ქართლური დიალექტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
ამგვარად, ქართლურის საფუძველზე იშვება, თანდათანობით ვითარდება და ყალიბდება [[ძველი ქართული ენა|ძველი ქართული სალიტერატურო ენა]]. ეს პერიოდი V-XII საუკუნეებს უნდა მოიცავდეს დაახლოებით.
[[ქართული ენა|ახალი ქართული ენის]] სათავეები გვაქვს XII საუკუნიდან ([[იოანე შავთელი|ი.შავთელი]], [[ჩახრუხაძე]], [[შოთა რუსთაველი]]), თუმცა მისი ჩანასახები შეინიშნება X-XI საუკუნიდანაც ([[გიორგი მთაწმიდელი|გიორგი მთაწმიდლისა]] და სხვათა ნაწერებში). ამ ენის ჩამოყალიბების პერიოდი გრძელდება დაახლოებით XVIII საუკუნემდე. XVIII საუკუნისათვის ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება უკვე დამთავრებულია, რის საუკეთესო ნიმუშსაც წარმოადგენს [[სულხან-საბა ორბელიანი]]სა და [[დავით გურამიშვილი]]ს ნაწერები.
 
ახალი სალიტერატურო ქართული ენის ჩამოყალიბებაში, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით [[თერგდალეულები|თერგდალეულებს]] [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] მეთაურობით, აქტიურ მონაწილეობას იღებს [[კახური კილო|კახურიც]]. შეიძლება ითქვას, რომ [[ძველი ქართული ენა|ძველი სალიტერატურო ქართული ენა]] შეიქმნა ისტორიული [[ქართლი]]ს მეტყველების საფუძველზე, ხოლო [[ქართული ენა|ახალი ქართული სალიტერატურო ენა]] მიღებულია ძველი ქართულის გადამუშავების შედეგად ქართლ-კახეთის ცოცხალი მეტყველების საფუძველზე.