პათოფიზიოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 18 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q1135939
clean up, replaced: ექსპერიმენტი → ცდა using AWB
ხაზი 1:
'''პათოფიზიოლოგია''' (''პათოლოგიური ფიზიოლოგია'') — [[მეცნიერება]], რომელიც შეისწავლის დაავადებული [[ორგანიზმი]]ს ცხოველმოქმედებას, მასში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს, ავადმყოფობის აღმოცენების, მიმდინარეობის, გამოსავლის მექანიზმებს და ზოგად კანონზომიერებებს. პათოფიზიოლოგია ძირითადად ფუნქციაში მომხდარ ცვლილებებს შეისწავლის. პათოფიზიოლოგიას დაავადებული ორგანიზმის ფიზიოლოგიასაც უწოდებენ. ის მედიცინის ინტელექტუალური ბაზაა. მოიცავს [[ფილოსოფია|ფილოსოფიურ]] პრობლემებსაც. სწავლობს არა მარტო ავადმყოფობათა განვითარების მექანიზმებს, არამედ დამაზიანებელი ფაქტორებისაგან დაცვის მექანიზმებსაც.
 
პათოფიზიოლოგიის კვლევის ობიექტი პათოლოგიური პროცესი და დაავადებაა, მიზანი კი, მათი განვითარების ძირეული კანონზომიერებების დადგენით, მკურნალობისა და ლიკვიდაციის გზების შემუშავებაა. პათოფიზიოლოგია საშუალებას გვაძლევს [[მეცნიერება|მეცნიერულად]] მივუდგეთ დაავადებათა [[ეტიოლოგია|ეტიოლოგიისა]] და [[პათოგენეზი]]ს საფუძვლებს, ის ერთგვარი ხიდია თეორიულ და კლინიკურ მედიცინას შორის.
ხაზი 9:
* 3. კლინიკური პათოფიზიოლოგია.
 
პათოფიზიოლოგიის შესწავლის ერთ–ერთი ძირითადი მეთოდი არის ექსპერიმენტიცდა, რაც საექსპერიმენტო ცხოველებზე ავადმყოფობის მოდელირებას გულისხმობს. ავადმყოფობის განვითარების მექანიზმების ასახსნელად, გამოიყენება სამედიცინო და ბიოლოგიური კვლევის სხვა მეთოდებიც, თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების ფიზიკური და მათემატიკური მოდელირება. კლინიკური პათოფიზიოლოგია კი, ავადმყოფზე დაკვირვებითა და თანამედროვე კვლევების ჩატარების შედეგად მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა.
 
პათოფიზიოლოგიის ისტორია მე-XVI საუკუნიდან იღებს სათავეს და მე-XVIII საუკუნეში უკვე იხმარება ტერმინი „პათოლოგიური ფიზიოლოგია“. [[1996]] წლიდან კი მიღებულია ეწოდოს „პათოფიზიოლოგია“. [[1960|1960 წელს]] დაარსდა საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება. საქართველოში პათოფიზიოლოგიის ფუძემდებელია [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] საპატიო წევრი ვ.ვორონინი, ის [[1922]] წლიდან [[1955]] წლამდე ხელმძღვანელობდა პათოფიზიოლოგიის კათედრას (ამჯერად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტი), რომელიც 1920 წელს, თსუ–ის სამკურნალო ფაკულტეტზე დაარსდა.