იოანეს სახარება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Fiqriasidamonize|Fiqriasidamonize]]|2=2014 წლის 3 მაისი}}
[[ფაილი:P52 recto.jpg|220px|მინიატიურა|[[პაპირუსი 52]] – ჩვენამდე მოღწეული ახალი აღთქმის უძველესი ხელნაწერი]]
'''იოანეს სახარება''' ([[ბერძნული|ბერძ.]] Κατὰ Ἰωάννην, Kata Iōannēn (სიტყვასიტყვით „იოანესგან“, „იოანეს თანახმად“), [[ლათინური|ლათ.]] Evangelium secundum Ioannem) — [[ახალი აღთქმა|ახალი აღთქმის]] მეოთხე წიგნი. ქრისტიანული ტრადიციის თანახმად ის დაიწერა [[იოანე მახარებელი|იოანე მახარებლის]], ქრისტეს საყვარელი მოწაფის მიერ, რომელიც მოგვიანებით იწოდებოდა იოანე ღვთისმეტყველად.
==ავტორობა და შექმნის დრო ==
თვით ტექსტში არის მინიშნება (იოანე.21:20—24)იმის შესახებ, რომ "20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია."
 
თუმცა მკვლევართა უმრავლესობის აზრით მოციქული იოანე არ ყოფილა მისი ავტორი. ამის შესახებ აზრთა ფართო სპექტრი არსებობს. ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით სახარების ავტორი გახლავთ არა [[იოანე მოციქული]] არამედ მისი მოწაფე პრესვიტერი იოანე იერუსალიმელი.
 
მეცნიერთა დიდი უმრავლესობა თხზულების შექმნის თარიღად ასახელებს ახ. წ. [[80]]—[[95]] ან [[90]]—[[110]] წლებს.
== შინაარსი ==
[[ფაილი:Иоанн Богослов Икона.JPG|220px|მინიატიურა|მარცხნივ|ანგელოზი ყურში ჩასძახის იოანე მახარებელს სახარებას. (რუსული ხატწერა)]]
იოანეს სახარება შინაარსით გამოირჩევა სხვა დანარჩენი სამი სახარებიდან. პირველი სამი [[სახარება]] ხშირად ერთმანეთს კვეთს და იმეორებს ერთმანეთის შინაარსს, ხოლო იოანეს სახარება განსხვავდება თავისი სტილითა და შინაარსით. გადმოცემის მიხედვით, მოწაფეებმა სთხოვეს იოანეს – აღეწერა ის მოვლენები, რაც არ შესულა წინა დანარჩენ სახარებებში და სწორედ ამ ჩანაწერებმა შეადგინა მეოთხე სახარება.