საფარის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 80:
 
===მიძინების ეკლესია===
'''მიძინების ერთნავიანი ეკლესია''' კომპლექსის ყველაზე ადრინდელი შენობაა, რომელიც X საუკუნით თარიღდება. მისი დაარსების შესახებ წერილობითი ცნობები არ შემოგვრჩენია და არც თვით ეკლესიაზეა რამე წარწერა.
კომპლექსის ყველაზე ადრინდელი შენობაა X საუკუნის მიძინების ერთნავიანი ეკლესია (ამ ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).
 
მიძინების ეკლესიის შიდა სივრცის განმასხვავებელი თავისებურებაა ე.წ. პატრონიკე, ე. ი. აივნისებრი სადგომი, რომელიც დასავლეთითაა მოწყობილი. პატრონიკე სვეტებზეა დაბჯენილი და დარბაზის მთელი სიგანე უჭირავს. იმავე მხარეს ეკლესიას მინაშენი აქვს კარიბჭესავით, მხოლოდ იგი კედლებითაა დახურული (ჩვეულებრივ კარიბჭეს ღია თაღები აქვს). ადრე კარიბჭეს სამხრეთიდან ქონდა შესასვლელი, იქ სადაც თაღოვანი სარკმელია. ეკლესიას აქვს მეორე კარიც, რომელიც მას წმ. საბას ტაძართან აკავშირებს.
 
მიძინების ეკლესიაში ყურადღებას იპყრობს მდიდარი ჩუქურთმები. მას მერე რაც რესტავრაცია ჩაუტარდა ტაძარს და მოიხსნა XIX საუკუნის რუსი ბერების მიერ კირით შელესილი კედლები, გამოჩნდა დამალული ფრესკები და ბევრი ჩუქურთმა. ტაძრის მოხატულობას XIV საუკუნის პირველ ნახევარს მიაკუთვნებენ. ამ ხანებში ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთეს და მთლიანად მოხატეს სამცხის ათაბაგის ბექას შვილების (სარგის, ყუარყუარესა და შალვა) ბრძანებით, რომლებიც აქვე კანკელის გვერდით არიან გამოსახულნი.
 
მიძინების ეკლესიის ერთერთ სამკაულს მისი კანკელი წარმოადგენდა (ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). იგი მწვანე ფერის, რბილი ჯიშის, ქვისგანაა გაკეთებული. მის მოაჯირზე საღვთო წერილის რამოდენიმე სურათია გამოქანდაკებული (ხარება, მირქმა, ელისაბედისა და მარიამის შეხვედრა და სხვა). რელიეფის შესრულება - ადამიანთა ფიგურები, მათი მოძრაობა და გამომეტყველება მოწმობს, XI საუკუნის ქვაზე კვეთის მაღალ დონეზე.
 
გარედან მიძინების ეკლესიას მარტივი სახე აქვს. შეიმჩნევა ორი სამშენებლო ფენა. ადრინდელი ფენა აღმოსავლეთ ფასადზე შეიმჩნევა, რომელზეც სუფთად გათლილი რუხი-მომწვანო ფერისა და წითელ-სოსან-ყავისფერი ქვები ურევია. აღმოსავლეთ კედელზე დარჩენილია ძველი კარნიზი და სარკმლის მორთულობა.
 
მეორე ფენა მკვეთრად განსხვავდება თავისი შეფერილობით და თარიღდება XIV საუკუნით (ბექას შვილების პერიოდი). მეორე ფენას მიეკუთვნება დასავლეთის სარკმლისა და ეკლესიის შესასვლელის მორთულობა. ჩუქურთმების სახეები და შესრულება წმ. საბას ჩუქურთმებს ენათესავება.
 
===წმ. საბას ტაძარი===