ბეშქენ I ჯაყელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ჯაყელი, ბეშქენ I ჯაყელი''', სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი XI საუკუნის შუა წლებში. წყაროებში მოხსენებული პირველი [[ჯაყელები | ჯაყელი]]. [[თუხარისი | თუხარისის]] (ციხე-ქალაქი ტაოში) ერისთავი, [[ჯაყის ციხე | ჯაყის]] (ციხე სამცხეში) მემამულე. სავარაუდოა, რომ მასვე ეკუთვნოდა სამცხის უძველესი ადმინისტრაციული ცენტრი - [[ოძრხე | ციხე-ქალაქი ოძრხე]].
 
ჯაყელმა [[ფარსმან თმოგველი | ფარსმან თმოგველთან]] ერთად მხარი დაუჭირა [[ლიპარიტ IV]] ბაღვაშს საქართველოს მეფის [[ბაგრატ IV | ბაგრატ IV-ის]] (1027-1072) წინააღმდეგ ბრძოლაში. სამცხის მეორე დიდმა ფეოდალმა [[სულა კალმახის ერისთავი | სულა კალმახის ერისთავმა]] კი (სამხრეთ საქართველოს სხვა ფეოდალებთან ერთად) მეფეს უერთგულა და შეპყრობილი ლიპარიტი მიჰგვარა. ჯილდოდ ბაგრატ IV-მ მას უწყალობა ოძრხე და [[ციხისჯვარი (ციხესიმაგრე)| ციხისჯვარი]]. ამის შემდეგ [[ციხისჯვარელები | ციხისჯვარელთა]] საგვარეულო ეცილება ჯაყელებს პირველობას სამცხეში. მიუხედავად ამისა, ჯაყელებმა, როგორც ჩანს, ამის შემდეგაც შეინარჩუნეს თავიანთი წარჩინებული მდგომარეობა და ჯაყის მფლობელობა XII საუკუნის 80-იან წლებამდე.
 
 
{{ქსე}}
{{DEFAULTSORT:ჯაყელი, ბეშქენ I}}
 
[[კატეგორია: ქართველები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეშქენ_I_ჯაყელი“-დან