მ
clean up, replaced: კონცეფტუალური → კონცეპტუალური using AWB
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ Bot: 56 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q482994 |
მ clean up, replaced: კონცეფტუალური → კონცეპტუალური using AWB |
||
ხაზი 3:
'''ალბომი''' ან '''მუსიკალური ალბომი''' არის მუსიკალური ჩანაწერების კრებული, რომელიც ატარებს კომპაქტ-დისკის, გრამრფირფიტის, აუდიო კასეტის ან სხვა ხმოვანი მატარებლის სახეს. მუსიკალური ალბომები კომერციულად ან უფასოდ ვრცელდება მუსიკოსების მიერ, მაღაზიების, კონცერტების ან ვებ-გვერდების მეშვეობით.
ხშირად სიმღერები ან ინსტრუმენტული კომპოზიციები მუსიკალურ ალბომზე ერთმანეთს უკავშირდება ტექსტების თემებით, განწყობით ან ჟღერადობით.
ხშირად ალბომი მეორედ გამოიცემა, გარკვეული პერიოდის შემდეგ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს [[1960]]-იან წლებში გამოსული მუსიკალური ალბომი, რომელზეც ათწლეულების შემდეგ კვლავ იმუშავეს ხმის ინჟინრებმა, გააუმჯობესეს მისი ჟღერადობა და გამოსცეს ასეთი სახით. ხშირად ახალ გამოცემებს ემატება დამატებითი კომპოზიციები, რომლებიც ჩაიწერა იმავე პერიოდში, რაც კონკრეტული ალბომი, მაგრამ არ იქნა შეტანილი ორიგინალურ გამოცემაში.
დღესდღეობით, კომპაქტ დისკებისა და ციფრული მუსიკის პოპულარობის გამო, აუდიო კასეტების პოპულარობამ საგრძნობლად იკლო, მაგრამ ბევრი მუსიკოსი კვლავ უშვებს საკუთარ ალბომებს გრამფირფიტის ფორმატში. ხშირად ეს აიხსნება ასეთი ჩანაწერის უბადლო ჟღერადობით, რასაც მუსიკის ბევრი მოყვარული ადასტურებს. ამასთან, ციფრული მუსიკის გაბატონების ეპოქაში მუსიკის მოყვარულებს ახალი გატაცება გაუჩნდა - გრამფირფიტებიდან მაქსიმალურად მაღალი ხარისხით ამა თუ იმ მუსიკალური მასალის ციფრულ ფორმატში გადაყვანა.
== იხილეთ აგრეთვე ==
ხაზი 22:
[[კატეგორია:მუსიკა]]
{{Link FA|sh}}
|