ოზონის ხვრელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შინაარსი შეიცვალა 'ოზონის ხვრელი არ არსებობს .'-ით
178.134.111.83-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
{{წყარო}}
ოზონის ხვრელი არ არსებობს .
[[ფაილი:Largest ever Ozone hole sept2000 with scale.jpg|thumb|200px|ანტარქტიკის ოზონის ხვრელის გამოსახულება, სექტემბერი, [[2000]].]]
'''ოზონის ხვრელი''' — [[დედამიწა|დედამიწის]] ატმოსფეროს ზედა ფენაში, [[სტრატოსფერო|სტრატოსფეროში]], [[ოზონი|ოზონის]] კონცენტრაციის მკვეთრი შემცირების ფენომენი. ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა, სავარაუდოდ ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად. კაცობრიობის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმის გამო, რომ სტრატოსფერული ოზონი დედამიწის ზედაპირს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.
 
== ისტორია ==
ოზონის ხვერელი დიამეტრით 1000 კმ პირველად აღმოაჩინეს [[1986]] წელს სამხრეთ ნახევარსფეროში [[ანტარქტიკა|ანტარქტიკის]] თავზე. იგი ჩნდებოდა ყოველ აგვისტოს, ხოლო დეკემბერში ან იანვარში კი ქრებოდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში [[არქტიკა]]ზე ჩნდებოდა მეორე ხვრელი, თუმცა გაცილებით მცირე ზომებით.
 
== შედეგები ==
ოზონის საფარის შეთხელების შედეგად იზრდება დედამიწის ზედაპირზე მოხვედრილი ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა, რაც თავის მხრივ იწვევს კანის დაავადებათა ალბათობის ზრდასაც.
 
== გამომწვევი მიზეზები ==
ითვლება, რომ სტრატოსფერული ოზონის დაშლა გამოწვეულია [[ჰალოგენები|ჰალოგენების]] შემცველი ორგანული ნაერთების: ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადების (ქფნ–ები), ქლორ–ბრომ–ნახშირწყალბადების და ჰალონების ატმოსფეროში მოხვედრით. ამ ნივთიერებათა წარმოება მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყო. ისინი გამოიყენება როგორც იდეალურად უსაფრთხო მაცივარაგენტები, დეზოდორანტების შემავსებლები, ელექტრომოწყობილობის გამწმენდები, ცეცხლჩამქრობი ნივთიერებები, მცენარეთა დაცვის საშუალებები. ითვლება, რომ ატმოსფეროში მოხვედრილი მოლეკულები ათწლეულების განმავლობაში არ იშლება და სტრატოსფერომდე აღწევს, სადაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენით იშლება და ქლორის ატომებს გამოყოფს. ეს უკანასკნელი კი შემდგომ მუშაობს, როგორც ოზონის მოლეკულების დაშლის [[კატალიზატორი]]. ითვლება, რომ თითო მოლეკულა ქლორ–ფტორ–ნახშირბადი ას ათასამდე ოზონის მოლეკულას შლის.
 
== საწინააღმდეგო აზრი ==
რიგი მეცნიერები არ ეთანხმებიან სტრატოსფერული ოზონის ქფნ–ების გამო დაშლის თეორიას. მათ მიაჩნიათ, რომ ქფნ–ები ზედმეტად მძიმე მოლეკულებია იმისათვის, რომ სტრატოსფეროს მიაღწიოს. არსებობს მოსაზრება, რომ ოზონის შრის შეთხელება ბუნებრივი ფლუქტუაციაა და თავისთავად გამოსწორდება.
 
== მსოფლიო საზოგადოების რეაქცია ==
 
1985 წელს ოცმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენციას. 1987 წელს კი 43–მა ქვეყანამ _ ამ კონვენციის ოქმს ([[მონრეალის ოქმი]]), რომლითაც დადგინდა ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების ეტაპობრივი გრაფიკი. შემდგომში ამ ხელშეკრულებებს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო შეუერთდა. დღეს ყველაზე აგრესიული ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადები უკვე ამოღებულია ხმარებიდან. თუმცა სტრატოსფეროდან მათ გაქრობას კიდევ რამდენიმე ათეული წელიწადი დასჭირდება.
 
[[კატეგორია:ატმოსფერო]]
[[კატეგორია:ეკოლოგია]]
[[კატეგორია:გარემოს დაცვა]]
 
{{Link FA|fi}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოზონის_ხვრელი“-დან