შავი ხვრელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: fr:Trou noir is a former featured article; cosmetic changes
ხაზი 1:
[[ფაილი:Black Hole Milkyway.jpg|thumb|350px|შავი ხვრელის მხატვრული წარმოსახვა]]
'''შავი ხვრელი''' — არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური [[ვარსკვლავი]] ამოწურავს მთელ თავის [[ენერგია|ენერგიას]] და კვდომას იწყებს.
 
ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი [[გრავიტაცია]] იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას — [[სინათლე|სინათლის]] ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.
ხაზი 7:
 
== ჰიპოთეზის წარმოშობა ==
პირველად ამგვარი ობიექტების არსებობა იწინასწარმეტყველა ფრანგმა მეცნიერმა (მათემატიკოსმა) [[ლაპლასი, პიერ|პიერ ლაპლასმა]] [[1796]] წელს. მან აღნიშნა, რომ [[ნიუტონი, ისააკ|ნიუტონის]] [[მსოფლიო მიზიდულობის კანონი|მსოფლიო მიზიდულობის კანონის]] შესაბამისად, [[ციური სხეული]] საკმარისად ძლიერი მიზიდულობის ძალით არ მისცემდა საშუალებას არაფერს, სინათლესაც კი, რომ მას გასხლტომოდა, ამიტომაც ის უნდა გამხდარიყო აბსოლუტურად უხილავი, ანუ „შავი ხვრელი“.
 
[[1939]] წელს მეცნიერთა ჯგუფმა [[ოპენჰაიმერი, რობერტ|რობერტ ოპენჰაიმერის]] (იგი შემდგომში ატომური ბომბის მამა გახდა) მეთაურობით დაამტკიცა, რომ ანალოგიური დასკვნა შეგვეძლო გამოგვეტანა [[აინშტაინი, ალბერტ|ა. აინშტაინის]] [[ფარდობითობის თეორია|ფარდობითობის თეორიიდანაც]].
ხაზი 14:
== დაკვირვებები ==
[[ფაილი:Accretion disk.jpg|thumb|left|230px|შავი ხვრელის მიერ ვარლსკვლავის შთანთქმის მხატვრული წარმოდგენა]]
[[XX]] საუკუნის შუა ხანებამდე თვლიდნენ, რომ რადგანაც „შავი ხვრელები“ უხილავი იყო, მათი აღმოჩენა შეუძლებელი იყო, მაგრამ [[1968]] წელს რადიოასტრონომებმა [[კემბრიჯი|კემბრიჯიდან]]დან აღმოაჩინეს [[ნეიტრონული ვარსკვლავი|ნეიტრონული ვარსკვლავები]], რომლებიც წარმოადგენდნენ ციურ სხეულებს [[მატერია|მატერიის]] ისეთი დიდი კონცენტრაციით, რომ ასეთი ვარსკვლავის ნივთიერების ლობიოს მარცვლისხელა ნატეხის წონა 1 მლნ ტონას მიაღწევდა. არსებობს მოსაზრება, რომ „შავი ხვრელებიც“ და ნეიტრონული ვარსკვლავებიც ერთნაირი გზით წარმოიქმნენ — დიდი ვარსკვლავების სიკვდილის შედეგად.
 
ვარსკვლავებს, ადამიანების მსგავსად, აქვს საკუთარი [[სიცოცხლე|სიცოცხლის]] ციკლი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მნათობი, რომელიც ჩვენს [[მზე|მზეს]] მასით ათეულობით და ზოგჯერ ასეულობითაც კი აჭარბებს (მზის მასა კი [[დედამიწა|დედამიწისაზე]] 333 ათასჯერ დიდია), თავისი არსებობის ბოლო სტადიაში, მანამ, სანამ ის საბოლოოდ ჩაქრება, მოკლე დროით გადაიქცევა ზეახალ ვარსკვლავად: ის ფეთქდება და გარშემო ყრის სხვადასხვა ნივთიერებათა ნატეხებს. ერთი დღის განმავლობაში [[ზეახალი ვარსკვლავი]] გამოასხივებს იმდენ ენერგიას, რამდენსაც გამოასხივებდა მზე 1 მლრდ წლის განმავლობაში, ხოლო მისი გარსის ნივთიერება სივრცეში უზარმაზარი სიჩქარით — 10 000 კმ/წმ განიბნევა. ის, რაც აფეთქების შემდეგ რჩება, შეიძლება შეიკუმშოს თავისივე მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით და გარდაიქმნეს ნეიტრონულ ვარსკვლავად. მაგრამ თუ აფეთქების ნარჩენი საკმაოდ დიდია, და როგორც მინიმუმი სამჯერ აღემატება ჩვენი მზის მასას, მაშინ შეკუმშვა შეიძლება იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ ყოფილი ვარსკვლავი „შავ ხვრელად“ გადაიქცეს.
 
 
მეცნიერთა მოსაზრებით მხოლოდ ჩვენს [[გალაქტიკა|გალაქტიკაში]]ში 100 მლნ-ზე მეტი შავი ხვრელია და თითოეული მათგანი შორეულ წარსულში აფეთქებული გიგანტური ვარსკვლავის ნარჩენს წარმოადგენს. ამ „შავი ხვრელების“ მასა კოლოსალური, მზისაზე ბევრჯერ დიდი უნდა იყოს, რადგან ის ისრუტავს ყველაფერს, რაც კი მის გვერდით მოხვდება — ვარსკვლავთშორის აირებსაც და ნებისმიერ სხვა კოსმიურ ნივთიერებასა თუ სხეულს.
 
[[ასტრონომია|ასტრონომები]] თვლიან, რომ სამყაროს მასის უმეტესი ნაწილი სწორედ „შავ ხვრელებში“ იმალება. მათ არსებობას მხოლოდ რენტგენული გამოსხივება ადასტურებს, რომლებიც კოსმოსის ზოგიერთ ადგილებში შეინიშნება, იქ, სადაც არც ოპტიკური და არც რადიოტელესკოპით არაფრის დანახვა არ შეიძლება.
ხაზი 29:
ტელესკოპის სპექტროგრაფმა გაზომა მორევის ტრიალის სიჩქარე. ის განმაცვიფრებელი იყო — 1 920 000 კმ/სთ. ამ მონაცემის მიხედვით ასტრონომებმა თავისუფლად გამოთვალეს შავი ხვრელის მიზიდულობის ძალაც და მასაც. აღმოჩნდა, რომ მისი მასა უდრიდა 3 მილიარდ ერთად აღებული მზის მასას!
 
ტელესკოპ „ჰაბლისა“ და სხვა ორი ძლიერი ტელესკოპის ([[ჰავაი|ჰავაის კუნძულებზე]]) დახმარებით მოხდა შემდეგი აღმოჩენები: ყველა გალაქტიკას, მათ შორის ჩვენს „[[ირმის ნახტომი|ირმის ნახტომსაცნახტომსაც“]], აქვს თავისი შავი ხვრელი. იგი მის ცენტრში მდებარეობს და მისი მასა თვით გალაქტიკის მასის პროპორციულია.
 
ამათ გარდა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს მკაფიო საზღვარი, რომელიც გარშემო აკრავს შავ ხვრელს. სივრცეში მფრინავი სხეული შეიძლება მოხვდეს ამ საზღვარს მიღმა, ასეთ შემთხვევაში მას უკან ვერავინ და ვერაფერი დააბრუნებს — იგი საბოლოოდ შავი ხვრელის მსხვერპლი გახდება. ამ საზღვარს „მოვლენების ჰორიზონტს“ უწოდებენ, ალბათ იმიტომ, რომ მის, ისევე როგორც ნამდვილი ჰორიზონტის მიღმა არანაირი მოვლენის დაფიქსირება არ შეიძლება.
ხაზი 50:
{{Link FA|bg}}
{{Link FA|eu}}
{{Link FA|fr}}
{{Link FA|he}}
{{Link FA|frml}}
{{Link FA|sk}}
{{Link FA|tr}}
{{Link FA|vi}}
{{Link FA|ml}}
{{Link GA|en}}
{{Link GA|ar}}
{{Link FAGA|mlen}}
{{Link GA|lv}}
{{Link GA|sv}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შავი_ხვრელი“-დან