ცენტრალური სერბეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:ცენტრალური სერბეთი.png|მინი|ცენტრალური სერბეთის ტერიტორია ფერითაა გამოყოფილი]]
'''ცენტრალური სერბეთი''' ({{lang-sr|Централна Србија}}) — სახელწოდება [[სერბეთის რესპუბლიკა|სერბეთის რესპუბლიკის]] ერთ-ერთი ნაწილისა, რომელიც მოქცეულია [[ვოევოდინა]]სა და [[კოსოვო-მეტოხია|კოვოსო-მეტოხიის]] ავტონომიურ მხარეებს შორის. ცენტრალური სერბეთი თავის მხრივ არ წარმოადგენს ცალკეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს და არ აქვს განსაზღვრა არც ერთ კანონსა თუ იურიდიულ დოკუმენტს. ცნება ''„ცენტრალური სერბეთი“'' შემოღებულია უშუალოდ სერბეთის იმ ნაწილის გამოსაყოფად, რომელიც ავტონომიური მხარეების ფარგლებს გარეთაა. ცენტრალურ სერბეთში მდებარეობს 17 რაიონი და ქვეყნის დედაქალაქი — [[ბელგრადი]], რომლის ტერიტორიაც გარეუბნებთან ერთად ასევეა გამოყოფილი [[ბელგრადის რაიონი|ცალკე რაიონად]].
 
== გეოგრაფიული მდებარეობა ==
სერბეთის ამ ნაწილის სახელწოდება განაპირობა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ — ის ქვეყნის ცენტრშია განლაგებული. ცენტრალური სერბეთის ჩრდილოეთით მდებარეობს [[ვოევოდინა]]ს ავტონომიური მხარე, ხოლო სამხრეთით — [[კოსოვო-მეტოხია|კოსოვო და მეტოხია]]. ცენტრალურ სერბეთს დასავლეთით გასასვლელი აქვს [[ჩერნოგორია|ჩერნოგორიისა]] და [[ბოსნია და ჰერცოგოვინა|ბოსნია და ჰერცოგოვინის]] საზღვრებზე, აღმოსავლეთით კი [[რუმინეთი]]ს, [[ბულგარეთი]]სა და [[მაკედონია|მაკედონიის]] საზღვრებზე.