ტყე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: tt:Урман is a good article
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Swedish Pine Forest.jpg|thumb|260px|right|ფიჭვის ტყე [[შვეცია|შვედეთში]]]]
'''ტყე''' — [[გეოგრაფია|გეოგრაფიული]] [[ლანდშაფტი]]ს ნაწილი, იმ [[ხე]]ების, [[ბუჩქი|ბუჩქებისა]] და [[ბალახი|ბალახების]], აგრეთვე - [[ცხოველები]]სა და [[მიკროორგანიზმები]]ს ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან [[ბიოლოგია|ბიოლოგიურად]] და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.
 
 
ტყის სახეობრივი შემადგენლობის, ძირითადი მცენარეების ბიოლოგიური თავისებურებების, მათი ხნოვანებისა და გარკვეული ფიზიკური-გეოგრაფიული პირობების მიხედვით, ტყეში მცენარეების რამდენიმე იარუსი ვითარდება. ზომიერი სარტყლის რთული შემადგენლობის ტყეში განასხვავებენ შემდეგ იარუსებს: პირველ იარუსს, რომელიც შედგება პირველი სიდიდის ტყის შემქმნელი ხეებისაგან ([[ფიჭვი]], [[ნაძვი]], [[სოჭი]], [[წიფელი]], [[მუხა]] და სხვა). მეორე იარუსს, რომელიც შექმნილია მეორე სიდიდის ხეებისაგან ([[ცაცხვი]], [[ნეკერჩხალი]], [[რცხილათელა]] და სხვა), მესამე იარუსს ქმნიან ბუჩქები ([[თხილი]], [[შინდი]], [[ჭანჭყატი]], [[კუნელი]] და სხვა); მეოთხე და მეხუთე იარუსი კი შედგება ბალახოვანი და ხავსის საფრისაგან. ტყის სხვადასხვა იარუსზე ხანდახან გვხვდება ხვიარა და [[მცოცავი მცენარეები]], ხოლო ტოტებსა და ჯირკვებზე სახლდებიან [[ხავსები]], [[მღიერები]], [[სოკოები]] და [[წყალმცენარეები]] — ე.წ. [[ეპიფიტები]]. ყველაზე რთული სტრუქტურის ტყეები ტროპიკებშია. ტროპიკულ „წვიმის ტყეებში“ ტყის შემქმნელი ხეები შეიძლება შედგებოდეს 3, ქვეტყე — 2 და ბალახოვანი საფარი — 3 ქვეიარუსისაგან. ჩრდილოეთისაკენ, ნიადაგისა და კლიმატის ცვლილებებთაბ ერთად, ჭარბობს მართივი სტრუქტურის ტყეები; ასევე მთის ფერდობების ზედა სარტყელში უმთავრესად მარტივი სტრუქტურის ტყები გვხვდება.
 
შედარებით მოზრდილ ტერიტორიაზე ტყე არაერთგვაროვანია. ტყეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სახეობათა შემადგენლობით (წმინდა — ერთი სახეობისაგან ან შერეული — რამდენიმე სახეობისაგან შემდგარი), ფორმით (მარტივი ანუ ერთიარუსიაბუ და რთული — მრავალიარუსიანი), ხნოვანებით (ერთხნოვანი და ნაირხნოვანი), წარმოშობით (თესლით და ვეგეტატიური), სიხშირით, ბონიტეტით ანუ პროდუქტიულობით.
 
 
ტყე [[დედამიწა|დედამიწის]] [[ეკოლოგია|ეკოლოგიურ]] სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია, რომელიც აკავებს [[ბიოსფერო]]ში მთელ რიგ [[ქიმიური ელემენტები|ქიმიურ ელემენტებსა]] და [[წყალი|წყალს]], აქტიურად ურთიერთქმედებს [[ტროპოსფერო]]სთან და განსაზღვრავს [[ჟანგბადი]]სა და [[ნახშირორჟანგი]]ს ბალანსის დონეს.
 
ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი - ტყე. 1 [[ჰექტარი]] შერეული ტყე წელიწადში 13-17 ტ. ნახშირორჟანგს შთანთქავს და 10-15 ტ. ჟანგბადს გამოყოფს. ის მრავალრიცხოვანი რესურსის ([[მერქანი]]ს, [[ქერქი]]ს, [[ტოტები]]ს, [[ფოთოლი]]ს, [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფის]], [[თესლი]]ს, [[სოკო]]ს...) უმდიდრესი წყაროა. ყველაზე დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფს [[ალვის ხე]], ჟანგბადის დიდი რაოდენობით გამოყოფით ასევე გამოირჩევიან [[მუხა]] და [[ცაცხვი]]ც. უფრო ნაკლებ ჟანგბადს გამოყოფენ [[წიწვოვანი მცენარეები]], [[ფიჭვი]] [[ნაძვი]] და ა. შ. თვითონვეა უმდიდრესი ბიოლოგიური რესურსი, რომელსაც აღდგენის უნარი ახასიათებს და აქვს დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა. ამიტომაც ტყის დაცვასა და მის რაციონალურ გამოყენებას უდიდესი სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყე“-დან