთისა, გაერთიანდა. [[1720]] წელს, მათ პირველი შვილი – ერეკლე შეეძინათ.
ხაზი 43:
 
=== ხიზნობა ===
[[1723]] წელს, ოსმალებმა დასუსტებული სპარსელები დაამარცხეს და აღმოსავლეთ საქართველოც მათი ბატონობის ქვეშ მოექცა. [[1724]] წლიდან თურქებმა ქართლში ვახტანგ მეექვსის ძმა, [[იესე (ალიყული-ხანი)]] გაამეფეს და მუსტაფა უწოდეს. კახეთში კი, [[1722]] წლიდან, ერეკლე პირველის ვაჟი, დავითისა და თეიმურაზის ძმა, [[კონსტანტინე II (კახეთის მეფე)|კონსტანტინე II]] (მაჰმად–ყული–ხანი) მეფობდა. [[1727]] წელს, იესეს გარდაცვალების შემდეგ, ოსმალებმა ფაქტიურადფაქტობრივად გააუქმეს [[ქართლის სამეფო]], ის ექვს ნაწილად დაყვეს და მსხვილ თავადებს დაურიგეს.
 
ოსმალები კახეთსაც შეესიენ. კახეთში, კონსტანტინე ოსმალების ბატონობის წინაამღდეგ იბრძოდა, თუმცა უშედეგოდ. ამ პერიოდში, თეიმურაზი ძმის გვრდით იდგა და ოსმალების და ლეკების საწინაამღდეგოდ აქტიურად მოქმედებდა. მაგრამ, ცოტა ხანში, თეიმურაზი იძულებული იყო ოსმალებს გარიდებოდა და ოჯახით ფშავში გაიხიზნა. კონსტანტინე ოსმალებს შემოურიგდა, მეფობა განაგრძო. 1732 წელს ოსმალებმა ის ღალატით მოკლეს.
ხაზი 63:
თეიმურაზს დიდი სახელი ჰქონდა მთელს სპარსეთში. ნადირ–შაჰმა გადაწყვიტა, რომ ჯობდა ქართველები ისევ ქრისტიანების ხელით ჰყოლოდა მორჩილებაში, ასე, რომ 1744 წელს, ნადირ–შაჰმა თეიმურაზ მეორე ქართლის მეფედ დანიშნა, ერეკლე კი კახეთის მეფედ. თეიმურაზი ამ დროს 44 წლის იყო.
 
ნადირ–შაჰი თეიმურაზს ყველაფერში ენდობოდა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განლაგებული სახანოები, ნადირის ბრძანებით თეიმურაზს ემორჩილებოდნენ.
 
1745 წელს ნადირმა შემოუთვალა თეიმურაზს "ვითაც თქვენი მეფობის რიგი იყოსო, ეგრევე კურთხევა მიიღეო".
ხაზი 69:
ქრისტიანული წესით გამეფების ცერემონიალის წარმართვის წესი ქართლში უკვე დავიწყებული იყო, რადგან აქ 130 წელია ქრისტიანი მეფე არ მჯდარა. ეს საქმე კათალიკოს– პატრიარქმა, ანტონ პირველმა ითავა.
 
1745 წელს, 1 ოქტომბერს, სვეტიცხოველში დიდი ზეიმით აკურთხეს მეფედ თეიმურაზი. წელში გამართული ქართველები, გამარჯვებად მიიჩნევდნენ ამ ამბავს და სიხარულის ზეიმი ჰქონდათ გამართული.
 
ერეკლე და თეიმურაზი, შეხმატკბილებულ, ერთიან საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას ატარებდნენ და საჭიროების მიხედვით, მტერთან საბრძოლველად ქართლის და კახეთის ჯარსაც აერთიანებდნენ. ხშირად უხდებოდათ ქართველ მეფეებს საერთო მტრის მოგერიება.
ხაზი 83:
1749 წელს საქართველოში დაბრუნებულმა თეიმურაზმა შაჰის სიგელი ჩამოიტანა საქართველოს საზღვრების გაფართოების შესახებ. ვასალობაც ფორმალური გახდა და საქართველომ ირანს ხარკის მიცემა შეუწყვიტა. მეზობელი სახანოების მმართველები დიდ პატივს სცემდნენ თეიმურაზსა და ერეკლეს. განჯის, ერევნის და ნახჭევნის სახანოები მათი მოხარკე იყვნენ. მათ დაქვემდებარებაში შევიდა ყაზახი და ბორჩალო. ირანის ახალმა შაჰმა როჰმა, თეიმურაზს "ერანის და აზერბაიჯანის სპასალარობა უბოძა".
 
ბრძოლები ავტორიტეტის განმტკიცებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის არ ილეოდა. ბოლო არ უჩანდა ლეკთა თავდასხმებს. 1749 წელს თეიმურაზმა და ერეკლემ, ერევნის სახანოს დამრბევი, მაჰმად-ხანი დაამარცხეს. 1745 წელს, ყარაბაღის მფლობელი, ფანა-ხანი, [[ყარათაფად ]] წოდებულ მთიან ადგილას დაამარცხეს და დიდი ზარალით განდევნეს. ქართველი მეფეები, შაქის მფლობელმა, გამაჰმადიანებულმა სომეხმა აჯი–ჩალაბმა ორჯერ დაამარცხა, მაგრამ 1952 წლის სექტემბერში, თულქითეფეს ველზე, ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს [[აჯი–ჩალაბი]] და მისი ვაჟი აღა–ქიში. ამ ბრძოლიდან მობრუნებული თეიმურაზი და ერეკლე სეიდაბადთან დაქვეითდნენ, მხლებლებთან ერთად ფეხთ გაიხადეს და ფეხშიშველნი, მივიდნენ სიონამდე, სადაც სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს.
 
თეიმურაზისა და ერეკლეს ძალისხმევით, საქართველოს უკეთესობა დაეტყო, გალამაზდა და გაძლიერდა თბილისი. შენდებოდა სხვადასხვა საწარმოები, დიდი ყურადღება ექცეოდა განათლებას, იბეჭდებოდა წიგნები, ძლიერდებოდა ეკლესია, განვითარდა ვაჭრობა. თეიმურაზმა შექმნა მუდმივი ჯარის ტიპის მსგავსი სამხედრო შენაერთი "ნოქარი".
ხაზი 150:
 
{{დაიწყე ყუთი}}
{{მემკვიდრეობის ყუთი| ტიტული= [[კახეთის მეფეები|კახეთის მეფე]]| წინამორბედი= [[კონსტანტინე II (კახეთის მეფე)|კონსტანტინე II]] | შემდეგი= [[ერეკლე II]]| წლები= 1732 - 1744}}
{{მემკვიდრეობის ყუთი| ტიტული= [[ქართლის მეფეები|ქართლის მეფე]]| წინამორბედი= ''ირანელი მმართველები'' | შემდეგი= [[ერეკლე II]]| წლები= 1744 – 1762}}
{{დაასრულე ყუთი}}
 
{{საქართველოს მეფეები (1490-1810)}}
 
[[კატეგორია:კახეთის მეფეები]]
[[კატეგორია:ქართლის მეფეები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1700]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1762]]
[[კატეგორია:ბაგრატიონთა დინასტია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_II“-დან