მაკედონია (რომის პროვინცია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
{{double image|right|Map_Macedonia_province.png|250|Roman_Empire_125.png|270|რომის მაკედონიის რუკა (მარცხნივ) და იმპერატორ [[ადრიანე]]ს დროინდელი რომის კოლონიების რუკა.}}
'''მაკედონია''' ({{lang-la|Macedonia}}) — [[რომის რესპუბლიკა|რომის რესპუბლიკის]], შემდეგ კი [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] [[რომის პროვინცია|პროვინცია]].
 
== ისტორია ==
პროვინცია მაკედონია წარმოიქმნა [[ძველი მაკედონია|ამავე სახელწოდების სამეფოს]] ადგილას რიგი [[მაკედონური ომები]]ს შედეგად. [[ძველი რომი|რომის]] სამხედრო ექსპანსიას [[ბალკანეთი|ბალკანეთზე]] მოჰყვა [[ძველი მაკედონია|მაკედონიასთან]] დაპირისპირება. ჯერ კიდევ [[მეორე პუნიკური ომი]]ს დროს გაჩაღდა [[პირველი მაკედონური ომი|პირველი ომი მაკედონიასთან]] ([[ძვ. წ. 215]]-[[ძვ. წ. 205|205]] წლებში), რომელმაც არც ერთი მხარისთვის არ გამოიღო შედეგი. მაგრამ უკვე ხუთი წლის შემდეგ რომმა მიიღო იმის შესაძლებლობა, რომ თავისი ძალების კონცენტრირება [[ძველი მაკედონია|მაკედონიაზე]] მოეხდინა და [[მეორე მაკედონური ომი]]ს შედეგად ([[ძვ. წ. 200]]-[[ძვ. წ. 196|196]] წლები) მაკედონიას თავისი ისტორიული საზღვრების გარეთ ყველა სამფლობელო ჩამოართვა. [[ძვ. წ. 179]] წელს ძალაუფლების სათავეში მოსულმა ახალგაზრდა და აქტიურმა მეფე [[პერსევსი (მაკედონია)|პერსევსმა]] სცადა [[ძველი მაკედონია|მაკედონიის]] ძველი დიდების დაბრუნება, რის შედეგადაც დაიწყო [[მესამე მაკედონური ომი]] ([[ძვ. წ. 171]]-[[ძვ. წ. 168|168]] წლები), რომელიც თავდაპირველად მაკედონელთა სასარგებლოდ დაიწყო — ლარისთან ბრძოლაში [[პუბლიუს ლიცინიუს კრასუსი (ძვ. წ. 171 წლის კონსული)|პუბლიუს ლიცინიუს კრასუსის]] ჯარები მთლიანად განადგურდა. მიუხედავად ამისა, უკვე [[ძვ. წ. 169]] წელს [[კონსული]] [[კვინტუს მარციუს ფილიპუსი]] შეიჭრა მაკედონიაში, მაგრამ თავი აარიდა გადამწყვეტ ბრძოლას იმ მიზეზით, რომ მეომრები ლაშქრობის გამო მეტად გადაღლილები იყვნენ. ომის ბედი მომავალ წელს გადაწყდა, როცა პიდნასთან ბრძოლაში კონსულ ლუციუს ემილიუს პაულუს მაკედონიკუსის ლეგიონებმა მაკედონელთა რიგები გატეხა, თვითონ მეფე პერსევსი კი თავისივე დიდებულებმა გასცეს. [[ძველი მაკედონია|მაკედონიის სამეფო]] გაიყო ოთხ რესპუბლიკად, რომლებიც რომის მფარველობის ქვეშ მოექცა.
 
== რელიგია ==