ზუბალაშვილები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] [[1820-იანები|20-იან წლებში]] სავაჭრო საქმიანობაში დაწინაურდნენ '''დავითი''', '''გრიგოლი''' და '''მიხეილი''', რომლებმაც რუსეთში გააჩაღეს ვაჭრობა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დიდმა ვაჭარმა და მრეწველმა '''იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილმა''' ([[1792]]-[[1864]]). მას არყის სახდელი ჰქონდა [[ქუთაისი|ქუთაისში]] და მის მიდამოებში. [[1837]] წელს [[თბილისი|თბილისში]] საფუძველი ჩაუყარა ამხანაგობას, რომელმაც დააარსა ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა. ქარხნის მაქსიმალურმა მწარმოებლურობამ 186 ათას მანეთს მიაღწია. აქ 50 დაქირავებული მუშა და 10-ზე მეტი ოსტატი და ზედამხედველი მუშაობდა. ქარხანამ 7-8 წელი იარსება და დაიხურა უმთავრესად რუსეთიდან შემოტანილი შაქრის კონკურენციისა და ადგილობრივი ნედლეულობის გამო.
 
60-70-იან წლებში ცნობილი იყო '''კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი''' ([[1828]]-[[1901]]), რომელმაც დაამთავრა [[თბილისის კლასიკური გიმნაზია|კეთილშობილთა სასწავლებელი]], შევიდა სამხედრო სამსახურში და მონაწილეობდა დაღესტნის ბრძოლებში. [[1850]] წელს მიიღო შტაბის კაპიტნის ხარისხი. [[1856]] წელს ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და ხელი მიჰყო კომერციას. ფინანსური დახმარებას უწევდა კათოლიკურ და ქართულ სკოლებს, გაზეთებს.
 
კონსტანტინეს შვილების, სტეფანე (1860–1904), პეტრე (დ. 1862) და იაკობ (1876–1941) ზუბალაშვილების მიერ გაღებული თანხით აშენდა თბილისში „[[ზუბალაშვილების სახალხო სახლი|სახალხო სახლი]]“ — ქართული თეატრის შენობა, თავადაზნაურთა გიმნაზიის შენობა, კათოლიკური ეკლესია ბათუმში, ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთსა და უცხოეთში. კონსტანტინეს უფროსი ვაჟი, ლევანი (1851–1914) ცხოვრობდა მოსკოვში; კალჩუგაში ააგო ცნობილი რეზიდენიცა, რომელსაც შემდეგ ქალაქგარე საცხოვრისად იყენებდა ბოლშევიკური ელიტა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზუბალაშვილები“-დან