აიონ-ოროსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის af:Berg Athos; cosmetic changes
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 17:
[[ფაილი:Mont Athos 3D version 1.gif|300 პქ|მარჯვნივ|მინი|ათონის მთის სამ განზომილებიანი ანალოგი]]
 
'''აიონ-ოროსი''' ([[ბერძნ.]] Hagiom Oros, ახალი ბერძნ. ajon Oros — წმინდა მთა), იგივე '''ათონი''' — [[ნახევარკუნძული]] აღმოსავლეთ [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[ქალკედონის ნახევარკუნძული]]ს აღმოსავლეთი შვერილი. შეჭრილია [[ეგეოსის ზღვა]]ში. სიგრძე 50 კმ, სიგანე 10 კმ. მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია მთა [[ათონი]] (2033 მ). აიონ-ოროსი კრისტალური ფიქლებით აგებული ჰორსტია. შემოსილია მაქვისით, ფიჭვის, მუხისა და წიფლის ტყეებით. ნახევარკუნძულის ძველი სახელმწიფო იყო [[აქტე]]. [[ძვ. წ. 480]] საბერძნეთის წინააღმდეგ გამოლაშქრებამდე [[ქსერქსე]]ს აქტეს ყელზე გაუჭრია არხი, რომლის კვალი დღემდეა შემორჩენილი. VII—VIII საუკუნეებში აქ იწყება განდეგილების, შემდეგ მონაზონთა დამკვიდრება და სამონასტრო მშენებლობა.
 
VIII საუკუნის ბოლოს, ქართველ მონაზვნებს აქ მცირე სავანე, „ათო“ დაუფუძნებიათ. შემდეგ [[არაბები|არაბთა]] თავდასხმების შედეგად, აიონ-ოროსი რამდენჯერმერამდენიმეჯერ გაუკაცრიელებულა. პირველი დიდი მონასტერი — „დიდი ლავრა“ აქ [[963]] წელს ააგო [[ათანასე ათონელი|ათანასე ათონელმა]]. ათანასე ათონელის წინამძღვრობის დროსვე დაარსდა მონასტერი ვატოპედი და [[ათონის ივერთა მონასტერი]]. [[ბერძნები]]სა და [[ქართველები]]ს გარდა, აქ მონასტრები ააშენეს [[სერბები|სერბებმა]] (ხილანდარი), [[ბულგარელები|ბულგარელებმა]] (ზოგრაფუ), [[რუსები|რუსებმა]] (როსიკონი) და სხვა; XV საუკუნეში აიონ-ოროსზე 30 მონასტერი და 30 ათასამდე მონაზონი იყო, [[1961]] წელს კი 20 მონასტერი და 12 სოფელი (2687 მცხ.).
 
[[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] დაცემის ხანაში, კერძოდ, [[თესალონიკე]]ს დაცემის შემდეგ, (1430) აიონ-ოროსი [[ოსმალები|ოსმალებმა]] დაიპყრეს და ყოველწლიური გადასახადის პირობით მონასტრეს მმართველობის და კულტის თავისუფლება მიანიჭეს. [[I მსოფლიო ომი]]ს შემდეგ, აიონ-ოროსი საბერძნეთის შემადგენლობაში (თესალონიკეს ნომი) შევიდა. აიონ-ოროსის მონასტრებზე უმაღლესი იურისდიქციის უფლება [[კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია|კონსტანტინოპოლის პატრიარქის]] ხელთ არის, ხოლო მონასტრებს მართავს მათივე 20 წარმომადგენლისაგან შემდგარი საბჭო. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მორიგეობით არჩეულ საბჭოს 4 წევრს და კრების თავმჯდომარეს — პროტოსს, რომლის ადგილსამყოფელია [[კარიასი]] (X საუკუნიდან).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აიონ-ოროსი“-დან