უდაბნო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 31:
'''3. ნახევრად მშრალი''' (სემიარიდული) ტერიტორიები ანუ ნახევრადუდაბნოები. აქ ნალექების რაოდენობა შეადგენს 250-400 მმ-ს.
 
უდაბნოს მცენარეულობის სახეობრივი შემადგენლობა ძალზე თავისებულია. ხშირად უდაბნო წარმოადგენს ძველი სახეობათა წარმოქმნის ცენტრს, სადაც თავმოყრილია კაინოზოურის წინა ენდემები: ნიტრარია, პოტანინია, ემოდენდრონი (ცენტრალური აზია), ველვიჩია, აკანთოსიციოსი (სამხრეთ ამერიკა), ოპუნცია, ცერეუსი (ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკა).ზომიერი სარტყლების შიგა კონტინენტური უდაბნოებისათვის დამახასიათებელია სკლეროფილური ტიპის მცენარეული სახეობები, მათ შორის უფოთლო ბუჩქნარი და ნახევრად ბუჩქნარი ([[საქსაული]], [[ჯუზღუნი]], [[ეფედრა]], [[მლაშობურა]], [[აბზინდა]] და სხვა), ბალახეული მცენარეულობიდან — [[ეფემერები]] და [[ეფემეროიდები]].
 
აფრიკისა და არაბეთის სუბტროპიკული და ტროპიკული შიგაკონტინენტურ უდაბნოებში ჭარბობს ქსეროფილური ბუჩქნარი და მრავალწლიანი ბალახეული, ხარობს სუკულენტები. ზომიერი სარტყლის უდაბნოებთან შედარებით სუბტროპიკული და ტროპიკული უდაბნოს მცენარეულობა უფრო მეჩხერია. განსაკუთრებით ღარიბია ქვიშიან-კენჭნარი უდაბნოს მცენარეულობა. ქვიშიან ბარხანებზე და მარილის ქერქით დაფარულეუბნებში მცენარეულობა არ ხარობს. მცენარეულობით მდიდარია ჩრდილოეთი ამერიკისა და ავსტრალიის სუბტროპიკული უდაბნოები. ისინი ახლოს დგას შუა აზიის უდაბნოებთან. ავსტარლიის ქვიშიანი უდაბნოების ედიფიკატორებია ხეშეში ქსეროფილური მარცვლოვნები — სპინიფექსი და კროტალარია. აქვე ქვიშიან სერებს შორის ხარობს დაბალტანიანი აკაცია და [[ევკალიპტი]]. სუბტროპიკული და ტროპიკული ოკეანისპირა უდაბნოებში (დასავლეთი საჰარა, ნამიბი, [[ატაკამა]], კალიფორნია, მექსიკა) გაბატონებულია სუკულენტური მცენარეულობა.
 
ზომიერი, სუბტროპიკული და ტროპიკული სარტყლები უდაბნოს მლაშობებში არის ჰალოფილური და სუკულენტური ბუჩქნარი და ნახევრად ბუჩქნარი ([[ტამარიქსი]], [[ნიტრარია]] და სხვა) და ერთწლიანი მლაშობურები. უდაბნოს ძირითადი მცენარეულობისაგან დიდან განსხვავდება ოაზისების, დიდ მდინარეთა ხეობებისა და დელტების ფიტოცენოზები. აზიის უდაბნოიან ზომიერი სარტყლის ხეობებისათვის დამახასიათებელია ფოთოლმცვივანი ხეების რაყები ([[ალვის ხე]], [[ტირიფი]] და სხვა), [[სუბტროპიკული სარტყლები|სუბტროპიკული]] და [[ტროპიკული სარტყლები|ტროპიკული]] სარტყლების ხეობებისათვის — [[პალმები]] და [[ოლეანდრე|ოლეანდრები]].
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.ucmp.berkeley.edu/glossary/gloss5/biome/deserts.html The Desert Biome University of California Museum of Paleontology]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უდაბნო“-დან