ევა კესიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ტურზე → ტურნეზე using AWB
ხაზი 1:
'''ევა მერი კესიდი''' (Eva Marie Cassidy) (დ. [[2 თებერვალი]], [[1963]], [[ვაშინგტონი]], [[აშშ]] ― გ. [[2 ნოემბერი]], [[1996]], [[ბოუი]], [[მერილენდი|მერილენდის შტატი]], [[აშშ]]) იყო [[ამერიკელები|ამერიკელი]] [[ვოკალისტი]], რომელიც ბრიტანულმა გაზეთმა ''[[The Guardian]]'' „მისი თაობის უდიადესი ხმის პატრონად” შერაცხა. მისი მრავალფეროვანი რეპერტუარი [[ჯაზი|ჯაზისაგან]], [[ბლუზი|ბლუზისაგან]], [[ფოლკი|ფოლკისაგან]], [[გოსპელი|გოსპელისაგან]] და [[პოპი|პოპისაგან]] შედგებოდა. ევას მის მშობლიურ ქალაქ [[ვაშინგტონი]], [[აშშ]]-ის გარეთ თითქმის არავინ იცნობდა, როდესაც ის 1996 წელს მელანომით გარდაიცვალა. თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოცემული სიმღერათა კრებულების გაყიდვის რაოდენობამ ოთხ მილიონს გადააჭარბა, ხოლო [[2001]] წლის დასაწყისში გამოცემულმა ალბომმა ''[[Songbird (ევა კესიდის ალბომი)|Songbird]]'' [[ინგლისი|ინგლისის]] ალბომთა რეიტინგში პირველ ადგილს მიაღწია.
 
== ბიოგრაფია ==
ხაზი 12:
1980-იან წლებში ევა სხვადასხვა ბენდებში მონაწილეობდა , მათ შორის სოულისა და მოტოუნის სტილზე ორიენტირებულ ბენდში „The Honeybees”, ასევე ტექნო-პოპის ორიგინალურ ბენდში „Characters Without Names” (მოგვიანებით ამ ბენდს „Method Actor” ეწოდა).
 
ამ პერიოდის განმავლობაში ევა ასევე მუშაობდა პროოაგატორად ავეჯის დიზაინერად [[ანაპოლისი|ანაპოლისში]], [[მერილენდი|მერილენდის]] შტატში. [[1986]] წელს ევამ გაიცნო ბასისტი და ხმოვანი ჩანაწერების ინჟინერი კრის ბიონდო (Chris Biondo). იგი დაეხმარა ევას რამდენიმე შოუში შემცვლელ მომღერლის სამუშაოზე მოწყობაში. 1990 წელს დაიქირავა ე.წ. „ევა კესიდის ბენდი”, რომელიც შედგებოდა კრის ბიონდოსაგან, ლენი უილიამსისგან (Lenny Williams), ქეით გრაიმისგან (Keith Grimes) და რეის მაკლეოდისგან (Raice McCleod) და ვაშინგტონის რეგიონში ხშირი გამოსვლები დაიწყო.
 
[[1992]] წელს კრის ბიონდომ ევას ჩანაწერები [[ჩაკ ბრაუნი|ჩაკ ბრაუნს]] (Chuck Brown) მოასმენინა. ბრაუნი, რომელიც ყველაზე მეტად „[[go-go]]” მომღერლის სტატუსით არის ცნობილი, წარმატებული ჯაზის და ბლუზის ვოკალისტია. ამან შედეგად ევას პირველი კომერციული ჩანაწერის შექმნას დაუდო საფუძველი: ევა კესიდისა და ჩაკ ბრაუნის დუეტური ალბომი ''[[The Other Side (ევა კესიდის ალბომი)|The Other Side]]''; ალბომში შედიოდა ისეთი კლასიკური სიმღერების შესრულებები, როგორიცაა "Fever", [[ბილი ჰოლიდეი|ბილი ჰოლიდეის]] (Billie Holiday) „God Bless the Child” და ევა კესიდის ყველაზე გახმაურებული ინტერპრეტაცია სიმღერისა „[[Somewhere Over the Rainbow|Over the Rainbow]]”. დამოუკიდებლად გამოცემულმა ამ ალბომმა სხვადასხვა ჩამწერი კომპანიების ყურადღება მიიზიდა, თუმცა ყველა შემოთავაზება ევა კესიდისაგან ერთ გარკვეულ სტილში კონცენტრირებას ითხოვდა (მაგ. პოპი ან ჯაზი), რაზეც იგი გადაჭრით ამბობდა უარს.
ხაზი 32:
[[1998]] წელს გამოვიდა ევას სიმღერათა კრებული „[[Songbird (ევა კესიდის ალბომი)|Songbird]]”. ეს ალბომი რამდენიმე წელი მსმენელის ყურადღების მიღმა დარჩა, სანამ ბი-ბი-სის „Radio Two”-ს წამყვანმა [[ტერი ვოგანი|ტერი ვოგანმა]] (Terry Wogan) მისი პროდიუსერის [[პოლ ვოლტერსი|პოლ ვოლტერსის]] რჩევით სიმღერები რადოში არ გააჟღერა. [[2001]] წელს, მას შემდეგ რაც ბი-ბი-სის სატელევიზიო შოუში „Top Of The Pops 2” ევას შესრულებული სიმღერა „Over The Rainbow”-ს კლიპი ფართო აუდიტორიას გააცნო, ალბომმა [[დიდი ბრიტანეთი|გაერთიანებული სამეფოს]] ალბომების რეიტინგში პირველ ადგილს მიაღწია. [[სტინგი|სტინგმა]], (კომპოზიტორი და მომღერალი, რომელმაც „Fields of Gold” დაწერა) როგორც ამბობენ მისი სიმღერის ევასეული შესრულების მოსმენისას ცრემლები ვერ შეიკავა. {{Fact|date=February 2007}} ალბომმა ''Songbird'' [[ევროპა|ევროპაშიც]] მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ხოლო შეერთებულ შტატებში [[RIAA სერთიფიკაცია|ოქროს სტატუსი]] მიიღო.
 
ამის შემდეგ გამოვიდა რამდენიმე CD: ''Time After Time'' ([[2000]]), ''Imagine'' ([[2002]]) და "American Tune" (2003). 2001 წელს გაერთიანებლ სამეფოში გამოიცა წიგნი ''Songbird'', სადაც მოთხრობილია ევას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. წიგნი ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების მონათრობს ეფუძნება. წიგნის ყდიანი გამოცემის გაყოდვათა რაოდენომამ 100,000 გადააჭაბა. 2003 წლის ბოლოს ასეცე გამოიცა წიგნის ამერიკული გამოშვება (რბილი ყდით, გამომცემლობა: Gotham Books, a division of Penguin Group USA). ამერიკულ გამოშვებაში რამდენიმე დამატებითი თავი შევიდა.
 
[[2001]] წლის მარტში ABC-ს შოუმ ''[[Nightline]]'' შეერთებულ შტატებში გახმაურებული [http://abcnews.go.com/Nightline/story?id=128772&page=1] მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გაუშვა ევა კესიდის შესახებ. იგივე ფილმი გადაიცა ინგლისური ტელეარხის ITV-ს ეთერში 2001 წლის მაისში.
 
[[2002]] წელს ფიგურულმა მოცეკვავე [[მიშელ კვანი|მიშელ კვანმა]] ევას კესიდის მუსიკა ახალ აუდიენციას გააცნო. მან თავისი გამოსვლა 2002 წლის ზამთრის ოლიმპიადის გალაზე ევა კესიდის „Fields of Gold”-ის ფონზე შეასრულა (მიშელმა იგივე გაიმეორა 2002 წლის „ჩრდილოეთ ზაფხულის ტურზე”ტურნეზე”). ამისათვის მიშელი ჩამწერმა კომპანიამ ოქროს ჩანაწრით დააჯილდოვა. ევას შესრულებული სიმღერა „[[Kathy's Song]]” გამოყენებულია მხატვრულ ფილმში „მანჰეტენელი მოახლე” (Maid in Manhattan). ეს ფილმიც 2002 წელს გამოვიდა. ფილმში სიმღერა სცენარისტის პოლ საიმონის (Paul Simon) რეკომენდაციით მიიღეს.
 
[[2003]] წელს ინგლისში მოღვაწე [[საქართველო|ქართველმა]] მომღერალმა [[ქეთი მელუა|ქეთი მელუამ]] თავისი სიმღერა „Faraway Voice” ევა კესიდის ხსოვნას მიუძღვნა. ქეთი მელუამ კონცერტზე ასევე შეასრულა „Anniversary Song” ევასეული არანჟირებით. 2006 შობის ღამეს [[BBC1]]-მა გაუშვა გადაცემა „impossible duets”, სადაც ქეთი მელუა ევას კესიდისთან ერთად [[Somewhere Over The Rainbow|Over The Rainbow]]-ს ასრულებს.
ხაზი 64:
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
* [http://www.evacassidy.org Eva Cassidy Web Site] (ინგლისურად) - ევას მამიდაშვილის, ლაურა ბლაის (Laura Bligh) არაკომერციული საიტი, რომელიც ევას ეძღვნება
* [http://www.evacassidy.com Eva Cassidy Art Work] (ინგლისურად) - საიტი, რომელიც ევას შემოქმედებას ეძღვნება და რომელსაც ევას დები ანეტ კესიდი (Anette Cassidy) და მარგარეტ კესიდი (Margret Cassidy Robinson) უძღვება
Line 80 ⟶ 79:
[[კატეგორია:დაბადებული 1963]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1996]]
 
{{Link GA|en}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევა_კესიდი“-დან