ჯოზეფ მერიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 32 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q215762
clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი using AWB
ხაზი 20:
|შვილები =
|ჯილდოები =
|ვებ-გვერდისაიტი =
|სხვადასხვა =
}}
ხაზი 26:
'''ჯოზეფ კერი მერიკი''' ({{lang-en|Joseph Merrick;}} დ. [[5 აგვისტო]], [[1862]] — გ. [[11 აპრილი]], [[1890]]), ზოგჯერ არასწორად მოიხსენიებენ როგორც ''ჯონ მერიკს'', — [[ინგლისელები|ინგლისელი]] მამაკაცი, რომელიც განიცდიდა სხეულის ძლიერ სიმახინჯეს, ამასთანავე „ადამიანი-სპილოს“ სახელით გამოჰყავდათ [[მახინჯების შოუ|მახინჯების შოუში]]. ლონდონის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც დასახლდა ლონდონის სამეფო საავადმყოფოში. დაიბადა ქალაქ [[ლესტერი|ლესტერში]]. სხეულის არასწორი განვითარება დაეწყო დაბადებიდან პირველ წლებში. კანი სქელი და ხორკლიანი ჰქონდა, კარგად განვითარებული ტუჩები და ძვლოვანი დიდი გამონაზარდი შუბლზე. მარჯვენა ხელი და ორივე ფეხი მეტად გაფართოებული ჰქონდა; ბავშვობაში, დაცემის შედეგად, თეძო დაიზიანა, რაც კოჭლობის მიზეზი გახდა. 11 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, ხოლო მამამისი სხვა ქალზე დაქორწინდა. მერიკმა [[სკოლა]] 13 წლის ასაკში მიატოვა, რთული იყო სამსახურის პოვნაც. მამამისმა და დედინაცვალმა ბავშვს ზურგი შეაქციეს და მერიკმა სახლი მიატოვა. [[1879]] წლის ბოლოს 17 წლის ასაკში შევიდა ლესტერის სამუშაო სახლის კავშირში (''საქველმოქმედო დაწესებულება'').
 
[[1884|1884 წელს]] სამუშაო სახლში გატარებული 4 წლის შემდეგ, იგი დაუკავშირდა შოუმენს, სახელად სემ ტორს, რომელმაც გარკვეული [[ადამიანი|ადამიანებისგან]] შემდგარი ორგანიზაცია შექმნა და ამასთანავე უზრუნველყო მისი ჩვენებებზე გამოყვანა; მათვე შეარქვეს მერიკს — „ადამიანი-სპილო“. აღმოსავლეთ მიდლენდში გატარებული მოგზაურობის შემდეგ იგი ქალაქ [[ლონდონი|ლონდონში]] გაემგაზვრა, სადაც იაფფასიან თეატრში მოუწია გამოსვლა. აღნიშნული დაწესებულება ლონდონის სამეფო საავადმყოფოს სიახლოვეს მდებარეობდა, რომელიც ერთხანს ქირურგმა [[ფრედერიკ ტრივზი|ფრედერიკ ტრივზმა]] მოინახულა, რომელმაც მას დაკვირვებების ჩასატარებლად და ფოტოსურათების გადასაღებად საავადმყოფოში მისვლა შესთავაზა. ერთი პერიოდი მერიკს გადანაცვლება მოუწია [[ბელგია]]ში, სადაც იგი მისმა მენეჯერმა გაძარცვა და მას ქალაქ [[ბრიუსელი|ბრიუსელში]] მოუწია დარჩენა. მოგვიანებით ტრივზმა იგი ხელმეორედ მოათავსა თავისთან საავადმყოფოში.
 
განუკურნებელი მდგომარეობის მიუხედავად, მერიკს მისცეს საავადმყოფოში მუდმივად დარჩენის უფლება. ექიმი ტრივზი ყოველდღიურად ნახულობდა მას და მათ შორის კარგი მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მერიკი აგრეთვე თავისთან ღებულობდა მდიდარ ქალბატონებსა და ლონდონის საზოგადოების ჯენლტმენებს.
 
ჯოზეფ მერიკი გარდაიცვალა [[1890]] წლის [[11 აპრილი|11 აპრილს]], 27 წლის ასაკში. გარდაცვალების მიზეზი [[ასფიქსია]] გახდა, თუმცა ტრივზი ირწმუნებოდა, რომ იგი დისლოცირებული კისრის გამო გარდაიცვალა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
ხაზი 40:
 
{{DEFAULTSORT:მერიკი, ჯოზეფ}}
[[კატეგორია:ინგლისელები]]
[[კატეგორია:ინგლისელი ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობებით]]
[[კატეგორია:ინვალიდები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1862]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1890]]
 
{{Link GA|ru}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოზეფ_მერიკი“-დან