დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა პუნქტუაცია
ხაზი 7:
== წანამძღვრები ==
[[ფაილი:Caravel Boa Esperanca Portugal.jpg|thumb|left|ლათინური კარაველას მოდელი]]
პირველი ევროპელები, რომლებმაც დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს მიაგნეს [[სკანდინავია|სკანდინავიის]] მკვიდრი - [[ნორმანები]] იყვნენ. ზღვაოსნობაში გაწაფული ნორმანები ჯერ კიდევ XI საუკუნის დასაწყისში გადასხდნენ [[ისლანდია]]სა და [[გრენლანდია]]ში, საიდანაც [[ჩრდილოეთ ამერიკა]]ში გადავიდნენ. მაგრამ [[ნორმანები|ნორმანთა]] მიერ აღმოჩენილი ახალი სამყარო დანარჩენი [[ევროპა|ევროპისათვის]] უცნობი დარჩა. ეს აღმოჩენა ნაადრევი გამოდგა, ვინაიდან [[ევროპელები|ევროპელებს]] იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ სჭირდებოდათ [[ამერიკა]]. უფრო მეტიც, ეს აღმოჩენა თვით [[სკანდინავიელები|სკანდინავიელებმაც]] მიივიწყეს.
 
XV საუკუნისთვის [[ევროპა]]ში განხორციელდა დიდი ტექნიკური ძვრები; [[კომპასი]]ს სრულყოფის შემდეგ მეზღვაურთათვის უსაფრთხო გახდა ღია ზღვაში გასვლა, წინანდელი მოუხერხებელი გემები შეცვალა სწრაფმავალმა მსუბუქმა გემებმა - ''კარაველებმა''„კარაველებმა“, რომლებსაც ჰქონდათ სამი ანძა პირდაპირი და დახრილი იალქნებით და მოძრაობა შეეძლოთ არა მარტო ზუგქარის, არამედ გვერდქარის დროსაც. [[ევროპა]]ში განვითარდა სამხედრო ტექნიკაც. XVსაუკუნეში იყენებდნენ როგორც საალყო ზარბაზნებს, ისე საველე ზარბაზნებსაც. სრულყოფილი გახდა ხელის ცეცხლსასროლი იარაღიც. გაჩნდა მძიფე თოფები - 'მუშკეტები'„მუშკეტები“, რომლებითაც საკმაოდ ზუსტად ისროდნენ ორას ნაბიჯზე. ამგვარმა ტექნიკურმა სიახლეებმა ევროპულ სახელმწიფოებს ოკეანეში გაჭრისა და აღმოჩენილი ქვეყნების დაპყრობის საშუალება მისცა. მათ მიზნად დაისახეს ზღვებსა და ოკეანეებში გაეკვალათ ახალი გზები.
 
[[ევროპელები]]სათვის უცნობ შორეულ ქვეყნებამდე ყველაზე ადრე [[პორტუგალიელები|პორტუგალიელმა]] და [[ესპანელები|ესპანელმა]] მეზღვაურებმა მიაღწიეს.
ხაზი 19:
[[1488]] წელს პორტუგალიელთა ექსპედიცია [[ბართლომე დიასი]]ს მეთაურობით აფრიკის შემოვლით [[ინდოეთის ოკეანე]]ში გავიდა, მაგრამ დაღლილმა მეზღვაურებმა ვეღარ შეძლეს მოგზაურიბის გაგრძელება. [[ინდოეთი|ინდოეთში]] მიმავალი საზღვაო გზის საძებნელად [[1497]] წელს პორტუგალიიდან გაემგზავრა ახალი ექსპედიცია [[ვასკო და გამა]]ს მეთაურობით. ექსპედიციამ აფრიკის შემოვლითა და ინდოეთის ოკეანის გავლით ინდოეთის ქალაქ [[კალკუტა]]ს მიაღწია. პორტუგალიელებმა ძალადობის გზით მოპოვებული სანელებლებით დატვირთეს ხომალდები და უკან დაბრუნდნენ. ძვირფასი ტვირთის ღირებულება სამოცჯერ აღემატებოდა ექსპედიციის ხარჯებს.
 
პორტუგალიელთა შემდგომი ექსპედიციების დროს დაპყრობილ იქნა მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]] სანაპიროებზე - [[ინდოეთი|ინდოეთსა]] და აღმოსავლეთ აფრიკაში. მალე მათ მთლიანად იგდეს ხელთ [[ინდოეთი]]ს საზღვაო გზები, მიაღწიეს [[ჩინეთი]]სა [[იაპონია|იაპონიის]] ნაპირებამდე. პორტუგალიელთა ექსპედიციებს თან სდევდა აღმოჩენილი ქვეყნების მცხოვრებთა რბევა და ძარცვა. დამყრობლები ადგილობრივი მოსახლეობისაგან ხარკის სახით კრეფდნენ, ანდა ძალზე იაფად ყიდულობდნენ სანელებლებს. აღმოსავლური საქონლით ვაჭრობა პორტუგალიელებს დიდ მოგებას აძლევდათ.
 
== ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობა ==
ხაზი 37:
{{მთავარი|ფერნანდო მაგელანი}}
[[ფაილი:Ferdinand Magellan.jpg|thumb|right|ფერნანდო მაგელანი]]
დასავლეთის გზით [[ინდოეთი|ინდოეთამდე]] მიღწევის იდეა [[1519]] - [[1522]] წლეში განახორციელა ესპანელთა ექსპედიციამ, რომელსაც სათავეში ედგა უდრეკი ნებისყოფის მქონე მამაცი პიროვნება [[ფერნანდო მაგელანი]]. მისი ექსპედიცია ხუთი გემით გავიდა [[ატლანტის ოკეანე]]ში. ფლოტილიამ გაიარა [[სამხრეთ ამერიკა]]სა და [[ცეცხლოვანი მიწა|ცეცხლოვან მიწას]] შორის მდებარე სრუტე, რომელსაც დღეს [[მაგელანის სრუტე|მეგელანის სახელი]] ჰქვია. შემდეგ ექსპედიცია შევიდა ოკეანეში. ოკეანე იმ მომენტში იმდენად მშვიდი იყო, რომ მაგელანმა მას "წყნარი"„წყნარი“ უწოდა. ექსპედიციამ სამ თვეზე მეტი მოანდომა [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] გადალახვას. ახალ საკვებს და სასმელ წყალს მოკლებული ადამიანები სურავანდით ავადდებოდნენ, ბევრი მათგანი კვდებოდა.
 
[[1521]] წლის მარტში ექსპედიციამ [[ფილიპინები|ფილიპინებს]] მიაღწია, სადაც მაგელანი დაიღუპა მკვიდრ მოსახლეობასთან შეტაკებაში. მაგელანის ექსპედიციის ხუთი გემიდან მხოლოდ ერთადერთი - "ვიქტორია"„ვიქტორია“ დაბრუნდა უკან. ექსპედიციის 265 წევრიდან მხოლოდ 18 დაავადებული მეზღვაური გადარჩა ცოცხალი. "ვიქტორიათი"„ვიქტორიათი“ ჩამოტანილი სანელებლებისაგან მიღებულმა მოგებამ დაფარა მოგზაურობის ხარჯები და ოთხი გემის დაკარგვით მიღებული ზარალი. "ვიქტორია"„ვიქტორია“ იყო პირველი გემი, რომელმაც დედამიწის გარშემო იმოგზაურა და დაადასტურა, რომ მას სფეროს ფორმა აქვს.
 
== სქოლიო ==