78 023
რედაქტირება
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
მ (Robot: th:พันธุศาสตร์ is a good article; cosmetic changes) |
||
[[ფაილი:DNA Overview2.png|მინი|[[დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა]] ([[დნმ]])]]
'''გენეტიკა''' ([[ძველბერძნული ენა|ძვ.ბერძნ]]. γενητως – ვინმესგან წარმოშობა, წარმოქმნა) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის [[მემკვიდრეობითობა
== გარემოს ზემოქმედება ==
ინდივიდის ყველა ნიშან-თვისება როდია მემკვიდრეობით მიღებული. ზოგიერთ მათგანს გარემო და აღზრდა განაპირობებს. მაგალითად, ადამიანი წერა-კითხვის უნარს სწავლით იძენს. არის ისეთი თვისებებიც, რომლებიც მემკვიდრეობითობისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგია. ადამიანის სხეულის ფორმა ნაწილობრივ მემკვიდრეობით მიღებული თვისებაა, თუმცა მასზე ისიც ახდენს გავლენას, თუ რამდენ საკვებს იღებს ადამიანი.
== ქრომოსომები და გენები ==
მშობლის ნიშან-თვისებები [[ქრომოსომები
უჯრედის ბირთვში ბევრი ქრომოსომაა. ყოველ მათგანს თავისი წყვილი ჰყავს. ამ წყვილში ერთი ქრომოსომა დედისეულია, მეორე კი — მამისეული. თითოეული სახეობის ცხოველსა და მცენარეს კონკრეტული რაოდენობის ქრომოსომები აქვს. მაგალითად, ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს, რომელიც 23 წყვილს ქმნიან.
[[უჯრედი|უჯრედში]] ყველა ქრომოსომა სხვადასხვაგვარია, თუმცა ქრომოსომათა ყოველი წყვილი ერთი და იმავე ინფორმაციის შემცველია, ამიტომ ყოველ თვისებას ორი გენი განსაზღვრავს.
გენები [[ცილები]]ს წარმოქმნას არეგულირებს და ამის მეშვეობით ქმნის ცხოველისა თუ მცენარის სხვადასხვა ნიშან-თვისებას. ორგანიზმის უჯრედებში ათასობით სხვადასხვაგვარი ცილაა და ყველა მათგანს თავისი მოვალეობა აკისრია;
== გენების მემკვიდრეობით გადაცემა ==
ახალი [[ცხოველი]] თუ [[მცენარე]] ორი საგანგებო — [[სასქესო უჯრედები]]ს — შერწყმით წარმოიქმნება. ამ უჯრედებიდან ერთი მამისეულია, მეორე კი — დედისეული. ისინი იმით განსხვავდება ორგანიზმის სხვა უჯრედებისაგან, რომ ქრომოსომების არასრულ ნაკრებს შეიცავს. ყოველ სასქესო უჯრედში ქრომოსომების რაოდენობის მხოლოდ ნახევარია. სასქესო უჯრედების შერწყმით მიღებულ ახალ უჯრედს ქრომოსომების ნორმალური რაოდენობა აქვს — ნახევარი დედისა და ნახევარი — მამისა.
== დომინანტი გენები ==
ჩვენს მიერ მემკვიდრეობით მიღებულ ნიშან-თვისებებს ქრომოსომათა წყვილები განსაზღვრავს, მაგრამ თუკი ყოველი ნიშან-თვისება ორი გენის მოქმედების შედეგია, რომელმა მათგანმა იმოქმედა?
ჩვენ მიერ მიმკვიდრეობით მიღებული ყოველი ორი გენიდან ერთი დომინანტია, ანუ ის მეორე მათგანზე დომინირებს (ბატონობს) და სწორედ იგი ახდენს უპირატეს გავლენას ნიშან-თვისების განვითარებაზე. მაგალითად, [[ბარდა]]ს აქვს გენი, რომელიც განსაზღვრავს, როგორი იქნება მისი მარცვალი — გლუვი თუ დანაოჭებული. მცენარეს, რომელიც ორივე მშობლისაგან გლუვი თესლის გენებს იღებს, გლუვი მარცვალი ექნება, ხოლო მცენარე, რომელმაც დანაოჭებულობის ორი გენი მიიღო, მარცვალსაც დანაოჭებულს წარმოქმნის.
დომინანტობის ასეთი თვისება ნიშნავს, რომ ყოველ მცენარესა და ცხოველს ქრომოსომებში ბევრი ,,ფარული'' გენი აქვს, რომლებიც არ ვლინდება, რადგან მათ დომინანტი გენები ნიღბავს.
== გენური ინჟინერია ==
მეცნიერები ჩასწვდნენ გენეტიკის საიდუმლოებებს და მოახერხეს ცოცხალი უჯრედების შექმნა, რომლებსაც სასარგებლო თვისებები მიანიჭეს. მაგალითად მიკრობები
(პაწაწინა, ერთუჯრედიანი ორგანიზმები — ბაქტერიები და საფუარი) შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ სამკურნალოდ გამოსადეგი ვაქცინები, ჰორმონები და სხვა ქიმიური ნივთიერებები წარმოქმნას, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს.
[[კატეგორია:გენეტიკა| ]]
{{Link FA|en}}▼
{{Link FA|tr}}▼
{{Link FA|ca}}
▲{{Link FA|en}}
{{Link FA|ko}}
▲{{Link FA|tr}}
{{Link FA|vi}}
{{Link FA|zh}}
{{Link GA|th}}
|