ნერსე II: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ removed Category:ქართველები using HotCat |
No edit summary |
||
ხაზი 27:
}}
'''ნერსე II''', ქართლის [[ერისმთავარი]] VIII საუკუნის II ნახევარში ([[781]]-მდე)
ხალიფა მაჰდიმ ([[775]]-[[785]]) გამეფებისთანავე გაათავისუფლა ნერსე II და იმავე პატივით ქართლში გამოისტუმრა. 5 წლის შემდეგ ნერსე II კვლავ შეებრძოლა არაბებს, შემდეგ თავისი მხლებლებით ხაზარებთან გაიქცა (დარიალის გზით), რადგან მათი დახმარების იმედი ჰქონდა. ხაზართა ხაკანმა ნერსე II პატივისცემით მიიღო, მაგრამ სამხედრო დახმარებაზე, ჩანს, უარი უთხრა. ნერსე II დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) გადავიდა, სადაც წინასწარ ჰყავდა ცოლ-შვილი გახიზნული. აქ მან შეიტყო, რომ ხალიფას ქართლის ერისმთავრად მისი დისწული [[სტეფანოზ IV|სტეფანოზ]] გურგენის ძე დაენიშნა. ნერსე II-მ ამირასაგან ქართლში დაბრუნების ნებართვა და უშიშროების გარანტია ითხოვა. ხაზარებისაგან მიტოვებული ნერსე II არაბებისათვის საშიში აღარ იყო და, როგორც კერძო პირი, ქართლში დაბრუნდა.
|