ადონისი (მითოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q163920
ხაზი 1:
[[ფაილი:Adonis3Adonis Mazarin Louvre MR239.jpg|thumb|right|200px|"ადონისი" - შიშველი რომაული ტორსი. აღდგენილია [[ფრანსუა დიუკესნოი]]ს მიერ. ([[პარიზი]], [[ლუვრი]])]]
'''ადონისი''' ({{lang-gr|Ἄδωνις -ιδος, δ}}) — [[ფინიკია|ფინიკიელთა]] ბუნების ღვთაების ბერძნული სახელწოდება. მოკვდავი და კვლავ გაცოცხლებადი ბუნების განსახიერება. ადონისის კულტის ცენტრი აღემოსავლეთში იყო ქალაქი [[ჰებალი]]. [[ძვ. წ. V საუკუნე]]ში ადონისის კულტი [[ძველი საბერძნეთი|საბერძნეთში]] გადავიდა, ცოტა მოგვიანებით კი — [[ძველი რომი|რომშიც]]. ბერძნული მითების მიხედვით იგი მშვენიერი მირას ანუ [[სმირნა]]ს ვაჟია და მისი მამის, კვიპროსის მეფის ვაჟია. ადონისი ბავშვობიდანვე არაჩვეულებრივი სილამაზით გამოირჩეოდა. იგი შეუყვარდა [[აფროდიტე]]ს, მშობლებს წაართვა და აღსაზრდელად მისცა მიწისქვეშა სამყაროს მფლობელ — [[პერსეფონე]]ს. როდესაც ვაჟი გაიზარდა, პერსეფონეს ისე მოეწონა იგი, რომ აფროდიტეს უარი განუცხადა მის უკან დაბრუნებაზე. ღმერთქალთა დავა დიდხანს გრძელდებოდა და საქმე [[ზევსი|ზევსამდეც]] კი მივიდა. ზევსმა დაადგინა, რომ ადონისს წელიწადის ერთი მესამედი პერსეფონესთან უნდა გაეტარებინა, ერთი მესამედი - აფროდიტესთან, დანარჩენი დრო კი — თავის ნებაზე. ამის შემდეგ მალე ადონისი ნადირობისას დაგლიჯა გარეულმა ტახმა. მისი სისხლის წვეთებისგან ვარდები აღმოცენდნენო — გამოგვცემს ლეგენდა.