მონღოლთა ბატონობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14:
 
==მონღოლთა უღლისაგან გათავისუფლება==
[[1297]] წელს [[აღმოსავლეთ საქართველო]]ში კვლავ იფეთქა მძლავრმა ანტიმონღოლურმა აჯანყებამ [[დავით VIII|დავით დემეტრეს ძის]] მეთაურობით. აჯანყება უზარმაზარ ტერიტორიას მოედო და დიდხანს გაგრძელდა. მონღოლებმა არაერთხელ გამოგზავნეს მის ჩასახშობად ლაშქარი, რომლის თარეშმაც ძლიერ დააზიანა ქვეყანა. [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] მეორე ათეულში, როცა ილხანთა ტახტზე მცირეწლოვანი [[აბუ საიდი]] იჯდა, [[გიორგი V ბრწყინვალე|გიორგი V-მ]] ენერგიული მოქმედებით თანდათან დაიმორჩილა მთავრები და ერისთავები, [[1328]] წელს მან ისარგებლა ილხანთა კარზე ამტყდარი არეულობით, მონღოლთა ლაშქარი საქართველოდან განდევნა და ხარკის მიცემა შეუწყვიტა, რომლის რაოდენობა ყაზან-ყაენის დროიდან 120 თუმანსა და 2 ათას დინარს შეადგენდა. ამიერიდან ქვეყანა ფაქტობრივად გათავისუფლდა მონღოლთა ბატონობისაგან, თუმცა ფორმალურად ის კვლავ ილხანთა ვასალად ითვლებოდა.
 
==შედეგები==