დიდი სქიზმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 56:
 
ფოტიოსი ხელს უწყობდა [[სლავები]]ს ქრისტიანულად მოქცევას. ამ მიზნით მან [[მორავია]]ში გააგზავნა თესალონიკელი ძმები [[კირილე და მეთოდე]]. მორიგი კონფლიქტი ფოტიოსსა და პაპს შორის წარმოშვა იმ ფაქტმა, რომ ნიკოლოზ I-მა აგრეთვე მორავიაში მიავლინა ფრანკი მისიონერები, რომლებიც ხალხს [[სარწმუნოების სიმბოლო|მრწამსს]] ასწავლიდნენ [[ესპანეთი|ესპანეთში]] შემუშავებული [[ფილიოკვეს]]<ref group="შენიშვნა">ფილიოკვე — [[სარწმუნოების სიმბოლო|მრწამსის]] თავდაპირველ ტექსტში მოგვიანებით გაკეთებული ჩანართი, რომელის მიხედვითაც სულიწმინდა არა მარტო მამისაგან, არამედ ძისაგანაც „გამოვალს“. ფილიოკვეს აღიარებს კათოლიკური ეკლესია, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია მას დოგმატურ ცდომილებად მიიჩნევს.</ref> შემადგენლობით — ამ დრომდე რომი ფილიოკვესთან დაკავშირებით ნეიტრალური იყო ანდა საერთოდ უარყოფდა მას. ფოტიოსმა, რომელიც ბრწყინვალე თეოლოგადაა მიჩნეული, შეიმუშავა [[მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე]] (ენციკლიკა) და მოიწვია კრება [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლში]], სადაც პაპი ნიკოლოზი განკვეთილ იქნა.
 
867 წელს პაპი ნიკოლოზი გარდაიცვალა, ხოლო ფოტიოსი პატრიარქობიდან გადააყენეს. მალევე, [[კონსტანტინოპოლის მეოთხე საეკლესიო კრება]]მ ფოტიოსის გადაყენება დაადასტურა და [[ბულგარეთი]] კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაუქვემდებარა. ეს კრება მოგვიანებით დასავლეთში პოლიტიკური მიზეზების გამო გამოაცხადეს „მსოფლიო საეკლესიო კრებად“, თუმცა აღმოსავლეთში მას ასეთი სტატუსი არ აქვს.
 
879 წელს კონსტანტინოპოლში ჩატარებულმა მორიგმა კრებამ ფოტიოსი სრულად აღადგინა თავის ხარისხში, ამავე დროს შერიგდნენ [[რომი]] ([[იოანე VIII (პაპი)|იოანე VIII]]) და [[კონსტანტინოპოლი]] (კვლავ ფოტიოსი). გარდა ამისა, რომის პაპი იოანე ფოტიოსისადმი გაგზავნილ პირად წერილში განმარტავდა, რომ [[ფილიოკვე]] მწვალებლობაა და მას რომი არასოდეს აღიარებს. ამ კრებაზე აგრეთვე აღიარეს რომის ტრადიციული პირველობა დასავლეთში, თუმცა პაპის ყოველგვარი იურისდიქცია აღმოსავლეთზე უარყოფილ იქნა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_სქიზმა“-დან