ზღვის ხალხები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის ca:Pobles de la mar; cosmetic changes
ხაზი 1:
{{Hiero|ზღვის ხალხები (''nȝ ḫȝt.w n pȝ ym'')|<hiero>N35:G1-N25:X1*Z1*Z1*Z1-N35:G40-M17-M17-Aa15:D36-N35A-N36:N21</hiero>|align=right|era=egypt}}
'''ზღვის ხალხები''' — [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუაზღვისპირელი]] ხალხის ჯგუფი, რომლებიც ძვ.წ.აღ. XIII საუკუნეში დაიძრნენ [[ეგვიპტე|ეგვიპტისა]] და [[ხეთების სახელმწიფო]]სკენ. მათ სავარაუდო სამშობლოდ [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის ზღვის]] აუზს მიიჩნევენ ([[მცირე აზია]], [[ბალკანეთი]]). მათი მიგრაციის ეთნოგრაფიულ კვალად მიაჩნიათ [[გარამანტები]], [[სიკულები]], [[ფილისტიმელები]], [[ფრიგიელები]] და [[ეტრუსკები]]. [[ტროას ომი]]ც ხალხთა გადასახლების ეპიზოდად არის მიჩნეული.
 
== კონტექსტი ==
ზღვის ხალხების სამშობლოდ ხშირად [[მიკენური ცივილიზაცია|მიკენური ცივილიზაციის]] რეგიონს მიიჩნევენ, რომელიც იმდროს დორიელთა შემოტევებისგან ღაფავდა სულს.
 
ამგვარად, XIII—XII საუკუნეების მიჯნაზე მიკენურმა ცივილიზაციამ საშინელი დარტყმა გადაიტანა, რის შემდეგაც ფეხზე ვეღარ წამოიმართა.
 
== ისტორია ==
ხაზი 12:
ზღვის ხალხებმა [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] საზღვრებს პირველად ძვ. წ. აღ. 1243 წელს - ფარაონ მერნეპტაჰის მეფობისას - მიაღწიეს. მათ შორის იყვნენ [[შერდანები]], [[შაკალაშები]], [[ტურშები]] და [[აქაიავაშები]] ([[აქაველები]]?). ზღვის ხალხები [[ლიბიელები|ლიბიელებთან]] შევიდნენ კავშირში და დაეხმარნენ კიდეც 1219 წელს დელტაზე თავდასხმის დროს, თუმცა, მოხუცებულმა ფარაონმა [[მიგდოლის კონცხი|მიგდოლის კონცხთან]] ისინი უკუაქცია.
[[ფაილი:Ugarit 01.jpg|thumb|left|უგარითის ნანგრევები]]
ძვ. წ. დაახლოებით 1200 წელს ზღვის ხალხებმა პირისაგან მიწისა აღგავეს [[უგარითი]]. 1190 წლისთვის კი [[ხეთები]]ს ახლადშექმნილი სახელმწიფო დააქციეს.
 
ძვ. წ. 1173 წელს ფარაონ [[რამზეს III]]-ის მიერ საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებში დარბეული ზღვის ხალხები ტომებად დაიშალნენ და ხმელთაშუაზღვისპირეთის აუთვისებელ ტერიტორიებზე დასახლდნენ. PLST ([[პელასგები]]სა თუ [[ფილისტიმელები]]ს) ტომი, რომელიც ომის ხელოვნებით იყო ცნობილი, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, [[ქანაანი|ქანაანში]], სავარაუდოდ, ფარაონის ნებართვით, დასახლდა და ტერიტორიას (ტომის სახელისგან) [[პალესტინა]] ეწოდა. ისინი დიდი ხნის მანძილზე ვაჭრობდნენ რკინით და ფარაონებთან დაქირავებულ მებრძოლებად მსახურობდნენ, სანამ [[ისრაელი|ისრაელმა]] რეგიონზე კონტროლი არ დაამყარა. [[პელასგები]]ს ნაწილი [[ეგეოსის ზღვის რეგიონი|ეგეოსის რეგიონში]] დარჩა, სადაც [[ბერძნები|ბერძნებთან]] მოუხდათ ასიმილირება არაუგვიანეს 5 საუკუნისა ჩვენს ერამდე. პელასგთა უკანასკნელი სამოსახლოები არსებობდა [[ლემნოსი|ლემნოსზე]], თუმცაღა, ძველბერძენი ისტორიკოსების გადმოცემით, წინათ ისინი მთელ საბერძნეთში სახლობდნენ, საიდანაც [[კრეტა]]სა და [[მცირე აზია]]ში გადადიოდნენ.
 
ტომი TKR (ჩეკერები ან ზეკერები, ტევკრები?) ქარმელის მთამდე მივიდა და ქალაქ დერში დასახლდა (მოკლე ხანში კი [[ფილისტიმელები|ფილისტიმელებთან]] მოახდინა ასიმილირება), მეორე ნაწილი კი [[კვიპროსი|კვიპროსზე]] დასახლდა.
 
ტომი SKLS (შეკელეშები) სიკულებთან იგივდება, რომლებიც ელიმელებთან ერთად [[სიცილია]]ზე ჩვენს ერამდე 13 საუკუნეში ჩავიდნენ. ხსენებული ხალხების [[ტროა|ტროულ]] წარმომავლობაზე [[თუკიდიდე]] და [[ვერგილიუსი]] მიუთითებენ.
 
SRDN (შედრენები) მცირე ხნის განმავლობაში ეგვიპტელი ფარაონების პირად გვარდიას აყალიბებდნენ. ისინი იმ ხალხთან იგივდებიან, რომლებიც ჩვენს ერამდე 14-13 საუკუნეებში სიციალიაზე ჩავიდა და ნურაგთა მშენებლების კულტურა ჩამოაყალიბა.
 
ტომი TRS ასოცირდება ხან ტირსენებთან, ხან ტროელებთან (არც ერთი ვერსია ურთიერთგამომრიცხავი არ არის). თანამედროვე ისტორიკოსთა აზრით, ტირსენები მარდი ზღვაოსნები იყვნენ; ისინი იტალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ სანაპიროებამდე იოლად აღწევდნენ, სადაც [[ეტრუსკები]]ს ტომს მისცეს დასაბამი, რომლებიც ჩვენს ერამდე 510/509 წწ რომი|რომს ფლობდნენ. [[ეტრუსკები|ეტრუსკებმა]] მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არაერთი კვალი დატოვეს (მათს ქალაქებში იყო კანალიზაცია) და სავარაუდებელია, რომ საკმაო ბაზისი ჰქონდათ ასეთი კულტურის შესაქმნელად.
 
== ეთნიკური და ენობრივი კუთვნილება ==
ზღვის ხალხების ეთნიკური კუთვნილება ჩვენს დროშიც კი არ არის სარწმუნოდ დაზუსტებული. ზღვის ხალხების ჩამონათვალში ეგვიპტური წარწერების თანახმად:
 
* PLST (პელასგები=ფილისტიმელები?);
* KWS (აქაველები?);
* RK (ლუკა-ლიკიელები?);
*SRDN SRDN (შერდანები (შარდანები)=სადრები?);
* TKR (ტევკრები+ტროელები?);
* TRS (ტირსენები=ეტრუსკები?);
* SKLS (შეკელეშები=სიკულები?);
* DNWN (დანაელები?), WSS (?).
 
ზღვის ხალხების უმეტეს ნაწილს [[მცირე აზია|მცირე აზიის]] სამხრეთ-დასავლეთის ძველი, ინდოევროპელებამდელი მოსახლეობა და ასევე მათი ბერძენი მოკავშირეები (აქაველები, მოგვიანო წყაროებში დანაელებად წოდებულნი) წარმოადგენდნენ.
 
ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით, ზღვის ხალხები მეტწილად [[ბალკანეთის ნახევარკუნძული]]ს პროტოთრაკიული ტომების მონათესავე ხალხებია.
ხაზი 45:
 
* [http://cojs.org/cojswiki/Philistine_Kin_Found_in_Early_Israel,_Adam_Zertal,_BAR_28:03,_May/Jun_2002. Philistine Kin Found in Early Israel, Adam Zertal, BAR 28:03, May/Jun 2002.]
* [http://www.courses.psu.edu/cams/cams400w_aek11/www/index.htm The Sea Peoples and the Philistines]: a course at Penn State
* ''[http://www.nelc.ucla.edu/Faculty/Mullins_flies/ANE230_State_Formation_files/Singer_Egyptians_Canaanites_Philistines.pdf Egyptians, Canaanites, and Philistines in the Period of the Emergence of Early Israel]'', paper by Itamar Singer at the UCLA Near Eastern Languages & Culture site
* "[http://www.saudiaramcoworld.com/issue/199503/who.were.the.sea.people..htm Who Were the Sea People?]", article by Eberhard Zangger in ''Saudi Aramco World'', Volume 46, Number 3, May/June 1995
* ''[http://dscholarship.lib.fsu.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1199&context=უფროსკურსელთათვის ზღვის ხალხების წარმომავლობა]'', undergraduate paper by Joseph Morris published by Florida State University Classic Department
* ''[http://etd.unisa.ac.za/ETD-db/theses/available/etd-07222005-135112/unrestricted/dissertation.pdf ზღვის ხალხები და ანალები: გვიანი ბრინჯაოს ხანის კონტექსტური შესწავლა]'', Master's Thesis of Daniel Jacobus Krüger, published at the University of South Africa site
* "[http://rapidttp.com/milhist/vol074ic.html The Battle of the Nile - Circa 1190 B.C.]", article by I Cornelius in ''Military History Journal'', Vol. 7., No. 4 of the South African Military History Society
 
 
ხაზი 59:
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]]
[[კატეგორია:ახლო აღმოსავლეთის უძველესი ისტორია]]
 
{{Link FA|ca}}
{{Link GA|uk}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზღვის_ხალხები“-დან