დალას მავერიქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც (3) using AWB
clean up, replaced: ჯეიმს → ჯეიმზ (2) using AWB
ხაზი 35:
== ჯეისონ კიდის ერა: 1994-96 ==
 
[[ჯეისონ კიდი]]ს დამატებამ დალას მავერიკსს ახალი სული შთაბერა 1994-95 წლების სეზონში. კიდი თავისი ახალწვეულობის სეზონში საშუალოდ 11.7 ქულას, 5.4 მოხსნას და 7.7 პასს აგროვებდა და ლიგის ლიდერიც კი იყო სამმაგ დუბლებში. როი ტარპლს 3 წლიანი პაუზის შემდეგ ნება დართეს დაბრუნებულიყო ლიგაში, ის გუნდს 12.6 ქულით და 8.2 მოხსნით ეხმარებბოდა ყოველ თამაშში. ჯიმ ჯექსონისა და ჯამალ მაშბურნის ტანდემი იყო ლიგის ყველაზე მაღალშედეგიანი მოთამაშეების წყვილი. მაშბურნის და ჯექსონის წყვილი საშუალოდ 50 ქულას აგროვებდა იმ სეზონში: მაშბურნი საშუალოდ 24.1 ქულას (მეხუთე ადგილი NBA-ში), ჯექსონი საშუალოდ 25.7 ქულას, თუმცა თებერვალში კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც რეგულარული სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა. მეორე წლიან ფორვარდს, პოპეიე ჯონსსაც ასევე შესანიშნავი წელი ჰქონდა, ის თავისი საშუალოდ 10.6 მოხსნით ლიდერობდა მთელ NBA-ში შეტევაში მოხსნების რაოდენობით.
 
მავერიკსის გაუმჯობესება დრამატული იყო. მათ ანგარიშზე 36 მოგება და 46 წაგება იყო. ისინი მხოლოდ 5 თამაშით ჩამორჩებოდნენ [[დენვერ ნაგეტსი|დენვერ ნაგეტსს]] ბოლო, მერვე ადგილისა და პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად. ეს იყო საუკეთესო გაუმჯობესება 1 წლის განმავლობაში. ბევრი მოელოდა, რომ დალასის წინსვლა მომდევნო წელსაც გაგრძელდებოდა ამ ფრენჩაიზის პირველი ტრიუმფით პლეი ოფში. თუმცა, მიუხედავად 1995-96 წლის სეზონის ზედიზედ 4 მოგებით დაწყებისა, ამ სეზონმა ყოველ მხრივ გააცრუა იმედები, რომლებსაც დალას მავერიქსზე ამყარებდნენ. მეორედ თავისი კარიერის მანძილზე, როი ტარპლიმ დაარღვია ანტი-ნარკოტიკული პოლიტიკა, რის გამოც მიიღო სამუდამო ბანი და აღარასოდეს უთამაშია NBA-ში. ჯამალ მაშბურნს კი მხოლოდ 18 თამაშის ჩატარების შემდებ მოუწია სეზონის ნაადრევად დამთავრება, რადგანაც მარჯვენა მუხლის ტრავმა საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას.
ხაზი 75:
დალასმა პირველი 2 თამაში საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად მოიგო. თუმცა, პორტლენდის „როუზ გარდენში“ სტუმრობისთანავე მავერიკსის პრობლემებიც დაიწყო. მესამე თამაშში მავერიკსი დამარცხდა, მეოთხე თამაშში კი დალასელებმა ბოლო მეოთხედში 23 ქულიანი უპირატესობა გაანიავეს და უფლება მისცეს პორტლენდელებს გაეთანაბრებინათ სერიაში ანგარიში. ვრცელდებოდა ხმები, რომ დალასელებმა კიდევ ერთი ბრწყინვალე რეგულარული სეზონი ჩაატარეს ტყუილად. მავერიკსმა ამ ვარაუდებს უპასუხა და მომდევნო 2 თამაშში გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც 4-2 დაამარცხა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი. [[დასავლეთი კონფერენცია (NBA)|დასავლეთ კონფერენციის]] ნახევარფინალში დალასი დაუპირისპირდა წინა 2 სეზონის ჩემპიონ [[ლოს ანჯელეს ლეიკერსი|ლოს ანჯელეს ლეიკერსს]]. ამ სერიაში პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კობი ბრაიანტი და დირკ ნოვიცკი, ამ ორი ბრწყინვალე კალათბურთელის დაპირისპირება მოიაზრებოდა, როგორც ყველაზე კონკურენტუნარიანი ბრძოლა, თუმცა საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა. დალასელებმა შოკში ჩააგდეს მთელი NBA, როდესაც მოიგეს პირველი 2 თამაში [[ლოს ანჯელესი|ლოს ანჯელესში]] და დაწინაურდნენ სერიაში ანგარიშით 0-2. შემდეგ, საკუთარ მოედანზე დაბრუნებულმა მავერიკსმა, მესამე თამაშში გამარჯვება მოიპოვა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 98-92, დირკ ნოვიცკი ლიდერობდა გუნდს თავისი 32 ქულით. მეოთხე თამაშში კი დალასელებმა საბოლოოდ დასვეს ძახილის ნიშანი, მათ დაამარცხეს [[ლოს ანჯელეს ლეიკერსი]] ანგარიშით 122-86. იმ თამაშში ჯეისონ ტერიმ დაამყარა პლეი ოფის რეკორდი- 10-დან 9 ჩაგდებული სამქულიანი. [[დასავლეთი კონფერენცია (NBA)|დასავლეთ კონფერენციის]] ფინალში მავერიკსი დაუპირისპირდა ახლად გამოჩენილ ძალას - [[ოკლაჰომა-სიტი თანდერი|ოკლაჰომა სითი თანდერს]]. პირველ თამაშში [[დირკ ნოვიცკი]] კვლავ ბრწყინვალე იყო, თავისი 45 ქულით, მავერიკსმა მოიგო პირველი თამაში ანგარიშით 121-112. მეორე თამაშში ოკლაჰომამ საპასუხო გამარჯვება მოიპოვა, 106-100. ამის შემდეგ, დალასელებმა მოიგეს მომდევნო 3 თამაში, მათ შორის მეოთხე მატჩი, სადაც 15 ქულიანი ჩამორჩენიდან ქამბექი განახორციელეს. საბოლოოდ, დალას მავერიკსმა 5 მატჩში დაამარცხა [[ოკლაჰომა-სიტი თანდერი|ოკლაჰომა სითი თანდერი]] და მეორედ ისტორიაში გავიდა სუპერფინალში, სადაც დაუპირისპირდა [[მაიამი ჰიტი|მაიამი ჰიტს]], გუნდს, რომელმაც 2006 წლის სუპერფინალში ტიტული წაართვა დალასელებს.
 
2010-11 წლების სუპერფინალში დალას მავერიკსი მოიაზრებოდა აუთსაიდერად, მაიამის „დიდი სამეულის“ სიძლიერიდან გამომდინარე. [[ლებრონ ჯეიმსიჯეიმზი]], [[დუეინ უეიდი]] და [[კრის ბოში]] მთელი სეზონის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. პირველი თამაშის წაგების შემდეგ მაიამიში, ანგარიშით 92-84, დალასელებს სჭირდებოდათ უფრო მეტი შემტევი ძალა, ვიდრე მხოლოდ დირკ ნოვიცკი. მეორე თამაშის ბოლო მეოთხედში მავერიკსი მარცხდებოდა 88-73. დალასელებს აუცილებლად ესაჭიროებოდათ 0-2 მარცხის არიდება სერიაში. ბევრისთვის გასაკვირად, ბოლო წუთებში მავერიკსმა განახორციელა 22-5 გაქცევა და გააოცა მაიამელები თავიანთი გამარჯვებით მეორე თამაშში. სერიაში ანგარიში გათანაბრდა: 1-1. ამის შემდეგ, სერიამ ტეხასში გადაინაცვლა. მავერიკსი დამარცხდა მესამე თამაშში ანგარიშით 88-85. დირკ ნოვიცკიმ პოტენციური ანგარიშის განმათანაბრებელი სროლა გააფუჭა. დალასმა კვლავ გამოაჩინა საკუთარი ძალა და იმარჯვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მეოთხე მატჩში, დირკ ნოვიცკი კვლავ წამყვანი ფიგურა იყო ამ გამარჯვებაში, მან რამდენიმე უმნიშვნელობანესი ბურთი ჩააგდო და კვლავ გათანაბრდა ანგარიში სერიაში: 2-2. მეხუთე თამაში უფრო შეტევით ხასიათს ატარებდა, ორივე გუნდმა, პირველად სერიაში, გადააჭარბა 100 ქულიან ზღვარს. ჯეისონ ტერი და ჯეისონ კიდი გამოირჩეოდნენ თავიანთი შორეული სროლებით და მავერიკსმა დაამარცხა მაიამი ჰიტი ანგარიშით 112-103. დალასელებს 1 მოგება აშორებდათ თავიანთ პირველ ტიტულთან. 3 დღის შემდეგ, დალას მავერიკსმა გაიფორმა პირველი ტიტული არსებობის მანძილზე. მათ მეექვსე თამაშში დაამარცხეს [[მაიამი ჰიტი|მაიამელები]] ანგარიშით 105-95. სრულად საპირისპიროდ იმისა, რაც მოხდა 2006 წლის სუპერფინალში. ნოვიცკიმ თავისი 21 ქულიდან 18 დააგროვა მეორე ტაიმში, ჯეისონ ტერიმ კი სკამიდან 27 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს. ნოვიცკი ისე ემოციური იყო ამ გამარჯვების შემდეგ, რომ გასახდელიდან ვერ გამოიყვანეს, სანამ დაჯილდოების ცერემონიალი არ დაიწყო. დირკ ნოვიცკი გახდა სუპერ ფინალის [[ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო|MVP]], თავისი საშუალო 26 ქულით სერიის მანძილზე. ამით წერტილი დაესვა დალასელთა ამაო შრომას. პირველად არსებობის მანძილზე, დალას მავერიკსმა მოიპოვა NBA-ს ჩემპიონის ტიტული.
 
== NBA ყველა ვარსკვლავის მოთამაშეები ==
ხაზი 81:
*[[მარკ აგუირე]] – 1984, 1987, 1988
*[[როლანდო ბლექმენი]] – 1985, 1986, 1987, 1990
*[[James Donaldson (basketball)|ჯეიმსჯეიმზ დონალდსონი]] – 1988
*[[ჯეისონ კიდი]] – 1996, 2010
*[[კრის გათლინგი]] – 1997