წითელი ბრიგადები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი რაიონი იყო [[მილანი]]–[[ტურინი]]–[[გენუა|გენუას]] ზონა. მისი მებრძოლების პირველი ტერაქტი იყო საწყობების დაწვა, ფაბრიკებისა და ქარხნების გაფუჭება, აფეთქებები, მუქარით სავსე ფურცლების გავრცელება:„გეშინოდეთ პატრონების ჭუჭყიანო მსახურებო“. მალე ისინი ინდივიდუალური ტერაქტის ტაქტიკაზე გადავიდნენ. მათი მსხვერპლი ხდებიან „სისტემის მსახურები“:ინჟინრები, სასამართლოს მოხელეები, ადვოკატები, მოგვიანებით, პოლიტიკური მოღვაწეები. მოგვიანებით მათ ხელისუფლების წარმომადგენელთა გატაცების ოპერაციები დაიწყეს, ამ უკანასკნელებზე „სახალხო სასამართლოს“ ორგანიზების მიზნით. პირველი ასეთი სასამართლო პროცესი მათ [[1974]] წლის გაზაფხულზე გატაცებულ გენუის პროკურორს [[მარიო სოსსი|მარიო სოსსის]] მოუწყეს. სოსსი ბრალმდებლად გამოდიოდა ხოლმე პოლიტიკურ პროცესებზე. მათი თავისუფლებისათვის ტერორისტები ე.წ. [[22 ნოემბრის დაჯგუფება|22 ნოემბრის დაჯგუფების]] 8 დაკავებული ხელმძღვანელის განთავისუფლებას ითხოვდნენ.
 
წითელი ბრიგადების წევრები დიდი ყურადღებას უთმობდა კონსპირაციას. სპეციალურ სახელმძღვანელოში ეწერა, რომ ორგანიზაციის წავრთა ბინა უნდა იყოს უბრალო. მეზობლებთან თავაზიანი უნდა იყვნენ. განსაზღვრული საათის შემდეგ არ ჩართონ რადიომიმღებები და არ უსმინონ მუსიკას. არ იყო რეკომენდირებულირეკომენდებული საკუთარ რაიონში რაიმეს ყიდვა და კაფეში შესვლა.
 
წითელი ბრიგადების აქტიური წევრები იყო [[ბარბარა ბალტერანი]]. ლეგალურ ცხოვრებაში ის ერთ–ერთ მუნიციპალურ ოლქში წესიერ მოსამსახურედ მუშაობდა. არც ერთ მის თანამშრომელს ეჭვი არ გასჩენია, რომ ამ გოგონას იტალიის პოლიციის ნახევარი ეძებდა. ორი დღით საავადმყოფო ფურცლის აღების შემდეგ ბარბარა გაემგზავრა ტურინში, სადაც იქაურ ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარე მოკლა. მის ბინაში იარაღის არსენალი ინახებოდა. ბარბარა პირადად უკეთებდა ოპერაციებს დაჭრილ ბრიგადელებს, ხოლო თავისი დაწესებულების ბლანკებით ტერორისტებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა. ის იყო ერთადერთი ქალი, რომელიც წითელი ბრიგადების ხელმძღვანელობაში მოექცა.