გეორგიევსკის ტრაქტატი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 80:
ერეკლე მეორე რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას შორს მიმავალ გეგმებს უკავშირებდა. ჯერ ერთი, იგი იმედოვნებდა, რომ ძლიერი მფარველის დახმარებით ქართლ-კახეთში ლეკიანობა საბოლოოდ აღიკვეთებოდა და ქვეყანას საშუალება მიეცემოდა, ფართო აღმშენებლობითი მუშაობა გაეშალა, აგრეთვე, შეიქმნებოდა შესაძლებლობა, მოეშალათ ლეკიანობის ბუდე ჭარ-ბელაქანსა და კაკ-ელისენში და ეს ძირძველი ქართული ტერიტორია (საინგილო) კვლავ საქართველოს შემოუერთდებოდა. ასევე რუსეთ-თურქეთის მომავალ ომში ერეკლეს იმედი ჰქონდა, რომ მესხეთის მიწა-წყალსაც დაიბრუნებდა. რუსეთის მხარდაჭერით განმტკიცდებოდა ერეკლეს მფარველობა მეზობელ მაჰმადიანურ სახანოებზე.
მაგრამ, სამწუხაროდ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. თურქეთის სულთანმა საქართველოს რუსეთთან დაკავშირებაში თავისთვის დიდი საფრთხე დაინახა და მთელი თავისი ძალებით ამოქმედდა. მან კავკასიის მაჰმადიანურ სახანოებს და დაღესტნის მთავრებს მოუწოდა აღმდგარიყვნენ მაჰმადიანობის დასაცავად და ამიერკავკასიაში ქრისტიანული რუსეთის დამკვიდრების წინააღმდეგ ერთობლივად საბრძოლველად. უპირველეს ყოვლისა, მოუწოდა,
საქართველოსთვის ამ მძიმე პერიოდში თავი აიშვა საშინაო რეაქციამაც. დიდებული თავადები კარგად ხედავდნენ, რომ ერეკლე მეფე რუსეთთან ურთიერთობას უკავშირებდა ქვეყანაში პროგრესული ცვლილებების გატარებას, რაც, საბოლოოდ, მათი უფლებების შეკვეცით უნდა დამთავრებულიყო. შეშფოთებულ თავადებს თანაუგრძნობდა ერეკლეს მეუღლე, დედოფალი დარეჯანი. ეს ერთობ შეზღუდული და ინტრიგების დახლართვაში გამოცდილი ქალი, მხოლოდ თავისი პირადი და თავისი შვილების კეთილდღეობისთვის ზრუნავდა. მას ამ მიზნისთვის არაფრად მიაჩნდა ქვეყნის მომავლის მსხვერპლად მიტანა. ისინი დაჟინებით ურჩევდნენ უკვე მოხუცებულობაში გადამდგარ მეფეს, გაეწყვიტა კავშირი რუსეთთან და ისევ თურქეთთან შეთანხმება ეცადა.
|