თავადაზნაურობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''თავადაზნაურობა''', ფეოდალურ საზოგადოებაში იური...
 
No edit summary
ხაზი 3:
თავადაზნაურობა საქართველოში, ადრინდელ ფეოდალურ ზანაში ქართველ ფეოდალთა კლასი წარმოდგენილი იყო [[აზნაური| აზნაურობის]] სახით. ამავე ხანაში გაჩნდნენ დიდებული აზნაურები, რომლებიც დანარჩენ ჩვეულებრივ აზნაურებზე უფლებრივად და ეკონომიკურად მაღლა იდგნენ. დიდებულ აზნაურებს ვასალი აზნაურები ჰყავდათ. XV საუკუნეში დიდებული აზნაურები ცალკე ფენა [[თავადი|თავადთა]] წოდების სახით ჩამოყალიბდა და შეიქმნა გაბატონებული კლასის ორი წოდებრივი კატეგორია: თავადთა და აზნაურთა წოდება. ნაწილი აზნაურებისა თავადთა დამოკიდებულებაში მოექცა. აზნაურები ჰყავდათ აგრეთვე მეფეს (სამეფო აზნაურები) და ეკლესიას (საეკლესიო აზნაურები).
 
XIX საუკუნის I ნახევარში (საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ) რუსეთის მთავრობამ რუსეთის ფეოდალურ-ბატონყმურ წყობილებასთან ქართული წყობილების სოციალური უნიფიკაციის მიზნით ჩაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, რომელთა შედეგად შეიქმნა ერთიანი კონსოლიდარებული თავად-აზნაურთა წოდება; 1803 წელს მთავარმმართებელ პ. ციციანოვის თაოსნობით თბილისში დაარსადა ქართველ თავად-აზნაურთა პირველი წოდებრივი ორგანიზაცია - [[თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო]] სათანადო დებულებით. დეპუტატთა საკრებულო ირჩევდა [[მაზრა|სამაზრო]] და [[გუბერნია|საგუბერნიო]] [[თავად-აზნაურთა წინამძღოლი (მარშალი)]] თავად-აზნაურთა წინამძღოლებს (მარშლებს). იგი მოწოდებული იყო დაეცვა ქართველ თავად-აზნაურთა კლასობრივი ინტერესები. ქართველ ფეოდალთა ეს წოდებრივი ორგანიზაცია მოწყობილი იყო რუსეთის გუბერნიების თავად-აზნაურთა ორგანიზაციების მსგავსად. რუსეთის მთავრობის შემდეგი ღონისძიება იყო ვასალურ-სენიორული დამოკიდებულების მოსპობა საქართველოში და რუს თავადაზნაურობასთან ქართველი თავადაზნაურობის უფლებრივი გათანაბრება. [[1811]] წელს კანონით საეკლესიო აზნაურები ჩამოაცილეს ეკლესიას, [[1827]] წელს ქართველი თავადაზნაურობა უფლებრივად გაუთანაბრდა რუსეთის თავადაზნაურობას, ამასთან, ცარიზმმა ქართველ თავადაზნაურობას მემკვიდრეობითი ფეოდალური თანამდებობები და საგადასახადო იმუნიტეტი მოუსპო, 1833 წელს კანონით სათავადო აზნაურები გაათავისუფლეს თავადებისადმი ვასალური დამოკიდებულებისაგან (იმერეთ-გურიის მიმართ ასეთი კანონი 1848 წელს გამოიცა), რის შედეგად ხდებოდა მათი სამამულო (ქონებრივი) გამიჯვნაც. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე 1838 წლის კანონი, რომლითაც ქართლ-კახეთში სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოში არჩევნებისას და თანამდებობის დაკავებისას უფლებრივი განსხვავება თავადებსა და მათ ყოფილ სათავადო აზნაურებს შორის მოისპო, მოხდა მათი უფლებრივი ნიველირება.
 
ერთიანი უფლებების მქონე ქართველ თავად-აზნაურთა წოდებაში დამტკიცება ათეულ წლობით გაჭიანურდა. იგი დაიწყო 1809 წელს და დამთავრდა მხოლოდ 1850 წელს (ქართლ-კახეთსა და იმერეთ-გურიაში). [[1851]] წელს ქართველ თავად-აზნაურთა წოდებრივი ორგანიზაცია - სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულო - შეიქმნა დასავლეთ საქართველოშიც - [[ქუთაისი|ქუთაისში]].
 
ქართველ თავად-აზნაურთა კლასი მრავალრიცხოვანი იყო. ქართველი თავადაზნაურობა იყო არა მარტო უფლებრივად (სოციალურად) გაბატონებული ფეოდალთა კლასი, რომელიც ექსპლუატაციას უწევდა მწარმოებელ კლასს - გლეხობას, არამედ იგი იყო აგრეთვე მიწის მონოპოლური მესაკუთრე. საქართველოში მიწა-წყლის მეტ ნაწილს თავადაზნაურობა და სამეფო ხაზინა (საქართველოს, შემდეგ რუსეთს) ფლობდა. ასე იყო არა მარტო ფეოდალიზმის პერიოდში, არამედ კაპიტალიზმის ხანაშიც. თავადაზნაურობა, როგორც კლასი, ლიკვიდირებულ იქნა მხოლოდ [[ოქტომბრის რევოლუცია|ოქტომბრის რევოლუციის]] შემდეგ.
 
{{ქსე}}