დიდი სქიზმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14:
 
=== კულტურა ===
კიდევ ერთი ასპექტია კულტურასთან დაკავშირებული სხვაობა, სხვადასხვა სულიერი ღირებულებები და დამოკიდებულებები. ბერძნები რომაელებს გაუნათლებლებად და ბარბაროსებად თვლიდნენ, რომაელები კი ბერძნებს მიიჩნევდნენ ცხვირაწეულებად და ფიცხებად.
 
განსხვავებული იყო აგრეთვე ეკლესიის მამათა განათლება და საქმიანობის საფუძვლები:
 
* დასავლეთის არაერთ გავლენიან თეოლოგს ჰქონდა რომაული კულტურისათვის ჩვეული იურიდიულ-პოლიტიკური განათლება: [[ტერტულიანე]]ს, [[ამბროსი მედიოლანელი|ამბროსი მედიოლანელს]], [[ნეტარი ავგუსტინე|ნეტარ ავგუსტინეს]]. აქედან გამომდინარე მათთვის თეოლოგიაში მნიშვნელოვანი იყო იურიდიული და ორგანიზატორული ([[ეკლესიოლოგია]]) ასპექტები.
* აღმოსავლეთში კი მეტი მნიშვნელობა კლასიკურ განათლებას ენიჭებოდა, მათ შორის [[ანტიკური ფილოსოფია|კლასიკურ ფილოსოფიას]], [[რიტორიკა]]ს, [[საბუნებისმეტყველო მეცნიერებები|საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს]] ([[ორიგენე]], [[ბასილი დიდი]], [[გრიგოლ ღვთისმეტყველი]]). ამიტომაც აღმოსავლური თეოლოგია უფრო მეტად ისეთ სიღრმისეულ ფილოსოფიურ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა [[ქრისტოლოგია]].
 
მწვალებლობებიც აღმოსავლეთსა და დასავლეთში სხვადასხვაგვარი საფუძვლებით აღმოცენდებოდა ხოლმე: დასავლეთში [[დონატიზმი]]ს მწვალებლობის საფუძველი უპირველესად საეკლესიო სამართლებრივი შეუთანხმებლობა იყო, ხოლო აღმოსავლური მწვალებლობები — მაგალითად, [[არიანელობა]] და [[მონოფიზიტობა]] — დაკავშირებული იყო ქრისტოლოგიურ კითხვებთან და რწმენისა და დასავლური ფილოსოფიის ურთიერთობასთან.
 
აღმოსავლეთში, ტრადიციულად, მრავალი განათლებული საერო პირი იყო, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საეკლესიო ცხოვრებასა და თეოლოგიურ მოღვაწეობაში; ზოგიერთი მათგანი, მაგალითად [[ფოტიოს I]], მოგვიანებით პატრიარქიც კი გახდა. დასავლეთში კი პირიქით, პოლიტიკური განვითარების შედეგად, ეკლესია დაახლოებით [[V საუკუნე|V საუკუნის]] მიწურულიდან განათლების სფეროში მონოპოლიას ფლობდა — შემდგომი პერიოდის ყველა კლერიკოსს განათლების მიღება მხოლოდ ეკლესიის შიგნით შეეძლო, საერო პირები კი საერთოდ ძალიან იშვიათად იყვნენ განათლებულნი.
 
=== პოლიტიკური გავლენა ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_სქიზმა“-დან