ნოდარ დუმბაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ვებგვერდი → საიტი using AWB
ხაზი 27:
 
== ბიოგრაფია ==
ნოდარqondar ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა [[1928]] წლის [[14 ივლისი|14 ივლისს]] ქალაქ [[თბილისი|თბილისში]], მოსამსახურის ოჯახში. მამა — ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის [[ბაღდათი|მაიაკოვსკის]] რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა — ანა ივანეს ასული ბახტაძე — დიასახლისი. [[1937 წლის რეპრესიები]]ს პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, [[ჩოხატაურის რაიონი]]ს სოფელ [[ზენობანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)|ზენობანში]] გადავიდა.
 
1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ [[ხიდისთავი]]ს საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც [[1950]] წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. [[1956]]—[[1957]] წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოდარ_დუმბაძე“-დან