აფხაზეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 10 interwiki links, now provided by Wikidata on d:q1760473 (translate me)
ხაზი 26:
 
== ოსმალეთის გავლენა ==
XVI საუკუნეში აფხაზეთი, ისე როგორც მთელი დასავლეთ საქართველო ოსმალეთის გავლენა-ბატონობის სფეროში მოექცა და ხარკს უხდიდა მას. ოსმალეთი მოსახლეობას სრულ დამორჩილებასა და ასიმილაციას ისახავდა მიზნად. თანდათანობით ვრცელდებოდა [[ისლამი]]. თურქი დამპყრობლების და ადგილობრივი ფეოდალების გარკვეული ნაწილის წყალობით აფხაზეთის სამთავროში გავრცელდა „ტყვის„[[ტყვის სყიდვა“სყიდვა]]“, დიდძალი აფხაზი ჭაბუკი და ქალწული იყიდებოდა [[სკურჩა|სკურჩასა]] და [[სოხუმი|სოხუმში]].
 
აფხაზი ხალხი აქტიურად იბრძოდა დამპყრობლების წინააღმდეგ. 1725 და 1728 აჯანყებულმა აფხაზებმა ალყა შემოარტყეს ფაშის რეზიდენციას, სოხუმის ციხეს. 1733 ოსმალეთის მრავალრიცხოვანმა ჯარმა გააპარტახა სამეგრელოსა და აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამან გამოიწვია საყოველთაო აჯანყება. აფხაზებმა დაამარცხეს ოსმალეთის ჯარი და განდევნეს ქვეყნის უდიდესი ნაწილიდან. მტრის ხელთ დარჩა მხოლოდ რამდენიმე ზღვისპირა ციხესიმაგრე. ფეოდალური დაქიცმაცებულობის მიუხედავად, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ერთიანი ძალით იბრძოდა თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ. აფხაზები მონაწილეობდნენ [[ხრესილის ბრძოლა|ხრესილის ბრძოლაში]] (1757), სადაც დასავლეთ საქართველოს გაერთიანებულმა ლაშქარმა იმერეთის მეფის სოლომონ I-ის მეთაურობით დაამარცა თურქთა რჩეული ჯარი. 1770 აფხაზთა რაზმი რუსებსა და ქართველებთან ერთად იბრძოდა თურქების წინააღმდეგ ქ. [[ფოთი|ფოთთან]]. 1771 აჯანყებულმა აფხაზებმა აიღეს სოხუმის ციხე-სიმაგრე, მაგრამ აჯანყებულთა შორის განხეთქილების შედეგად ვერ შესძლეს მისი შენარჩუნება. აფხაზეთის განთავისუფლება ოსმალეთის ბატონობისაგან შესაძლებელი გახდა რუსეთთან შეერთების (1810) შემდეგ.