არგიშთი I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 20 interwiki links, now provided by Wikidata on d:q317030 (translate me)
No edit summary
ხაზი 26:
|დედა =
}}
'''არგიშთი I''', [[ურარტუ]]ს მეფე (ძვ. წ. 786 - ძვ. წ. 764). [[მენუა]]ს ძე. მის დროს ურარტუ წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ გადაიქცა. დიდი წარმატებები მოიპოვა არგიშთი I-მა ასურეთთან ბრძოლაში, აგრეთვე ჩრდილოეთ სირიის, ურმიისპირა რაიონისა და სამხრეთ ამიერკავკასიის დასაუფლებლად გამართულ ომებში. არგიშთი I-ის დროს ამიერკავკასიაში, არარატის ველზე, ააგეს დიდი ურარტული ციხე-ქალაქები [[ერებუნი]] (ახლანდელი არინ-ბერდი) და [[არგიშთიხინილი]]. არგიშთი I-ის დროს დაიწყო სევანისპირა რაიონების დაპყრობა. [[საქართველო]]ს ტერიტორიამდე მოაღწია არგიშთი I-ის სახელით შედგენილმა მრავალმა ურარტულმა წერილობითმა ძეგლმა, მ. შ. ვანის კლდეზე ამოკვეთილმა მატიანის ხასიათის წარწერამ.
== ლიტერატურა ==
{{ქსე|1|556|მელიქიშვილი გ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არგიშთი_I“-დან