ილია აბულაძე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
'''ილია ვლადიმერის ძე აბულაძე''' (* [[24 ნოემბერი]], [[1901]], [[ზემო საქარა|სოფ. ზემო საქარა]], ახლანდელი [[ზესტაფონის რაიონი]] ― † [[9 ოქტომბერი]], [[1968]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] ფილოლოგი. ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი.
==ბიოგრაფია==
დაამთავრა [[თსუ]]-ის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერებისა (1926) და საენათმეცნიერო (1929) განყოფილებები. 1933-იდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ინიციატივით 1958 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომლის დირექტორად მუშაობდა გარდაცვალებამდე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართველოს
ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ-სომხურ ფილოლოგიურ პრობლემებისადმის მიძღვნილი. აბულაძემ ძველი მწერლობის ძეგლების ანალიზის საფუძველზე ცხადყო ქართული სომხური ლიტერატურის ურთიერთობის ორმხრივი ხასიათი. მასვე ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი (ნათარგმნი თუ ორიგინალური) ძეგლების მეცნიერულ-კრიტიკული პუბლიკაციებუ (იაკობ ცურტაველი, მარტჳლობაჲ შუშანიკისი, თბილისი, 1938; სულხან-საბა ორბელიანი, თხზ., ტ. 4 - ლექსიკონი ქართული, წგნ. 1-2, თბ., 1965-1966). მის სახელთან დაკავშირებულია კავკასიის ალბანელთა ანბანის აღმოჩენა (1937).
|