ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q46758
clean up, replaced: რელიქვიები → რელიკვიები using AWB
ხაზი 16:
}}
 
'''ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები''' ({{lang-en|Harry Potter and the Deathly Hallows}}) — მეშვიდე და უკანასკნელი წიგნი [[ჰარი პოტერი]]ს რომანების სერიაში, რომლის ავტორი არის [[ჯოან როულინგი]].
 
== რომანის გამოცემა ==
ხაზი 24:
== სახელწოდება ==
 
წიგნის სახელწოდებაზე ავტორისგან ცნობილი გახდა 2006 წლის 21 დეკემბერს, მისი ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით, მაგრამ მისი ამოცნობა შესაძლებელი იყო მხოლოდ გამომცემლობა Bloomsbury-ის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ვიქტორინის შემდეგ. მთარგმნელებისათვის როულინგმა გამოაქვეყნა წიგნის მეორე სახელწოდებაც - ''Harry Potter and the Relics of Death'' (სიტყვა-სიტყვით: ჰარი პოტერი და სასიკვდილო რელიქვიებირელიკვიები) - ეს უფრო აადვილებს მისი სახელწოდების სხვა ენებზე თარგმნას.
 
== სიუჟეტი ==
ხაზი 30:
{{სიუჟეტი}}
 
ვოლდემორთან შეკრების შემდეგ სიკვდილის მხვრელები გადაწყვიტავენ ჰარის თავს დაესხან მაშინ, როდესაც იგი ფენიქსის ორდენის წევრები მას ერთ-ერთი წევრის ოჯახში გადაიყვანენ. ისინი თავს ესხმიან ჰარისა და მის მეგობრებს გადაფრენისას, რასაც ეწირება ბუ ჰედვიგი. ჰარის ჯადოსნური ჯოხი მოულოდნელ შელოცვას ისვრის და ბნელი მბრძანებლის ჯოხი, რომელიც მან ლუციუს მალფოისგან აიღო, იმტვრევა.
 
ბილ უისლის ქორწილის წინ მეგობრების სამეულს აკითხავს მაგიის მინისტრი [[რუფუს სკრიმჯერი]], რომელმაც ბავშვებს უნდა გადასცეს დამბლდორის ანდერძით გათვალისწინებული ნივთები - [[გოდრიკ გრიფინდორი]]ს ხმალი, წიგნის „[[მგოსანი ბიდლის ზღაპრები]]“, [[დელუმინატორი]] (შუქის შეწოვის და გამოშვების მოწყობილობა) და ჰარის მიერ პირველად დაჭერილი [[სნიჩი]]. მაგრამ ხმალს ჰარის არ აძლევენ, რადგან ის დამბლდორს არ ეკუთვნოდა. ქორწილში ჰარი გაიცნობს ლუნა ლავგუდის მამას, ქსენოფილიუსს, რომელსაც გულზე დამაგრებული აქვს უცნაური სამკუთხედი ნიშანი.
 
ამ დროს საზარელი ამბები მჟღავნდება: სკრიმჯერი მოკლულია, ვოლდემორი აკონტროლებს სამინისტროს, ხოლო სიკვდილის მხვრელები თავად ჩნდებიან ქორწილში. ჰერმიონი, რონი და ჰარი ტრანსგრესირების დახმარებით ლონდონში ინაცვლებენ, სადაც სახლდებიან გრიმოს მოედანზე. ჰარის ბრძანებით ელფი [[კრიჩერი]] (რომელიც ამიერიდან მას ემსახურება) პოულობს მუნდუნგუს ფლეტჩერს და სირიუსის სახლში მოჰყავს. მუნდუნგუსი აღიარებს, რომ ნამდვილი ჰორკრუქსი-მედალიონი (რომელსაც ბავშვები ეძებენ) ქრთამის სახით გადასცა სამინისტროს თანამშრომელ [[დოლორეს ამბრიჯი|დოლორეს ამბრიჯს]].
 
მცირე მომზადების შემდეგ მეგობრები მრავალწვნიანი სასმელის დახმარებით ემსგავსებიან სამინისტროს თანამშრომლებს და უპრობლემოდ შედიან შენობაში. ისინი იპარავენ მედალიონს ამბრიჯისგან. იმ წუთებიდან მეგობრები იძულებულები არიან, ყოველი დღე გაატარონ საზოგადოებისგან შორს, ტყეებში, კარავში, შეიცვალონ ადგილსამყოფელი და დამცავი შელოცვების იმედი იქონიონ.
 
მეგობრები მორიგეობით ატარებენ გულზე მედალიონს და მორიგეობით ყარაულობენ ღამ-ღამობით კარავს. რონი, რომელზეც ჰორკრუქსი მეტად მოქმედებს, იწყებს წუწუნს და გაღიზიანებას. ჰარისთან და ჰერმიონთან შელაპარაკების შემდეგ იგი ტოვებს მათ და ქრება. მარტოდ დარჩენილი მეგობრები ეწვევიან გოდრიკის ღრმულს, სადაც გრიფინდორის ხმლის მოძებნის იმედი აქვთ. მაგრამ ვოლდემორის გველის, ნაგინისგან შეშინებულები, იქაურობას ტოვებენ.
ხაზი 42:
ერთხელ ღამით, როდესაც ჰარი კარავს დარაჯობს, ის ხედავს პატრონუსს, რომელიც ძუ-ირემის ფორმას ატარებს. პატრონუსი ჰარის მიიყვანს გაყინულ ტბასთან, რომლის ფსკერზეც გრიფინდორის ხმალია დამარხული. ჰარი ჩაყვინთავს მის ამოსაღებად, მაგრამ ამ დროს მედალიონი-ჰორკრუქსი იწყებს მის გაგუდვას. მოულოდნელად ჩნდება დაბრუნებული რონი, რომელიც გადაარჩენს მეგობარს. ისინი ხმლით ერთად ანადგურებენ მედალიონს.
 
წიგნში ’ბარდი ბიდლის ზღაპრები’ ჰერმიონი ამჩნევს უცნაურ სამკუთხედ ნიშანს და მის შესახებ ქსენოფილიუს ლავგუდთან საუბრის სურვილი უჩნდება. ლავგუდების სახლში ქსენოფილიუსი ჰარის, რონს და ჰერმიონს უამბობს სამი ძმის ამბავს, რომლებიც შეხვდნენ სიკვდილს და საჩუქრად სამი მძლავრი ნივთი მიიღეს - დაუმარცხებელი ჯოხი, ქვა, რომელიც აცოცხლებს მკვდრებს და უჩინრად გადაქცევის მოსასხამი. აღწერის მიხედვით, ზუსტად ასეთი მოსასხამი აქვს ჰარის. წიგნში მოთავსებული ნიშანი სიკვდილის საჩუქრებს აღნიშნავს. ლავგუდების სახლს აკითხავენ ვოლდემორის მსახურები და მეგობრები სასწრაფოდ აპარაციით ბრუნდებიან ტყეში. ჰარი შემთხვევით წარმოთქვამს ვოლდემორის სახელს, რითაც გათქმავს სამეულის ადგილსამყოფელს. ჩნდებიან სიკვდილის მხვრელები და მეგობრები მიჰყავთ მალფოების სახლში, სადაც იძახებენ ვოლდემორს. მაგრამ ჰარი და მისი მეგობრები, იქ დაპყრობილ გობლინ გრიპჰუკთან, მისტერ ოლივანდერთან და ლუნა ლავგუდთან ერთად ელფ დობის დახმარებით ტყვეობიდან თავს დააღწევენ. გაქცევისას მათ გაჰყვება ბელატრისა ლესტრეინჯის მიერ ნასროლი დანა, რომელიც დობის სასიკვდილოდ დაჭრის.
 
ბილთან და ფლერთან სტუმრობისას ბავშვები ასაფლავებენ დობის და გამოჰკითხავენ ოლივანდერსა და გრიპჰუკს ჯოხისა და ხმლის შესახებ. ერთად მეგობრები შეიმუშავებენ ბანკის გაძარცვის გეგმას. სანაცვლოდ გობლინი გრიფინდორის ხმალს ითხოვს.
 
ისინი იცვლიან იერს და უჩინმაჩინის მოსასხამით და იმპერიუსის შელოცვით ბელატრისას აკლდამაში შედიან, საიდანაც ჰაფლეპაფის ფიალას იპარავენ. გობლინი გარბის ხმლით, ხოლო ჰარი, რონი და ჰერმიონი, დაცვისგან გაქცევისას, მიფრინავენ დრაკონით, რომელიც დარაჯობს ბანკის განძეულს. ვოლდემორი შეიტყობს, რომ მის ჰორკრუქსებს საშიშროება ემუქრება და გადაწყვიტავს, თავად შეამოწმოს, ყველა თავის ადგილზეა თუ არა. მის გონებაში შეღწევით ჰარი დაადგენს, რომ ერთ-ერთი ამ ჰორკრუქსებიდან ჰოგვორტსში ინახება.
ხაზი 54:
რიმუს ლუპინი, ნიმფადორა ტონკსი, ფრედ უიზლი და კოლინ კრივი იღუპებიან ბრძოლაში. ჰარი შეატყობინებს ნევილს, რომ აუცილებელია ვოლდემორის გველის მოკვლაც და მიდის აკრძალულ ტყეში, სადაც ვოლდემორი და სიკვდილის მხვრელები იმყოფებიან. ყველას წინაშე ვოლდემორი მას კლავს.
 
ჰარი ჩნდება უცნაურ ადგილზე, რომელიც ჰგავს კინგს-კროსის სადგურს. საიდანღაც ჩნდება დამბლდორი. იგი უხსნის ჰარის, რომ სიკვდილი მას არ შეეხო, ვინაიდან ვოლდემორი თავისი სხეულის აღსადგენად მის სისხლს იყენებდა. ჰარიში კვდება ვოლდემორის ის ნაწილი, რომელიც ჰორკრუქსად ითვლებოდა. პოტერი გონს მოეგება, მაგრამ განასახიერებს, თითქოს მკვდარია. გახარებული ვოლდემორი და მხვრელები ტოვებენ იქაურობას. ჰარი მიჰყავს დამწუხრებულ ჰაგრიდს. ჰოგვორტსში ვოლდემორს ებრძვის ნევილი. იგი გამანაწილებელი ქუდიდან გრიფინდორის ხმალს იღებს და ვოლდემორის გველს კლავს. ამრიგად, განადგურებულია ყველა ჰორკრუქსი. მხვრელები აგებენ ბრძოლას. მოლი უიზლი კლავს ბელატრისა ლესტრეინჯს. ჰარი უხსნის ვოლდემორს, რომ დამბლდორის დიდგულას ჯოხის ნამდვილი მფლობელი არა სნეიპი, არამედ დრაკო მალფოი იყო. რადგან ჰარიმ მოგვიანებით მიითვისა დრაკოს ჯოხი, მისი პატრონი ჰარია. ვოლდემორი ცდილობს ჰარის მოკვლას. მაგრამ ჯოხი ამაზე უარს ამბობს და შელოცვა ირეკლება. ვოლდემორი კვდება. მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა, ყველა ზეიმობს მტრის დამარცხებას.
 
19 წლის თავზე მშობლები თავის შვილებს ჰოგვორტსში აცილებენ. ჯინი და ჰარი სამი შვილის მშობლები არიან. რონს და ჰერმიონას ორი ჰყავთ. ორივე ოჯახი კინგს-კროსკზე ხვდება ერთმანეთს. პლატფორმაზე ასევე ჩნდებიან დრაკო მალფოი, მისი ცოლი და შვილი სკორპიუსი. მალფოი ამჩნევს ჰარის, დაუკრავს თავს და ზურგს აქცევს. მატარებელი მოსწავლეებით ტოვებს სადგურს.
 
== მოკლული/დაღუპული პერსონაჟები ==
 
 
== პერსონაჟების ბედი ==
Line 189 ⟶ 188:
 
{{ესკიზი-ჰარი პოტერი}}
 
 
{{ჰარი პოტერი}}