ტრაზიმენის ტბის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის de:Schlacht am Trasimenischen See; cosmetic changes
ხაზი 18:
'''ტრაზიმენის ტბის ბრძოლა''' — [[მეორე პუნიკური ომი]]ს ბრძოლა, სადაც კართაგენელმა მხედართმთავარმა [[ჰანიბალი|ჰანიბალმა]] დაამარცხა [[რომის რესპუბლიკა|რომის]] არმია [[გაიუს ფლამინიუსი]]ს ხელმძღვანელობით. გაიმართა [[ძვ. წ. 217]] წელს ცენტრალურ იტალიაში [[ტრაზიმენო|ტრაზიმენის ტბის]] ნაპირზე.
 
[[ტრებიის ბრძოლა|ტრებიასთან]] დამარცხების შემდეგ, [[ძვ. წ. 217]] წლისათვის რომში [[რომის რესპუბლიკის კონსულების სია|კონსულებად]] აირჩიეს [[გნეუს სერვილიუს გემინუსი]] და [[გაიუს ფლამინიუსი]]. მათ ახალი არმიის შეკრება დაიწყეს მტერთან ანგარიშის გასასწორებლად. ახალმა კონსულებმა გადაწყვიტეს დაეკავებინათ შუა [[იტალია]]ში შესაჭრელად ყველაზე მოხერხებული გასასვლელი [[რიმინი|არიმინუმთან]] და [[არეცო|არეციუმთან]]<ref>[http://www.gumer.info/bibliotek_Buks/History/Polib/19.php Полибий. Всеобщая история, III, 77, 1–2]</ref>. ჰანიბალმა აირჩია მესამე, უფრო ძნელად სავალი გზა. მან გაიარა ქალაქი პისტორია და ადიდებული მდინარის შედეგად დატბორილი და დაჭაობებული [[არნო (მდინარე)|არნოს]] ველი<ref>[http://ancientrome.ru/antlitr/livi/index.htm ტიტუს ლივიუსი], [[რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან (წიგნი)|რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან]], XXII, 2, 2</ref>. მარცხნივ ჩამოიტოვა არეციუმი სადაც [[გაიუს ფლამინიუსი]] იყო ჩასაფრებული და შეიჭრა [[ეტრურია]]ში. ფლამინიუსმა როგორც კი შეიტყო ჰანიბალის მანევრირების შესახებ, არ დაელოდა სერვილიუსს და ფორსირებული მარშით გაეშურა მასთან შესახვედრად. არეციუმიდან მიმავალი გზა გადიოდა [[ტრაზიმენო|ტრაზიმენის ტბის]] ჩრდილოეთ სანაპიროზე, რომელიც ვიწრო დაბლობს წარმოადგენდა. დაბლობს [[ჩრდილოეთი]]დან მაღალი მთები ერტყა, [[დასავლეთი]]დან შესასვლელი ვიწრო ხეობას წარმოადგენდა, ხოლო [[აღმოსავლეთი]]სკენ გასასვლელი ციცაბო ფლატეს. ჰანიბალმა სწორედ ეს ადგილი ამოირჩია ჩასაფრებისათვის: [[აღმოსავლეთი]]თ, გასასვლელთან მსუბუქად შეიარაღებულები ჩაასაფრა, [[დასავლეთი]]თ მძიმე ქვეითი ჯარი და გალები, ხოლო მთებს შუბოსნები და მსროლელები შეუსია<ref>ლატარია თ., კილასონია ე., 100 საუკეთესო ბრძოლა, თბ., 2010, გვ., 48–49</ref>. სისხლისმღვრელ ბრძოლაში რომაელთა არმიის ნახევარი დაიღუპა, ბრძოლის ველზე დაეცა თავად მთავარსარდალი ფლამინიუსი<ref>[http://www.sno.pro1.ru/lib/korab/index.htm Кораблев И.Ш. Ганнибал, Москва, "Наука", 1976, с. 108]</ref>.
 
ტრაზიმენთან ტრიუმფმა [[რომი]]საკენ გზა გაუხსნა ჰანიბალს, მაგრამ მან სულ სხვა გზა აირჩია. რომზე პირდაპირ შეტევის ნაცვლად იტალიის საბოლოო აოხრება გადაწყვიტა, მისი აზრით ეს გარესამყაროსაგან იტალიის სრულ იზოლაციას გამოიწვევდა და დაასუსტებდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ფიქრი რომის აღებაზე<ref>ქავთარია გ. ჰანიბალი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, 62, თბ., 1979, გვ., 58</ref>.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
ხაზი 29:
* ქავთარია გ. ჰანიბალი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, 62, თბ., 1979
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
{{მეორე პუნიკური ომის ბრძოლები}}
 
[[კატეგორია:მეორე პუნიკური ომის ბრძოლები]]
[[კატეგორია:ძვ. წ. III საუკუნის ბრძოლები]]
 
{{Link FA|de}}