ვახტანგ VI: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.134.187.222-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Fiqriasidamonize-ის მიერ რედაქტირებული ვ...
ხაზი 30:
 
'''ვახტანგ VI''' (დ. [[15 სექტემბერი]], [[1675]] ― გ. [[26 მარტი]]. [[1737]], [[ასტრახანი]]), ქართლის გამგებელი ([[ჯანიშინი]]) [[1703]]-[[1714]], მეფე [[1716]]-[[1724]]. [[გიორგი XI|გიორგი XI-ის]] ძმის [[ლევან ბატონიშვილი|ლევანის]] ძე. დედა–თუთა, [[ქაიხოსრო გურიელი|ქაიხოსრო გურიელის]] ასული. [[ორბელიანი, სულხან-საბა|სულხან-საბა ორბელიანის]] აღზრდილი.ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. [[ორბელიანი, სულხან-საბა|სულხან-საბა ორბელიანისა]] და [[ანტონ I|ანტონ კათოლიკოსის]] გვერდზე ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად.
კეთილი იყო
==ადრეული წლები==
ვახტანგი სამი წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა და [[1680]] წლიდან დედინაცვალი, [[თინათინ ავალიშვილი]] ზრდიდა. სწავლა–განათლება და სამხედრო წვრთნა ვახტანგმა ბიძის, გიორგი XI–ის კარზე მიიღო. იმ დროს მიღებული წესის მიხედვით, ვახტანგს, როგორც ბატონიშვილს, ასწავლიდნენ სასულიერო და საერო ლიტერატურას, ისტორიას და სამხედრო ხელოვნებას. ვახტანგი დაახლოებული იყო აგრეთვე თავის უფროს ბიძასთან – [[არჩილ II]]–სთან.
13 წლის ვახტანგი აქტიურად ჩაება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი გამოდის გიორგი XI–ის მომხრედ და იბრძვის ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ.
[[1691]] წელს გიორგი XI-მ დაიწყო ბრძოლა ქართლში გასამეფებლად. ბრძოლა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვახტანგი აქაც მონაწილეობდა საბრძოლო შეტაკებებში.
[[1692]] წელს თბილისის მისადგომებთან ვახტანგი მონაწილეობდა ირანელთა გარნიზონის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. იგი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მოწინააღმდეგის ნასროლი ისარი ვახტანგს [[ხოხონა ხერხეულიძე|ხოხონა ხერხეულიძის]] მარჯვედ ნახმარმა ფარმა ააცდინა.
[[1695]] წელს ვახტანგმა იქორწინა [[ჩერქეზეთი]]ს ბატონის ასულ [[რუსუდან დედოფალი|რუსუდანზე]]. ეს ნაბიჯი ჩერქეზეთთან კავშირის განმტკიცებას ისახავდა მიზნად. მოკრძალებული ქორწილი [[ხარაგაული|ხარაგოულში]] გადაიხადეს.
[[1703]] ირანის შაჰმა მეფობა გიორგი XI-ს დაუბრუნა, მაგრამ იგი ირანში დატოვა, ხოლო ქართლში ჯანიშინად (მოადგილედ) მისი ძმისწული ვახტანგი დანიშნა.
 
==ვახტანგის მოღვაწეობა ქართლის აღორძინებისთვის==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვახტანგ_VI“-დან