უკან მომავალში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებგვერდი → საიტი using AWB
Robot: de:Zurück in die Zukunft (Film) is a good article; cosmetic changes
ხაზი 27:
}}
 
„'''უკან მომავალში'''“ ({{lang-en|Back to the Future}}) — რეჟისორ [[რობერტ ზემეკისი|რობერტ ზემეკისის]] კინოტრილოგიის „[[უკან მომავალში (ტრილოგია)|უკან მომავალშიმომავალში“]] პირველი ფილმი. ტრილოგიაში მოთხრობილია [[მარტი მაკ-ფლაი]]ს წარსულსა და მომავალში მოგზაურობის ამბავი. სცენარის ავტორები არიან რობერტ ზემეკისი და [[ბობ გეილი]]. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ [[მაიკლ ჯეი ფოქსი]] (მარტი მაკ-ფლაი) და [[კრისტოფერ ლოიდი]] (შეშლილი მეცნიერი ემეტ ბრაუნი).
 
ფილმი გამოვიდა [[1985]] წლის 3 ივლისს. მისი კინოთეატრებში ჩვენებიდან შემოსულმა მთლიანმა თანხამ შეადგინა 210 მილიონი დოლარი.<ref>[http://www.imdb.com/Sections/Years/1985/top-grossing „Top grossing movies for 1985 in the USA.“] ''The [[Internet Movie Database]] (IMDb)''. 9 December 2006.</ref>. 1989 წელს გამოვიდა მისი მეორე ნაწილი, „[[უკან მომავალში II]]“, ხოლო 1990 წელს — „[[უკან მომავალში III]]“. [[2002|2002 წლის]] 17 დეკემბერს კომპანიამ Universal ფილმი გამოსცა [[DVD]] ფორმატში, ციკლის ''უკან მომავალში — სრული ტრილოგია'' სახით. 2010 წლის ოქტომბერში ფილმი გამოვიდა [[Blu-Ray დისკი]]ს ფორმატში.<ref>http://www.bigpicturebigsound.com/Back-to-the-Future-25th-Anniversary-Trilogy-Coming-to-Blu-ray.shtml</ref><ref>http://www.iconvsicon.com/2010/09/28/back-to-the-future-to-receive-25th-anniversary-theatrical-re-release/</ref>
 
ფილმის წარმატების გამო, შეიქმნა მისი ბევრი გაგრძელება. მაგალითად, ტელეკომპანია [[CBS]]-ის ეთერში გადიოდა [[უკან მომავალში (სერიალი)|ანიმაციური სერიალი]], ხოლო კომპანიამ [[Harvey Comics]] გამოუშვა კომიქსების სერია, რომლებშიც არ მეორდებოდა ფილმების ან ანიმაციური სერიალის არც ერთი ისტორია. 2011 წელს კომპანიამ [[Telltale Games]] გამოუშვა [[უკან მომავალში: თამაში|თამაში]], რომელშიც მოთხრობილია მარტი მაკ-ფლაისა და დოკ ბრაუნის შემდგომი თავგადასავლების შესახებ.
ხაზი 39:
[[ფაილი:McFly House.jpg|მინი|მარჯვნივ|250პქ|მაკ-ფლაების სახლი]]
 
მარტი მაკ-ფლაი არის 17 წლის ბიჭუნა, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ჰილ ველიში ([[კალიფორნია]]). [[1985]] წლის 25 ოქტომბრის დილით მარტის ურეკავს მისი შეშლილი მეგობარი, პროფესორი ემეტ ბრაუნი, რომელიც სთხოვს ღამის 1:15-ზე შეხვედრას. სკოლის შემდეგ მარტი ხვდება მეგობარ გოგონას ჯენიფერ პარკერს (კლაუდია უელსი). ქუჩაში მათთან მიდის მამაკაცი, რომელიც აგროვებს შემოწირულობებს. იგი უხსნის ახალგაზრდებს, რომ 30 წლის წინ ქალაქის მთავარ საათს ელვამ დაარტყა და გროვდება თანხები მის შესაკეთებლად. შინ დაბრუნებული მარტი აღმოაჩენს, რომ მისი მშობლების მანქანა დამტვრეულია ავტოავარიის შედეგად. ეს მამამისის უფროსის, ბიფ ტენენის გამოა. მოგვიანებით ვახშმის დროს მარტის დედა ლორეინი (ლეა ტომპსონი) იხსენებს, რომ მან ჯორჯი გაიცნო მაშინ, როდესაც მისი მამა ჯორჯს საკუთარი მანქანით დაეჯახა.
 
[[სურათიფაილი:Back to the Future1.jpg|250px|thumb|left|ემეტ ბრაუნი და მარტი მაკ-ფლაი]]
 
მოგვიანებით მარტი ხვდება დოკს. დოკი (ემეტ ბრაუნი) მას წარუდგენს ავტომანქანას [[De Lorean DMC-12]], რომელიც დროის მანქანად არის გადაკეთებული. მარტი ვიდეოკამერით იღებს ყველაფერს, დოკი კი ჰყვება, თუ როგორ შეიძლება დროში მოგზაურობა. მისი თქმით, ამისათვის საჭიროა 1.21 [[გიგავატი]] [[ენერგია]], რომლის მიღებაც [[პლუტონიუმი]]ს მეშვეობით შეიძლება, იგი ამბობს რომ დროში გადაადგილებისთვის საჭიროა საათში 88 მილი სიჩქარის განვითარება (დაახლოებით 141.6 კმ/სთ). მანქანის მოქმედების ახსნისას დოკი აყენებს დროს, [[1955]] წლის 5 ნოემბერს. სანამ დოკი საუბრობს, იქვე ჩნდებიან ლიბანელი ტერორისტები (რომლებსაც მან მოპარა პლუტონიუმი). ისინი ესვრიან დოკს და გარბიან. შეშინებული მარტი ხტება მანქანაში და, რადგანაც ჯერ არ იცის მისი გამოყენება, პირდაპირ 1955 წელს აღმოჩნდება.
 
ადგილზე მისული მანქანა ფუჭდება, ხოლო მარტი მიდის ქალაქში, იგი ხვდება საკუთარ მამას, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა. მას დასცინის და ცუდად ეპყრობა ახალგაზრდა ბიფ ტენენი. მარტი შეუმჩნევლად მიჰყვება ჯორჯს, მაგრამ ქუჩაში მას ეჯახება ლორეინის, მისი დედის მამის მანქანა. მარტი აღმოჩნდება ლორეინის სახლში და ლორეინს იგი შეუყვარდება, ჯორჯის მაგივრად. მარტი მიდის ქალაქში და ხვდება ახალგაზრდა დოკს. იგი არწმუნებს მას, რომ მომავლიდანაა და უყვება დროის მანქანის შესახებ. დოკი გაოცებულია, რადგანაც დროის მანქანის შექმნის პერსპექტივა ჯერ კიდევ შორეულია, თუმცა მას უკვე ჰქონდა რამდენიმე მონახაზი. მარტის თან აქვს ვიდეოფირი, რომელსაც იგი დოკს უჩვენებს. ვიდეოფირის მეშვეობით დოკი დაახლოებით ხვდება, თუ რა არის აუცილებელი მანქანის ასამუშავებლად. ერთადერთი გამოსავალი არის ელვა, რომელიც შემდეგ დღეს, შაბათს დაარტყამს ქალაქის საათს (როგორც მარტი იხსენებს), რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ელექტროხაზებში მაღალი რაოდენობის ელექტროენერგიის გატარება. ამასთან, მარტის ახსოვს, რომ დოკს მოკლავენ და სურს, მოუთხროს მომავალზე, მაგრამ დოკი ამის სასტიკი წინააღმდეგია.
ხაზი 49:
ამავე დროს დოკი აფრთხილებს მარტის, რომ აუცილებელია, მისმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნონ, თორემ მარტიც აღარ იარსებებს მომავალში. რამდენიმე მცდელობის შემდეგ მარტი მოელაპარაკება ჯორჯს, რომ იგი ლორეინთან ერთად იჯდება მანქანაში და განასახიერებს ლორეინზე ძალადობას, ხოლო ჯორჯი მოვა, გადმოაგდებს მას მანქანიდან და სცემს, რათა ლორეინზე შთაბეჭდილება მოახდინოს. სხვადასხვა გარემოების შედეგად მანქანაში აღმოჩნდება ბიფი, მაგრამ ჯორჯმა ეს არ იცის. მანქანასთან მისული ჯორჯი მოულოდნელად აღმოაჩენს ბიფს, მაგრამ არ დაიბნევა და სცემს მას. მარტი დარწმუნდება, რომ ყველაფერი წესრიგშია და მისი მშობლების შეხვედრაც შედგა, შემდეგ კი გარბის ქალაქის საათისაკენ, ჯდება მანქანაში და, საათზე ელვის დაცემასთან ერთად ქრება.
 
[[სურათიფაილი:ClockTower1955.PNG|thumb|250px|ელვა ეცემა ქალაქის მთავარ საათს]]
 
მარტის გამგზავრებისთანავე დოკი აღმოაჩენს წერილს, რომელშიც წერია მის მოკვლაზე. მაგრამ დოკი არ კითხულობს მას და იმავე წამს ხევს. მარტი ბრუნდება 1985 წელს, დოკის მკვლელობამდე 10 წუთით ადრე, მაგრამ მანქანა ფუჭდება და იგი გარბის მოედნისაკენ, სადაც დოკი იმყოფება. იგი აგვიანებს — დოკი უკვე მოკლულია, მარტი მირბის მასთან, მაგრამ დოკი ამშვიდებს და უჩვენებს ტყვიების საწინააღმდეგო ჯავშანს, რომელიც კოსტიუმის ქვეშ აქვს დამაგრებული. იგი ასევე უჩვენებს მარტის 1955 წელს დახეულ წერილს, რომლის ნაგლეჯებიც მან ერთად შეკრიბა.
ხაზი 61:
* [[თომას ფ. უილსონი]] - [[ბიფ ტენენი]]
* [[კლაუდია უელსი]] - ჯენიფერ პარკერი
* [[კრისპინ გლოვერი]] - [[ჯორჯ მაკ-ფლაი]]
* [[ლეა ტომპსონი]] - ლორეინ ბეინსი
* [[ჯეიმზ ტოლკენი]] - მისტერ სტრიკლენდი
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commons|Back to the Future}}
* {{ოფიციალური|http://www.bttfmovie.com/}}
* {{IMDb title|0088763}}
* {{Amg movie|3671|Back to the Future}}
* {{Rotten-tomatoes|id=back_to_the_future|title = Back to the Future}}
* {{Mojo title|id=backtothefuture|title=Back to the Future}}
 
== სქოლიო ==
ხაზი 87:
[[კატეგორია:სტივენ სპილბერგის ფილმები]]
[[კატეგორია:უკან მომავალში]]
 
{{Link GA|de}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უკან_მომავალში“-დან